ამერიკული გამარჯვება და 12 წლის ბიჭის შთაბეჭდილებები
font-large font-small
ამერიკული გამარჯვება და 12 წლის ბიჭის შთაბეჭდილებები
ჩვენს რობოტს სივრცეში ხანძრის ევაკუაცია ევალებოდა
ამერიკაში, ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, ყოველწლიური სამეცნიერო ოლიმპიადა "ჯენიუსი" ჩატარდა, რომელშიც საქართველოს სამი გუნდი მონაწილეობდა. მათგან ორმა საუკეთესო მონაწილეთა ათეულში მე-4 ადგილი დაიკავა. საუკეთესო მოსწავლის ტიტული ექვსმა მონაწილემ მოიპოვა, მათ შორის, ერთ-ერთი შოთა ბერიძეა, კომაროვის სკოლა-პანსიონის VII კლასის მოსწავლე. ის წელს ჩაირიცხა კომაროვში, მანამდე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლაში სწავლობდა.


- სწავლა არასდროს მეზარებოდა, მათემატიკაში კი განსაკუთრებულად ძლიერი ვიყავი. მსიამოვნებს, როდესაც რაღაცას ვხსნი და სწორ პასუხს ვიღებ. 5-6 წლიდან მქონდა ინტერესი, რამე ამეწყო. მახსოვს, 7 წლის ვიყავი, პულტიანი მანქანა კედელს შეეჯახა და დაიმტვრა. ძრავა დავინახე და ვერ მივხვდი, რა იყო. ვიკითხე, ეს რა არის-მეთქი? - ძრავაა, დენზე რომ შეაერთებ, ტრიალებსო და პირველად მაშინ გავაკეთე პატარა ელექტროხერხი. მე-4 კლასის მერე კომაროვის საშაბათო სკოლაში შემიყვანეს. გამოცდებიც ჩავაბარე და სექტემბრიდან კომაროვში ვსწავლობ.
- ოჯახიდან შორს მყოფს ახალ გარემოსთან შეგუება გაგიჭირდა?
- თავიდან გამიჭირდა, მაგრამ კლასელებსაც და პანსიონში მცხოვრებ ბავშვებსაც კარგად შევეწყვე. როდესაც რამეს ვერ ვიგებ, ჩემზე უფროსებს ვეკითხები და მიხსნიან. გაკვეთილების მომზადებაშიც ვეხმარებით ერთმანეთს და თამაშსაც ვასწრებთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სამეცადინო, დატვირთული სასწავლო გრაფიკი გვაქვს. სადაც ვარ, ეს ჩემი მეორე ოჯახია, მაგრამ იქაურობაც მენატრება.
- მრავალშვილიანი ოჯახიდან ხარ. უფრო ძნელი ვისთან განშორება აღმოჩნდა?
- ყველასთან. ჩემი უფროსი და 15 წლისაა, მე - 12 წლის, მომდევნო ძმა 4 წლისაა, ნაბოლარა 3 წლის ხდება. ამ თვეში კი კიდევ ერთ ძმას ველოდები (იცინის). მარტო მე და ჩემი და რომ ვიყავით, პატარა ძმაც მინდოდა მყოლოდა, ერთად ვითამაშებთ-მეთქი, ვფიქრობდი. მერე გაჩნდა მესამე, მეოთხე და უკვე აღარ მომეწონა (იცინის), რადგან მეც მიწევდა მათზე ზრუნვა და სათამაშოდ ნაკლები დრო მრჩებოდა. ამას ხუმრობით ვამბობ, თორემ ვიცი, რომ დედმამიშვილზე კარგი, არაფერია. დიდები რომ გავიზრდებით, ვეღარ ვიგრძნობთ ასაკობრივ სხვაობას და მეგობრები ვიქნებით. სოფელში ყოველ შაბათ-კვირას მივდივარ, მიყვარს იქაურობა და პატარებსაც ძალიან უხარიათ ჩემი დანახვა.
- შენმა შექმნილმა რობოტმა ამერიკაში, საერთაშორისო ოლიმპიადაზე პირველი ადგილი მოიპოვა. ამ წარმატებაზეც მოგვიყევი.
- დიდი ინტერესის გაჩენის გამო ინტერნეტით ვცდილობდი რაღაცების სწავლას, მაგრამ რასაც ვაწყობდი, ტექნიკურად გაუმართავი იყო. მერე თბილისში რობოტექნიკის შესწავლა დავიწყე და მალე ჩვენი აწყობილი რობოტი თურქეთში ჩემპიონატზე გავიტანეთ. კარგი შედეგი გვქონდა. ეს იყო მარტში, ზაფხულში კი ამერიკაში წავედით. 75 ქვეყნისა და 35 შტატის წარმომადგენლებთან ერთად ჩვენი 3 გუნდიც მონაწილეობდა. მონაწილეებს ყოველ წელს სხვადასხვა დავალებას აძლევენ. წელს ჩვენს რობოტს პირობითი ნიშნებით გაფორმებულ სივრცეში ხანძრის ევაკუაცია ევალებოდა. გამარჯვებულად ითვლებოდა ის რობოტი, რომელიც მოკლე დროში დავალებას უშეცდომოდ შეასრულებდა. ჩვენმა რობოტმა 22 რაუნდში იასპარეზა და გაიმარჯვა კიდეც. უფრო ძლიერი, დახვეწილი და დიდი იყო, დავალების კარგად შესრულებაში დაუწერეს მაღალი ქულები.
- ამერიკულ შთაბეჭდილებებზე რას გვეტყვი, ალბათ ბევრმა რამემ გაგაოცა.
- ყველაზე მეტად მაღალმა შენობებმა გამაკვირვა, განსაკუთრებული შთაბეჭდილება ემპაირ სტეიტ ბილდინგიმ მოახდინა, ნიუ-იორკში. ეს 102-სართულიანი შენობაა, რომელიც 1931 წელს ააშენეს. ცათამბჯენი დღემდე ყველაზე მაღალ შენობად ითვლება ნიუ-იორკში. ემპაირიდან რომ გადმოვიხედე, ჩემ თვალწინ საოცარი სანახაობა გადაიშალა - ქუჩები ძალიან სუფთა იყო, მანქანები კი მასზე ისე მოწესრიგებულად მოძრაობდნენ, თვალებს არ ვუჯერებდი - მეგონა, ყველა გაფუჭებული იყო და ნელა ამიტომ მოძრაობდნენ.
- შოთა, სხვა რა გატაცება გაქვს, თავისუფალ დროს რას აკეთებ?
- სპორტი მიყვარს - პინგპონგი, ფეხბურთი, ადრე "ბარსელონას" ვგულშემატკივრობდი. ახლა რაგბის გულშემატკივარი ვარ და ჩვენი გუნდის ყოველ თამაშს ვუყურებ.
- რაზე ოცნებობ?
- იმაზე, რომ გამოცდები კარგად ჩავაბარო და ჩემი მშობლები კიდევ ბევრჯერ გავახარო. ჯერ ზუსტად არ ვიცი, ვინ გამოვალ - პროგრამისტობა მინდა ან ბიზნესმენობა.
- ბევრ წარმატებას გისურვებ!
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დავით ჭითავა ერთი საინტერესო რესპონდენტის ძიებაში, სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანი.
მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ყველაზე მძაფრი ეპიზოდების ქართველი შემსრულებლები
"როცა მიომა დიდი ზომისაა, ქალმა შეიძლება საშვილოსნო დაკარგოს"
"ყოველ დილით ოჯახს სხვადასხვაგვარ საუზმეს ვუმზადებ"
ზემო იმერეთის ულამაზესი სოფელი, ითხვისი საუკუნეებს ითვლის.
"ვაღიარებ, რომ ვყოფილვარ მარიხუანას მომხმარებელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.