"მის და მისტერ პლანეტა 2019"
font-large font-small
"მის და მისტერ პლანეტა 2019"
როგორ "აქციეს" სამხრეთაფრიკელი ბიჭი გურულ ფირალად

საქართველოში პლანეტის საუკეთესო "მისი" და "მისტერი" გამოვლინდნენ: ეკატერინე მგალობლიშვილისა და ირინა პაპაზოვას მიერ დაფუძნებულ კონკურსს - "მის და მისტერ პლანეტა" საქართველომ წელს კიდევ ერთხელ უმასპინძლა. კონკურსანტებს შორის, ყველაზე ძლიერები რუმინელი დენისა ჰოდისანი და სამხრეთაფრიკელი ობრი პიტერსი აღმოჩნდნენ...


16-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით, მსოფლიოს სილამაზის და სამოდელო კონკურსების გამარჯვებული "მისები" და "მისტერები", ასევე, საერთაშორისო ჟიური სტუმრობდნენ საქართველოს. ჩვენს ქვეყანაში მათი ვიზიტის მიზეზი სილამაზის და ტალანტის კონკურსი - "მის და მისტერ პლანეტა" გახლდათ. კონკურსის ფარგლებში, საქართველოში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა: საცურაო კოსტიუმების ტური, ნაციონალური სამოსის ჩვენება, "ტალანტ შოუ", შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ინტერვიუ ჟიურისთან, ექსკურსია თბილისსა და კახეთში, გაიმართა ფოტოსესიები, სატელევიზიო გადაცემებს ესტუმრნენ კონკურსანტები... ფინალი 19 ოქტომბერს, თბილისში გაიმართა. საღამოს წამყვანები სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელი - ეკატერინე მგალობლიშვილი და "კატრინის" წარმატებული მოდელი - ნინი გრძელიშვილი გახლდნენ.
კონკურსზე გამარჯვებულების გამოვლენამდე, ექსკლუზიურად, ფატუნა ბუშიჰედის სამოსის ჩვენება გაიმართა. ფატუნას კოლექციის ინსპირაცია წყალი, ცეცხლი, მიწა და ჰაერი იყო. ჩვენებაში "კატრინის" მოდელები და მსოფლიოს "მისები" მონაწილეობდნენ. კონკურსის ფინალური საღამო მუსიკალურად გააფორმეს ვერიკო ტურაშვილმა, მარკუს მეტრეველმა და პატარა "მსოფლიო მისმა" - ანასტასია ბაკურაძემ, ბულგარეთისა და თათრეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა კი ლათინურამერიკული ცეკვები შეასრულეს და "ტალანტის" ნომინაციაშიც გაიმარჯვეს. გრან-პრის მფლობელებს რაც შეეხებათ, "მის პლანეტა 2019" დენისა ჰოდისანი (რუმინეთი) გახდა, "მისტერ პლანეტა" კი სამხრეთაფრიკელი ობრი პიტერსი. გოგონებიდან კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი მარია მამუჩაშვილი გახლდათ, რომელიც 3 საერთაშორისო კონკურსზეა ნამყოფი. მათგან ორში - Best Global Model of The Year (პორტუგალია) და Miss Tourism International (ბულგარეთი) - გაიმარჯვა, Miss Model Of The World-ში კი - "ტოპხუთეულში" გავიდა. "მის და მისტერ პლანეტა 2019"-ის კონკურსზე მარია პირველ საპრიზო ადგილს დასჯერდა. ბიჭებიდან ქართველმა გოგა ჯიქიამ მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. როგორც პროექტის დამფუძნებელი ამბობს, გოგა საერთაშორისო ჟიურის წევრებს ყოველთვის აღაფრთოვანებდა. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები ფულადი პრიზებით, მოგზაურობით და სხვა სახის სიურპრიზებით დასაჩუქრდნენ. ჩოხოსნების ფედერაციის ხელმძღვანელმა - ზაალ სიხარულიძემ და ქართული სამოსის დიზაინერმა - ნუგზარ კვანტალიანმა სამხრეთაფრიკელი გამარჯვებული რამდენიმე წამში გურულ ფირალად "გადააქციეს" - სცენაზე საჩუქრად ყაბალახი გადასცეს და თავადვე მოარგეს.

ეკატერინე მგალობლიშვილი:
- ყოველთვის ხაზგასმით ვამბობ: ჩემი მიზანი მხოლოდ სილამაზის და სამოდელო კონკურსების ჩატარება არასოდეს ყოფილა. ჩემს მიზანს მივაღწიე - დღეს მსოფლიოს ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი გაიძახის - საქართველო ჩემი მეორე სახლიაო. მინდა, თითოეულ ქართველს, ვინც წლების განმავლობაში მხარში მედგა, მადლობა გადავუხადო. მათ გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი.
მართალია, "მის და მისტერ პლანეტა 2019"-ის გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ, თუმცა ეკატერინე მგალობლიშვილი, რომელიც სილამაზის და მოდელების 4 საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის დამფუძნებელი გახლავთ და ასევე, 35 მსოფლიო კონკურსის ლიცენზიის მფლობელია, მუშაობას არ წყვეტს: 19 ნოემბერს 20 წლის ბელა ჩანჩიბაძე ჩინეთში, Miss Model of The World-ზე საქართველოს წარადგენს, ვერიკო ტურაშვილი კი - იმავე კონკურსზე სიმღერას შეასრულებს. მოგეხსენებათ, მომღერალი ნინი შერმადინი შარშან "მისის პლანეტის" გამარჯვებული გახდა. ვეცადეთ, ქალბატონ ეკას ჩვენთვის გაემხილა, წელს "მისის პლანეტაზე" საქართველოს რომელი ქართველი ქალბატონი წარადგენს, მაგრამ მან საჯაროდ ამაზე საუბარი არ ისურვა, თუმცა მკითხველისთვის რთული მისახვედრი არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ეკატერინე მგალობლიშვილი დაგვპირდა, რომ ქართველი "მისის პლანეტის" ვინაობას ექსკლუზიურად სწორედ ჟურნალ "გზას" გაუმხელს. გარდა ამისა, ქართველები კიდევ არაერთ საერთაშორისო კონკურსზე მოსინჯავენ ძალებს, რის შესახებაც ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნინო ბურნაძე "მის ტურიზმ ინტერნაციონალზე"
ქალბატონი, რომელმაც საკუთარი შრომის ფასი იცის
"საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა..."
"12 წლის რომ გავხდი, დედამ მოუხშირა ლაპარაკს ჩემს გათხოვებაზე. უკაცო ოჯახში ქალი უსაფრთხოდ ვერ იქნება, ვიღაცა შეგაცდენსო"
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.