მხატვრის "ჩუმი კივილი"
font-large font-small
მხატვრის "ჩუმი კივილი"
გასულ კვირას ეროვნულ ბიბლიოთეკაში, "დამოუკიდებლობის დარბაზში" ნინო ახალკაცის გამოფენა გაიმართა. მხატვარი ძალიან ღელავდა, რადგან ეს მისი პირველი გამოფენა იყო. თვლის, რომ მისი ნახატები უფრო სევდიანი და რომანტიკულია, სახელწოდებებიც ასეთი შეურჩევია მათთვის: "ჩუმი კივილი", "ნიღბების შოუ ჩვენს ცხოვრებაში", "მიტოვებული შადრევნის სევდა", "შენზე ვფიქრობ, ჩემო სიყვარულო"...


GzaPressამჯერად სულ 49 ნამუშევარი გამოფინა.
- როდესაც ვხატავ, თავიდანვე ვიცი, სახელს რას დავარქმევ. რა განწყობაზეც ვარ, ისეთი გამოდის ნახატიც, ჩემი ყველა ემოცია გადამაქვს ტილოზე. ზოგი ამბობს, რომ მხოლოდ ცუდ განწყობაზე ყოფნისას ხატავს, ზოგი - პირიქით. მე ორივე შემთხვევაში მაქვს ხატვის სურვილი და ეს პროცესი ძალიან მშველის. ნახატი, რომელსაც "ჩუმი კივილი" დავარქვი, ისეთ პერიოდში შეიქმნა, როდესაც ჩემი სულიერი მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელო იყო - ერთხელ მოჭარბებულ ემოციებსა და განცდებს რომ ვეღარ გავუმკლავდი, სახეზე ხელები ავიფარე, მერე ტილო ავიღე და ხატვა დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სათქმელი გაქვს, ჩუმად ხარ, მაგრამ იმავდროულად ყვირი - სწორედ ეს განწყობა გადმოვეცი. ამ ნახატს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მუსლიმანები მწერდნენ, პროფილის ფოტოდ დავაყენებთო, მაგრამ უარს ვეუბნებოდი. აი, ეს ნახატიც - "შენზე ვფიქრობ, ჩემო სიყვარულო", მაშინ დავხატე, როდესაც დიდ გაურკვევლობაში ვიყავი. ნიკოლო პაგანინი მიყვარს და ხატვისას ხშირად ვუსმენ, ჩემზე კარგად მოქმედებს. ალბათ ეს არის მიზეზი, რომ ჩემს ნახატებში მუსიკაც ისმის...
- ეს თქვენი პირველი გამოფენაა, თუმცა როგორც აღნიშნეთ, გაჩერებას აღარ აპირებთ.
- ეს გამოფენა უცებ დაიგეგმა, მეგობრები დამეხმარნენ. მარტში ნიუ-იორკში მაქვს პერსონალური გამოფენა (აქედან ბევრი ნახატი იქ მიდის), მაგრამ სამწუხაროდ, ამერიკის საელჩომ ოქტომბერში ვიზაზე უარი მითხრა. ჯულიან ესპინოლის, რომელიც პუერტო-რიკოდანაა, ამერიკაში თავისი გალერეა აქვს. მოსწონებია ჩემი ნამუშევრები და სოციალური ქსელით დამიკავშირდა, სურვილი თუ გაქვთ ჩემთან თანამშრომლობისო? 3-თვიანი მოლაპარაკების შემდეგ ერთწლიანი კონტრაქტი გამიფორმა, მაგრამ რად გინდა? კიდევ უნდა ვცადო ბედი, ამ კონტრაქტზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყვი.
- სევდიანი ნახატები გაქვთ.
- ძირითადად, ასეა - სევდიანი და რომანტიკული. ცხოვრებაში ყველას აქვს რთული პერიოდი. ჩვენმა თაობამ რა აღარ გამოიარა, თითქოს გავკაჟდით და გავუხეშდით იმდენ განსაცდელში, მაგრამ ბავშვურობა და სულის სილაღე შემომრჩა. იმ სიბნელიდან სინათლე წამოვიღე, მაგრამ სევდა მაინც გამომყვა.
- ნინო, როგორც ვიცი, სულ სხვა პროფესიით მუშაობდით. ხატვა რამ დაგაწყებინათ?
- იქნებ, არ დამიჯეროთ, მაგრამ დაბადებიდან ვხატავ. როგორც კი ფანქრის ხელში ჭერა შევძელი, ვხატავდი, თანაც მარცხენა ხელით. სახლში ყველა კედელი ავაჭრელე. მშობლები აღარ მეჩხუბებოდნენ. ორივე ფიზიკოსი იყო, ჩემი დაც ფიზიკოსია და ყველას უნდოდა, მეც მათ კვალს გავყოლოდი, მაგრამ ეს პროფესია არ მხიბლავდა. ამიტომ ჩავაბარე მეორად ფაკულტეტზე, ფერწერის განხრით. ისე მოხდა, რომ წლების განმავლობაში ფუნჯი არ ამიღია ხელში. 15 წელი ბუღალტრად ვმუშაობდი, ბოლო წლები ქამრების საამქროში დიზაინერი ვიყავი, თექაზეც ვმუშაობდი, ჩანთებსაც ვკერავდი. მაინც ხელოვნების მიმართულებით წავედი. ამ წლების მანძილზე საოცარი ნოსტალგია მქონდა, სულ მესიზმრებოდა, რომ ვხატავდი. ამიტომაც თუ მართლა იცი, რა გინდა, არავის უნდა დაუჯერო და იმ საქმეს უნდა ემსახურო, რომელიც შენია. ალბათ ემოციები დამიგროვდა და ხატვა უცებ დავიწყე - 2 თვე შეუსვენებლივ ვხატავდი, ეს 49 ნახატი სწორედ ამ თვეებშია შექმნილი, ზეთსა და აკრილშია შესრულებული, ზოგიც ფანქრით. ჩემი სტილი უფრო სიურრეალიზმია.
- თქვენს ერთ ტილოს "სიცოცხლის მომენტების დაჭერა" ჰქვია. ახერხებთ ამ მომენტების დაჭერას?
- ვახერხებ, არ უნდა დაკარგოთ ერთი წუთიც და წამიც კი, ყველა წუთი მნიშვნელოვანია! არავინ ვიცით, როდის, ვის რა გვიწერია. უნდა დატკბე აწმყოთი, წარსულზე არ უნდა იდარდო და არც შორეული მომავალი დაგეგმო.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
როგორ "აქციეს" სამხრეთაფრიკელი ბიჭი გურულ ფირალად
"მცენარე ჩვილივითაა, რომელსაც ლაპარაკი არ შეუძლია, მაგრამ მიგახვედრებს, რომ რაღაც უჭირს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.