"ამ საქმის მიმართ დილეტანტური მიდგომა არ შეიძლება. სულ ერთი წამია საჭირო, რომ შეცდომა დაუშვა, თან - გამოუსწორებელი შეცდომა"
font-large font-small
"ამ საქმის მიმართ დილეტანტური მიდგომა არ შეიძლება. სულ ერთი წამია საჭირო, რომ შეცდომა დაუშვა, თან - გამოუსწორებელი შეცდომა"
"უცხოელებთან მუშაობა ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს, როცა ჰოლივუდია ჩამოსული"

ეს პროფესია ცეცხლთან თამაშია, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ჩვეულებრიობად ქცეული მძაფრი ემოციები.
ფრენა პარაპლანით, თოკზე სიარული, საჰაერო ტრიუკები, კასკადიორის ცხოვრების ყოველდღიურობაა, რომელიც ვერ იტანს დილეტანტიზმს და წამის სიზუსტეს საჭიროებს.
ამ პროფესიის ხიბლს და სირთულეს, უფრო კარგად, კასკადიორი კაკი ღუღუნიშვილი გაგვაცნობს.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"მდინარე ჯრუჭულას ხეობაში ხშირად ვიყავი, მისი ნაპირები სულ კლდოვანი რელიეფია, ძალიან ბევრი გამოქვაბულით, ყველა შემოვლილი მაქვს. ერთ ადგილზე, მაღალ კლდეზე ავდიოდი და წყალში ვხტებოდი. შემდეგ სიმაღლის გაზრდა გადავწყვიტე. უფრო მაღალ კლდეზე ავედი და იქედან გადმოხტომა მოვინდომე, სხვა გზა არც მქონდა, უკან ჩამოსვლა შეუძლებელი იყო. დაბლა ორი უზარმაზარი ლოდი იყო, რომელთა შორისაც უნდა ჩავმხტარიყავი, თავად წყალში კლდეს "ფეხი" ჰქონდა გადგმული და "ნომერს" ესეც მირთულებდა. არც ლოდებს და არც კლდის "ფეხს", არ უნდა დავცემულიყავი. პირველად რომ გადმოვიხედე, შემეშინდა, მაგრამ გადმოვხტი და როგორც კი ჰაერში ავიწიე, მეორედ გადმოხტომის სურვილი გამიჩნდა. მეორედ რომ ავედი, უკვე სალტოს გაკეთებაც მოვინდომე, ეს სურვილიც ავისრულე".

"- თუმცა ეს საფრთხე რთული ტრიუკების შესრულებისას მეტია.
- რა თქმა უნდა. საფრთხე სულ ერთი წამია. ამ საქმის მიმართ დილეტანტური მიდგომა არ შეიძლება. სულ ერთი წამია საჭირო, რომ შეცდომა დაუშვა, თან - გამოუსწორებელი შეცდომა. ჩვენ სულ ვმუშაობთ, ვმუშაობთ და ვმუშობთ იმისთვის, რომ ძალიან საშიში ტრიუკები, მაქსიმალურად უსაფრთხოდ გავაკეთოთ. კასაკადიორობა არის ექსტრიმი, სპორტი, მსახიობობა, ხელოვნება... მსახიობის როლის მორგება და დუბლში თამაში ხშირად გვიწევს. კამერასთან მუშაობა უმნიშვნელოვნესია. კასადიორი კამერას თუ ვერ გრძნობ, ვერაფერს გააკეთებ. ხელჩართულ ბრძოლაში, შეიძლება ოპერატორიც დააზიანო და კამერაც. შენი მოქმედება, დარტყმა, შესვლა, ქორეოგრაფია არ უნდა იკარგებოდეს, შენი ილეთი კარგად უნდა წარმოაჩინო".

"უცხოელებთან მუშაობა ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს, როცა ჰოლივუდია ჩამოსული. კასკადიორები ოპერატორები რეჟისორი ძალიან დალაგებულად, დროში სწორად გაწერილი რეჟიმით მუშაობდნენ.
მანქანების შეჯახებები ძალიან ეფექტურად დადგეს. ამ საქმეში ძირითადად ჩვენი ავტომრბოლელები იყვნენ ჩართულები. ჩვენ კი ღია კაფეში ვისხედით, სადაც მაგიდებს და ხალხს შორის, ვინ დიზელის მანქანა შემოვარდა. იყო სროლა, აფეთქებები, პანიკა"...

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 25 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
როგორ "აქციეს" სამხრეთაფრიკელი ბიჭი გურულ ფირალად
"მცენარე ჩვილივითაა, რომელსაც ლაპარაკი არ შეუძლია, მაგრამ მიგახვედრებს, რომ რაღაც უჭირს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.