"დღეს ძალიან ამაყი ვარ, რომ საქართველოს წარმოვადგენ"
font-large font-small
"დღეს ძალიან ამაყი ვარ, რომ საქართველოს წარმოვადგენ"
ნინო ბურნაძე "მის ტურიზმ ინტერნაციონალზე"

ნინო ბურნაძე ორ კვირაზე მეტია, რაც მალაიზიაშია. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ ქვეყანაში მას დიდად საპასუხისმგებლო როლი აკისრია - ის საქართველოს წარმოადგენს საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე და დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, ჟურნალ "გზისთვის" დრო მაინც გამონახა. ინტერვიუ, რომელიც კონკურსის ფინალამდე ჩაიწერა, ქართველი მკითხველისთვის უდავოდ საინტერესო იქნება ბევრი ფაქტორის გამო. 8 ნოემბერს გამოაცხადებენ გამარჯვებულის სახელს, თუმცა, "მის ტურიზმ ინტერნაციონალის" ათეულში ყოფნა არ ნიშნავს ცოტას. ნინოს სილამაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გეოგრაფიული თვალსაზრისით (შესაძლოა, დაუსრულებლად ვიდაოთ იმაზე, რომ ნინო ქართული, კავკასიური, აღმოსავლური ან დასავლური გარეგნობისაა) განსაზღვრული, ასევე მისი ნიჭიერება გვაძლევს იმედს, რომ გვასახელებს.


- დაბადების ადგილი, თარიღი...
- ...თბილისი, 1993 წლის 31 იანვარი.
- მშობლები...
- ...დედა ბაგა-ბაღში მუშაობს, მამა - საქართველოს ფოსტაში...
- საბავშვო ბაღი და მოგონება, რომელიც არ გავიწყდება...
- ...ბავშვობა ძალიან ლამაზად მახსოვს. ბევრი მოგონებაც მაქვს. რაც არ მავიწყდება, ის არის, რომ ბაღში სიარული მიყვარდა. ტრადიციულად, პატარები ტირიან, როცა მშობლები მათ აღმზრდელთან ტოვებენ, მე კი არასდროს მიტირია... მახსოვს მღელვარება, პირველად რომ ბაღში მივედი და ისიც, თუ როგორი პასუხისმგებლობით ვსწავლობდი ლექსს, რომლის თქმითაც თავი უნდა მომეწონებინა...
- სკოლა...
- ...სკოლის პერიოდის გახსენებაც მსიამოვნებს. კლასელებთან ერთად გატარებული ყოველი წუთი და წამი მიყვარს...
- საუნივერსიტეტო განათლებაც გაქვს მიღებული...
- დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ოფთალმოლოგიის ექიმი-რეზიდენტი ვარ და ერთ-ერთ კლინიკაში ვმუშაობ...
- მედიკოსის ამპლუა თუ შოუბიზნესი - რომელი უფრო მნიშვნელოვანია შენთვის?
- ბევრად მეტი დრო და ენერგია მაქვს დახარჯული მედიცინისთვის. აქედან გამომდინარე, მედიცინის ამპლუას უფრო დიდი ადგილი უჭირავს ჩემს გულში.
- ჰობი...
GzaPress- ...ცურვა, კითხვა, დასვენება, მუსიკის მოსმენა - განწყობას გააჩნია...
- უახლოესი და შორეული მიზნები...
- ...უახლოესია თუ შორეული, არ ვიცი, მაგრამ პირველ რიგში, სწავლის დასრულებას ვაპირებ, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
- გზა "მის მსოფლიო ტურიზმის" ათეულამდე...
- მეგობრების თხოვნით შარშან "მის საქართველო 2018"-ის შესარჩევ ტურზე მივედი. ამირჩიეს და მას შემდეგ მივიღე შემოთავაზება, საქართველო წარმედგინა "მის ტურიზმ ინტერნაციონალზე".
- საყვარელი ქართული კერძი, ღვინო...
- ძალიან მიყვარს ქართული კერძები. ნამდვილად გამორჩეული სამზარეულო გვაქვს და რომელიმეს ვერ გამოვარჩევდი. აი, ღვინოებიდან კი საფერავს ვანიჭებ უპირატესობას, ქინძმარაულის მიკროზონიდან...
- კერძების მომზადება თუ შეგიძლია?
- სამზარეულოში ყველაფრის გაკეთება შემიძლია. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, ყოველთვის ქებას იმსახურებს ჩემი ნახელავი, რაც მახარებს. ძირითადად, სალათების კეთება მიყვარს. გეტყვით, როგორ ვამზადებ მაგალითად ქათმის ხორცის სალათს: ქათმის ფილე მოვხარშოთ და დავანაწევროთ ხელით, ბულგარული წიწაკა დავჭრად გრძლად და წვრილად, "კუბებად" დავჭრათ კიტრი, მოვაყაროთ სიმინდის მოხარშული მარცვლები და ეს ყველაფერი მოვათავსოთ ჯამში, მოვასხათ მაიონეზი, მოვაყაროთ პილპილი და მარილი (გემოვნებით)...
- საყვარელი მსახიობი, მუსიკა...
- ნატალი პორტმანი, მერილ სტრიპი, რობერტ დე ნირო და კიდევ ბევრი სხვა. მუსიკის მოსმენა ძალიან მიყვარს, სხვადასხვა ჟანრსა და მუსიკოსებს ვუსმენ.
- რას შეცვლიდი შენი წარსულიდან?
- ალბათ არაფერს...
- შემოთავაზებები, რომელიც "მის ტურიზმ ინტერნაციონალმა" მოგიტანა...
- კონკურსის ფინალი 8 ნოემბერსაა, ველოდები შემოთავაზებებს კონკურსის დასრულების შემდეგ.
- გეგმები საქართველოსთან დაკავშირებით...
- უკვე მეორე კვირაა მალაიზიაში ვარ და კონკურსისთვის ვემზადები. ძალიან დატვირთული რეჟიმი გვაქვს. დღეს ძალიან ამაყი ვარ, რომ საქართველოს წარმოვადგენ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ვეცდები, მაქსიმუმი გავაკეთო. მინდა უამრავი ტურისტი ეწვიოს საქართველოს და რაც მთავარია, მინდა ჩემი სამშობლო გამთლიანდეს...
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დავით ჭითავა ერთი საინტერესო რესპონდენტის ძიებაში, სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანი.
მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ყველაზე მძაფრი ეპიზოდების ქართველი შემსრულებლები
"როცა მიომა დიდი ზომისაა, ქალმა შეიძლება საშვილოსნო დაკარგოს"
"ყოველ დილით ოჯახს სხვადასხვაგვარ საუზმეს ვუმზადებ"
ზემო იმერეთის ულამაზესი სოფელი, ითხვისი საუკუნეებს ითვლის.
"ვაღიარებ, რომ ვყოფილვარ მარიხუანას მომხმარებელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.