"ამაზონის ტყის გადარჩენაში ქართველებმა დიდი წვლილი უნდა შევიტანოთ"
font-large font-small
"ამაზონის ტყის გადარჩენაში ქართველებმა დიდი წვლილი უნდა შევიტანოთ"
ვინ იყო ქართველი მეცნიერი, რომელიც ამაზონზე წლების წინ დარდობდა "პლანეტის ფილტვებად" წოდებული ამაზონის ტყის გადასარჩენად გაწეულ ქველმოქმედებაში თითქოს რაიმე უარყოფითის დანახვა შეუძლებელია, რადგან ტროპიკულ ტყეში გაჩენილი უპრეცედენტო მასშტაბის ხანძრის შედეგად განადგურებული ათასობით ჰექტარი თითოეული ჩვენგანის პრობლემაა, თუმცა ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონ აშშ დოლარის გადარიცხვის ამბავს საქართველოში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

ირაკლი კაკაბაძე:

"ამაზონის ტყე მსოფლიოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი ადგილია. მიმაჩნია, რომ კარგი იქნება, ჩვენც დავეხმაროთ. სხვათა შორის, 1989 წელს ჩემთან ძალიან სიმპათიური, გამხდარი კაცი მოვიდა - გრძელი წვერი, გრძელი ფრჩხილები ჰქონდა და მახსოვს, ამაზონის მდინარის, ტყის გადარჩენის გეგმა ჰქონდა. არ ვიცი, მაშინ ბერა დაბადებული იყო თუ არა, მაგრამ ის კაცი ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა, - ამაზონის ტყეს ძალიან საშიში საფრთხე ემუქრება. ქართველის მეტი არავინ გადაარჩენს. რადგან ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მკვიდრები ვართ, ამაზონის ტყეც ჩვენი გადასარჩენი იქნებაო..."

"ამაზონის ტყის გადარჩენაში ქართველებმა დიდი წვლილი უნდა შევიტანოთ, რადგან მთელი მსოფლიოსთვის და ცხადია, ქართველებისთვისაც ეს ძალზე მნიშვნელოვანია - ტყე მთელი დედამიწის ეკობალანსის დიდი ნაწილია. ის ქართველი მეცნიერი კაცი ჯერ კიდევ 1989 წელს ჩემთან..."

"მაშინ განათლების უფრო მაღალი დონე და საკმაოდ კარგი საგანმანათლებლო სისტემა იყო... ყველამ იცოდა ამაზონი რა იყო და რა მნიშვნელობა ჰქონდა. ახლა მოსახლეობის ნაწილმა არც იცის, ამაზონი რა არის... სხვათა შორის, მერე გოგა კალანდაძემ ამაზონის გადარჩენის ფონდი დააარსა. ამასთან დაკავშირებით, 1989-90 წლებში დიდი ამბები იყო: ეროვნული მოძრაობის წევრები ფონდს მანეთებს სწირავდნენ..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 17 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.