საქართველოს რუკის აქსესუარები
font-large font-small
საქართველოს რუკის აქსესუარები
"მომივიდა აზრად, საქართველოს ფორმის ბროშები ამეწყო"

დები, ნინო და თამუნა კოპაძეები რამდენიმე წელია, რაც ხელნაკეთ სამკაულებს ამზადებენ. განსაკუთრებით კი თავიანთი ხელით შექმნილი საქართველოს რუკის ბროშებით, თმის სამაგრებითა და ყელსაბამებით ამაყობენ.


ნინო კოპაძე:
GzaPress- 21 წლის გავთხოვდი, 2 პატარა შვილი მყავს. მათ გამო ჯერ კიდევ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ვარ, აკადემიური მაქვს აღებული. 8-9 წლის წინ მე და ჩემმა დამ სამაჯურის გაკეთება ვცადეთ და გამოგვივიდა. ამან იმდენად გაგვახარა, რომ საყურის, ყელსაბამების, "აბადოკებისა" და ბეჭდების გაკეთებაც დავიწყეთ, ოღონდ მხოლოდ ჩვენთვის. თავიდან გაყიდვაზე არც ვფიქრობდით, მაგრამ ახლობლებმა რომ ნახეს და მოეწონათ, მერე ვიფიქრეთ, რატომაც არა, ცდად ღირსო. ფერთა შეხამება არ მიჭირს, სულ მაქებენ ხოლმე. როდესაც შეკვეთას მაძლევენ, მეუბნებიან, გენდობი, ფერები ერთმანეთს თვითონ შეუხამეო. ვხატავ კიდეც ჩემთვის, ყველა ჩემი ნახატი ფერადია. ალბათ ეს ფერადოვნება ჩემს ხასიათზე მიანიშნებს. 2 წლის წინ, საქართველოს რუკები რომ გავაკეთე, იმდენი შეკვეთა და საქმე გამიჩნდა, ჩემს დასთან ერთად შუაღამემდე ვმუშაობდი და მაინც ვერ ვასწრებდით. კიდევ კარგი, ჩემი მეუღლე ძალიან მეხმარებოდა და სამსახურიდან დაბრუნებული ბავშვებს ის ჰპატრონობდა. გარდა სამკაულებისა, ჩანთებსა და მაისურებსაც ვაფორმებთ, ჩალმებსაც ვაკეთებთ.
- ნინო, როგორ გაჩნდა იდეა, გაგეკეთებინათ საქართველოს რუკის ბროშები, თმის სამაგრები, ყელსაბამები, რომლებიც დიდი მოწონებით სარგებლობს?
- დაახლოებით 2 წლის წინ ახალ კოლექციას რომ ვაკეთებდი, უცებ მომივიდა აზრად, საქართველოს ფორმის ბროშები ამეწყო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მანამდე მსგავსი არაფერი მინახავს, პირველები ჩვენ ვიყავით და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ბევრმა საჩუქრადაც იყიდა. სალომე ბაკურაძემ ერთ-ერთ გადაცემაში გია ჯაჯანიძეს აჩუქა. ნანიკო ხაზარაძესაც აქვს ჩვენი ბროში, ცნობილი ტელევიზიების რამდენიმე ჟურნალისტსაც. ყველაზე მეტად რუკების კეთება მსიამოვნებს, დაღლასაც კი არ ვგრძნობ.
- გამოფენა არ გქონიათ?
- ძირითადად, სოციალური ქსელით ვახდენთ რეალიზაციას. ჩემი პატარების გამო ვერ ვასწრებ, ამ ყველაფერს ორგანიზება გავუწიო. თავიდან "კოპ-კოპა" დავირქვით (იცინის). 3 წლის წინ, ნიტა თვეების მყავდა, შუაღამისას, თან რომ ვმუშაობდი და თან ბავშვი მეჭირა ხელში, უცებ ჩემი და მისი სახელების დასაწყისი და დაბოლოება რაღაცნაირად ერთმანეთზე გადავაბი და ასე დაიბადა ჩემი მესამე შვილი... ჩემს პრანჭია სამკაულებს ძალიანაც მოუხდა ახალი სახელი.
- შენს "ფეისბუკ"-გვერდზე მხოლოდ შენი ნამუშევრებისა და აფხაზეთის ფოტოები გიდევს. აფხაზეთიდან ხარ?
- მანამდეც მტკივნეული იყო აფხაზეთის თემა ჩემთვის, თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ უფრო მძაფრად შევიგრძენი ეს ტკივილი. ქარელიდან ვარ და ომის პერიოდს იქ შევესწარი ოჯახთან ერთად. 18 წლის ვიყავი მაშინ. საშინელი დღეები გამოვიარეთ, სარდაფში ვიმალებოდით. 2 აგვისტოდან გვესმოდა სროლის ხმა, მაგრამ მაინც წარმოუდგენლად მიგვაჩნდა ომის დაწყება. გვესმოდა, ავლევი დაიბომბა, მიწასთან გასწორდაო და მაინც არ გვჯეროდა. არასდროს დამავიწყდება იმ ცის ფერი. მამას ერთი წუთითაც არ უფიქრია იქაურობის მიტოვება. მხოლოდ ქარელიდან რამდენიმე კილომეტრში, მამას ბიძაშვილთან წავედით სოფელში. მისი 2 გარდაცვლილი ძმის ოჯახიც ჩვენთან ერთად იყო და ტანკები მოდიანო, რომ თქვეს, ახლა რა ვქნა, რა გიშველოთო. დღემდე თვალწინ მიდგას მისი გაფითრებული სახე. აფხაზეთში არასდროს ვყოფილვარ - ვფიქრობ, რომ სამოთხეა დედამიწაზე და ვოცნებობ, ოდესმე იქაურობა ვნახო. განვიცდი, რომ ყოველდღე ვკარგავთ ტერიტორიებს. ამჟამად ქარელში ჩემი მშობლები ცხოვრობენ, მე და ჩემი მეუღლე ხშირად ჩავდივართ ხოლმე იქ.
GzaPress
- ალბათ სწორედ ამან განაპირობა, საქართველო შენს ნაკეთობებში ასე უხვად რომაა წარმოდგენილი. მასალაზეც მითხარი, ძირითადად, რაზე მუშაობ?
- ზოგს ამით უნდა გამოხატოს ტკივილი ოკუპაციის გამო. უცხოელებსაც კი უყიდიათ ეს აქსესუარები. რაც შეეხება მასალას, მაღალი ხარისხის შუშას, ბისერებს, ნატურალურ ქვებს ვიყენებ. სპეციალური ძაფით ბისერებს სათითაოდ ვამაგრებთ დამუშავებულ თექაზე. სიზუსტე აუცილებლად უნდა დაიცვა, თუ გინდა, რომ ლამაზი გამოვიდეს. სამაგიეროდ, შრომა გვიფასდება. ახალი კოლექციის შექმნასა და სახელოსნოს გახსნას ვგეგმავთ, გვინდა, სხვა აქსესუარებიც დავამატოთ. გვიხარია, რომ ჩვენი ნახელავი ბევრს აბედნიერებს.
- წარმატებებს გისურვებთ!
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
როგორ "აქციეს" სამხრეთაფრიკელი ბიჭი გურულ ფირალად
"მცენარე ჩვილივითაა, რომელსაც ლაპარაკი არ შეუძლია, მაგრამ მიგახვედრებს, რომ რაღაც უჭირს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.