სკოლის მოწაფე კახეთიდან, რომელიც მეორადი ნივთებისგან საოცარ ნამუშევრებს ქმნის
font-large font-small
სკოლის მოწაფე კახეთიდან, რომელიც მეორადი ნივთებისგან საოცარ ნამუშევრებს ქმნის
გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის მოწაფე, ვაჟა ფურცელაძე ჯერ მხოლოდ 17 წლისაა... მისმა ნამუშევრებმა ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, რადგან საოცარ ნამუშევრებს მეორადი ნივთებისგან ქმნის...


- როდის დაიწყეთ ხატვა და გვიამბეთ თქვენს წარმატებებზე...
- რამდენადაც მახსოვს, ხატვა ადრეულ ასაკში დავიწყე. ჯერ კიდევ ბაღის პერიოდში აღმომაჩნდა ხატვის ნიჭი. ახლა ვხვდები, რატომ იქცევდა ჩემი ნამუშევრები ყურადღებას: თავიდან აბსტრაქტულ ნამუშევრებს ვქმნიდი ფერთა სწორი შეხამებით, ჩემეული ხედვა მქონდა და საყოველთაოდ მიღებულ ხატვის კანონებს არ ვემორჩილებოდი. მაგალითად, ვქმნიდი ნამუშევრებს, რომლებიც, ძირითადად, სწორი ხაზებისგან შედგებოდა, თუმცა ცარიელი სივრცის შესავსებად ხაზების შეფერადებით ვანაწილებდი ფერებს. მახსოვს, როგორ დავხაზე გეომეტრიული კომბინირებით რობოტის ფიგურა. მოგვიანებით, ამ მიმართულებით გადავწყვიტე განვითარება. რობოტების ნახაზებს ჩემი დიზაინით ვქმნიდი... მერე გადავწყვიტე, განათლებისთვის მაქსიმალური ყურადღება დამეთმო. დღეს ოქროს მედლის კანდიდატი ვარ, მაგრამ ეს სულაც არ მიშლის ხელს, თავისუფალ დროს ვხატო.
GzaPress
- ამბობთ, რომ თქვენს ინტერესებში მნიშვნელოვანი ადგილი ტექნიკურ საგნებსა და ასტრონომიას უკავია.
- ბავშვობიდან ერთი, კონკრეტული მისწრაფება არასოდეს მქონია. ყველა სფეროში მსურდა ერთდროულად ვყოფილიყავი გარკვეული. ყველაზე დიდ ინტერესს ჩემში ასტრონიმია იწვევდა. აქედან გამომდინარე, ტექნიკური საგნებითაც დავინტერესდი. ვეცნობოდი სხვადასხვა მეცნიერის ბიოგრაფიას და მათ შეხედულებებს სამყაროსთან დაკავშირებით. რთულია, წარმოსახვითი სამყაროს შექმნა, თუ არ იცნობ რეალურს.
GzaPress
- გამოუსადეგარი ნივთებისგან პირველი სკულპტურა მეცხრე კლასში შექმენით, რომელმაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა...
- პირველი სკულპტურის შექმნის იდეა თავისუფალ დროს, თავშესაქცევად მომივიდა. ჩემი ჰობი მცირე კოლექციების შეგროვებაც იყო. მქონდა უცხო ქვეყნების ფულის ერთეულების კოლექციაც, რომლებშიც რამდენიმე იდენტური მონეტა აღმოვაჩინე. სწორედ ამ მასალით გავაცოცხლე პირველი იდეა.
GzaPress
- რობოტებზეც გვიამბეთ...
- მონეტებისა და სხვა მასალისგან ჯერ ტრიციკლი ავაწყვე, რამაც რაღაც უფრო დიდის გაკეთების სურვილი გამიჩინა. არავინ მოელოდა, რომ ისეთი უცნაური მასალისგან, როგორიც მეორადი წვრილმანებია, რობოტის აწყობას თუ შევძლებდი. სამდღიანი დაუღალავი შრომის შემდეგ საპირისპირო დავამტკიცე. ვაწყობდი რობოტებს, რომლებშიც კულტურის ელემენტებსაც ვაერთიანებდი. მსგავს მეთოდს ვიყენებდი მანქანებისა და ხომალდების აწყობისასაც. მასალას კი არასოდეს ვცვლიდი. როდესაც იაპონურმა კულტურამ გამიტაცა, ვეცადე, იაპონური კატანა გამომეჭედა, რომელსაც თანამედროვე, განსხვავებული დიზაინი ექნებოდა და დეკორატიული მიზნით გამოვიყენებდი. მიზანს მივაღწიე, თუმცა აღარ მსურდა მისი თაროზე შემოდება. მერე მეომრის შექმნა გადავწყვიტე, რომელიც ამ ხმალს "ხელში დაიჭერდა". გააზრებული არ მქონდა ამ იდეის სირთულე და მასშტაბურობა. უნდა შემექმნა სამურაის ქანდაკებაც, რომლის მოძრაობაც ერთ მომენტში იქნებოდა დაფიქსირებული. მასალად ისევ გამოუსადეგარი წვრილმანების გამოყენებას ვფიქრობდი. თავდაპირველად უნდა ამეწყო მსუბუქი ჩონჩხი ხისგან, შემდეგ ქაღალდებით ადამიანის ფორმა მიმეცა და საბოლოოდ აბჯრით აღმეჭურვა. მესამე ეტაპი ვიზუალის მხრივ ყველაზე რთული აღმოჩნდა. ხანგრძლივი ფიქრის შედეგად გადავწყვიტე, აბჯრის ფენები მუყაოსა და ქსოვილის კომბინირებით შემექმნა, სადაც პირველად დამჭირდა ნემსისა და ძაფის გამოყენება. მოხატვაც დასჭირდა. ვიზუალზე მეტად წონასწორობამ და სიმყარემ გამაწვალა, დამჭირდა პროპორციებისა და საყრდენის ფართობის განსაზღვრა. დიდი ძალისხმევის შედეგად, ამ დაბრკოლებასაც გავუმკლავდი. რაოდენ ირონიულადაც უნდა ჟღერდეს, იმ ხმლის თაროზე შემოდებამ მომიწია, რომელმაც ასეთი მნიშვნელოვანი იდეა ჩამისახა. თვე-ნახევარი მოვანდომე სამურაიზე მუშაობას და შესაბამისი შედეგი მივიღე. უკანასკნელ ქანდაკებას საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადრეც ვმონაწილეობდი გამოფენებსა და ფესტივალებში და ახლაც მიწვევენ.
ამჟამად აბიტურიენტი ვარ და თითქმის არ მრჩება დრო ახალი სკულპტურებისთვის, თუმცა უკვე იმდენი იდეა დამიგროვდა, რომ უნდა ჩავინიშნო. სამომავლოდ ჩაფიქრებული მაქვს, განსხვავებულ ჟანრში მასშტაბური სკულპტურების შექმნა.
რაც შეეხება სამომავლო პროფესიას, ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს ინჟინერიის ან დიზაინის კონკრეტული განხრა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დავით ჭითავა ერთი საინტერესო რესპონდენტის ძიებაში, სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანი.
მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ყველაზე მძაფრი ეპიზოდების ქართველი შემსრულებლები
"როცა მიომა დიდი ზომისაა, ქალმა შეიძლება საშვილოსნო დაკარგოს"
"ყოველ დილით ოჯახს სხვადასხვაგვარ საუზმეს ვუმზადებ"
ზემო იმერეთის ულამაზესი სოფელი, ითხვისი საუკუნეებს ითვლის.
"ვაღიარებ, რომ ვყოფილვარ მარიხუანას მომხმარებელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.