"რას ჰგავს!" - ეს სიტყვები მანადგურებს... თუმცა იძულებული ვარ, ამ ტკივილით ვიცხოვრო..."
font-large font-small
"რას ჰგავს!" - ეს სიტყვები მანადგურებს... თუმცა იძულებული ვარ, ამ ტკივილით ვიცხოვრო..."
"ძალიან სწრაფად ცეცხლი მომედო მთელ ტანზე და მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. დამეწვა ყელი, კისერი, ხელი მთლიანად, იღლიები, ფეხები მუცელი..."

ამბავი, რომელსაც ნინო საღირაშვილი გვიამბობს, ჩვენთვის უცხო არ იქნება, რადგან ხშირად გვსმენია და ალბათ ყველა შევსწრებივართ ფაქტს, როცა სრულიად უცნობ ადამიანებს უნებურად თუ მიზანმიმართულად, გულს ვტკენთ... ამიტომ ვერავინ ვიტყვით, რომ ეს ჩვენ არ გვეხება...

3 წლის იყო, როცა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო. მერე იყო ბევრი ოპერაცია, პლასტიკური ქირურგიაც ჩაუტარდა, მაგრამ თვალისთვის შესამჩნევი ნაიარევები ისევ აქვს. ბევრს შრომობს, მაგრამ მორიგი ოპერაციისთვის ფულს ვერაფრით მოუყარა თავი. ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ სამყარო სასტიკია, თვითონ გაუღიმოს ყველას და ყველაფერს, მაგრამ...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"სამი წლის ვიყავი. სახლში მე და ჩემი და ვიყავით, დედა სამსახურში იყო, მამა - ეზოში. როდესაც გავიღვიძე, იქვე ასანთი დავინახე, ავიღე და თამაში დავიწყე. თამაშისას ცეცხლი ჩემს ჩითის კაბას მოედო. ავტირდი. ტირილის ხმაზე ჩემს დას გაეღვიძა და საშველად მამას დაუძახა, მაგრამ... ძალიან სწრაფად ცეცხლი მომედო მთელ ტანზე და მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. დამეწვა ყელი, კისერი, ხელი მთლიანად, იღლიები, ფეხები მუცელი..."

"გერმანიაში ჩამიტარდა სამი ოპერაცია: ხელზე, რომელსაც ვერ ვწევდი მაღლა; თითებზე, რომელსაც ვერ ვშლიდი და ფეხზე - რადგან მარჯვენა ფეხის გადადგმა მიჭირდა... ვერ გამოვყოფ, ყველაზე მეტად სხეულის რა ნაწილი იყო პრობლემური, ყველაფერი მაწუხებდა... მაგრამ ყველაზე რთული ის წუთები იყო, როცა ჩემზე ჩურჩულებდნენ..."

"13 წლისამ ყელზე გავიკეთე პლასტიკური ოპერაცია და მომეცა საშუალება, თავი მაღლა ამეწია - ეს ყველაზე ბედნიერი წუთები იყო ჩემთვის... მაგრამ ოპერაციის შემდეგ დამრჩა კიდევ ერთი იოლად შესამჩნევი დამწვრობის კვალი, რის გამოც ყურადღებას ვიქცევ. "რას ჰგავს!" - ეს სიტყვები მანადგურებს... თუმცა იძულებული ვარ, ამ ტკივილით ვიცხოვრო..."

"უკანასკნელ შემთხვევას მოგიყვებით, რომელმაც სისხლი გამიყინა ძარღვებში: ერთ-ერთ მაღაზიაში სალაროსთან ვმუშაობდი, როდესაც რიგითმა მომხმარებელმა სრულიად მოულოდნელად მითხრა: რას ჰგავხარ, არ მესმის შენნაირს სალაროსთან როგორ გამუშავებენო, მერე "დააზუსტა", რომ ჩემნაირი ადამიანი საერთოდ არ უნდა მუშაობდეს - ეს იყო ჩემთვის უდიდესი ტკივილი. ახლაც მიჭირს ამ თემაზე საუბარი. ჩემს გარეგნობაზე ისე ამახვილებენ ადამიანები ყურადღებას, თითქოს ამით მათ ვუშავებდი რამეს..."

"მე მაქვს პატარა შანსი... შანსი, რომელიც კიდევ ერთ ოპერაციასთანაა დაკავშირებული, მაგრამ საამისოდ თანხის მოგროვება ვერ მოვახერხე, ეს საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული... დაფინანსება ვეღარ მოვიპოვეთ, აღარავინ მომისმინა. სადაც დახმარება ვითხოვე, ყველამ უარით გამომისტუმრა... არადა, მე ხომ იმისთვის არ მინდა ეს პლასტიკური ოპერაცია, ფორმები შევისწორო მეტი სილამაზისთვის. უბრალოდ მსურს ქუჩაში უშიშრად გავიდე და ზურგს უკან აღარასდროს გავიგონო სიტყვები: "რა სჭირს?" "რას ჰგავს!.."

სტატიას სრულად წაიკითხავთ ჟურნალ "გზის" 17 ოქტომბრის ნომერში.

და აქვე გეტყვით იმასაც, რომ ძალიან გვინდა, ნინოს როგორმე დავეხმაროთ ოცნების ასრულებაში, რომ შეძლოს კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება, რომელიც მის ნაიარევებს მინიმუმამდე შეამცირებს. თუ დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ნინო საღირაშვილის სახელზე, საქართველოს ბანკში გახსნილ ანგარიშზე:

GE75BG0000000222752200
წინასწარ გიხდით მადლობას!

ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დავით ჭითავა ერთი საინტერესო რესპონდენტის ძიებაში, სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანი.
მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ყველაზე მძაფრი ეპიზოდების ქართველი შემსრულებლები
"როცა მიომა დიდი ზომისაა, ქალმა შეიძლება საშვილოსნო დაკარგოს"
"ყოველ დილით ოჯახს სხვადასხვაგვარ საუზმეს ვუმზადებ"
ზემო იმერეთის ულამაზესი სოფელი, ითხვისი საუკუნეებს ითვლის.
"ვაღიარებ, რომ ვყოფილვარ მარიხუანას მომხმარებელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.