"ადამიანმა შენს სახელს ჩირქი არ უნდა მოსცხო. ვცდილობ, ასე ვიცხოვრო"
font-large font-small
"ადამიანმა შენს სახელს ჩირქი არ უნდა მოსცხო. ვცდილობ, ასე ვიცხოვრო"
"საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა..."

"სიყვარული თავდავიწყებაა, როცა იმ ადამიანით ხარ მოცული. მასზე უფრო ხარ ორიენტირებული, ვიდრე - საკუთარ ეგოზე. სიყვარულმა უნდა გაგზარდოს, ბევრად კარგ ადამიანად გაქციოს. მგონია, რომ დღემდე შეყვარებული არც ვყოფილვარ", - ამბობს მსახიობი მარიამ ჩუხრუკიძე.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ბედნიერი ვარ, რომ ვიპოვე ჩემი თავი იმ საქმეში, რომელსაც ვაკეთებ - არა მხოლოდ მსახიობობას, ოპერის მომღერლობასაც ვგულისხმობ. კონსერვატორიაში ვსწავლობ, მე-4 კურსზე ვარ, ეს საქმე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც უკვე დიდები არიან და ვერ ხვდებიან, რისი კეთება სურთ. მიკვირს, როგორ ძლებენ ისეთ სამსახურებში და როგორ აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც სიამოვნებას არ ანიჭებთ..."

"ადამიანმა შენს სახელს ჩირქი არ უნდა მოსცხო. ვცდილობ, ასე ვიცხოვრო. საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა..."

"ზედმეტად ემოციური ვარ. ამას სხვა შეიძლება ვერც მიხვდეს, მაგრამ ათას სისულელეზე ვფიქრობ და განვიცდი, რაც ხშირ შემთხვევაში, სრულიად უსარგებლოა. ამ თვისების მოშორება მინდა..."

"ბედისწერა არსებობს თუ არა? რთული სათქმელია. ერთხელ ეგვიპტეში შევხვდი ადამიანს, რომელიც ასტროლოგიით იყო გატაცებული. მან თქვა, ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი წინასწარ არის გაწერილიო. ვკითხე, მაშინ ადამიანის თავისუფალი ნება რატომ არსებობს? ღმერთმა არჩევანის უფლება რატომ მოგვცა, მაშინ ჩვენი როლი რაში მდგომარეობს-მეთქი? ბედისწერა ალბათ ნაწილობრივ არსებობს. ჩვენც შეგვიძლია, დავაკორექტიროთ..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 14 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დავით ჭითავა ერთი საინტერესო რესპონდენტის ძიებაში, სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანი.
მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ყველაზე მძაფრი ეპიზოდების ქართველი შემსრულებლები
"როცა მიომა დიდი ზომისაა, ქალმა შეიძლება საშვილოსნო დაკარგოს"
"ყოველ დილით ოჯახს სხვადასხვაგვარ საუზმეს ვუმზადებ"
ზემო იმერეთის ულამაზესი სოფელი, ითხვისი საუკუნეებს ითვლის.
"ვაღიარებ, რომ ვყოფილვარ მარიხუანას მომხმარებელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.