"ოცნება" ნებისმიერ ლიდერს შეიყვანს კაბინეტში და "ნაშასავით დაკერავს"
font-large font-small
"ოცნება" ნებისმიერ ლიდერს შეიყვანს კაბინეტში და "ნაშასავით დაკერავს"
"ყველაზე დიდი საფრთხე რაში მდგომარეობს, იცით? "ნაციონალურ მოძრაობას" "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან წასვლა არ აწყობს..."

დავით გოგიშვილი პროფესიით ისტორიკოსია, ფართო საზოგადოებამ კი ის იუმორისტული შოუებიდან გაიცნო. ახლა ემიგრანტია. 3 წელია, საქართველოში აღარ ცხოვრობს, მაგრამ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს თვალს ყოველთვის აქტიურად ადევნებს. სამშობლოში რამდენიმე დღით ახლახან დაბრუნდა და ვთხოვეთ, მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი თვალსაზრისი გაეზიარებინა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მმართველი პოლიტიკური ძალა ბევრად უფრო ლიბერალური ფასეულობების მატარებელი აღმოჩნდა, ვიდრე მისი წინამორბედნი იყვნენ, მაგრამ ქართულ ჩოხაში "შეფუთული". "ნაციონალები" თავიანთ მიმართულებას არ მალავდნენ, გვეუბნებოდნენ, ჩვენ ასეთები ვართო. ესენი კი "კარგ ტიპებს" თამაშობენ და ამ თვალსაზრისით, გაცილებით საშიშნი არიან... ის, რაც დღეს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ხდება, არც ჯალალ-ედ დინს, არც თემურ ლენგს, არც შაჰ-აბასს გაუბედავს. ლაფში ამოსვარეს ორიათასწლოვანი
ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის მქონე ეკლესია..."

"მაჟორიტარობა (რომლის სახეა ჰალსტუხის ნასკვზე დადებული ღაბაბი, ნახევარი რაიონი გაყიდული რომ აქვს, პარლამენტში ნაყიდი მანდატით რომ ზის და თავის ბიზნესს ლობირებს) წარსულს უნდა ჩავაბაროთ, მაგრამ აქ საქმე სხვა რამეა. ნახეთ, დღეს ერთმანეთის გვერდით როგორი ხალხი დგას. ეგენი ერთად ვერ "მოძოვენ", ეს დროებითი მოვლენაა, ისინი ივანიშვილმა შეადუღაბა. ყველაზე დიდი საფრთხე რაში მდგომარეობს, იცით? "ნაციონალურ მოძრაობას" "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან წასვლა არ აწყობს..."

"ჩემი აზრით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგება, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის არჩაშლის სანაცვლოდაც მოხდა. "ნაციონალების" ლიდერების 80%-ს ჯიბეში "ქართუ ბანკის" ბარათები აქვთ. ქართულ პოლიტიკაში, ამ ბანკიდან თანხის ჩარიცხვის მაუწყებელი მესიჯის სინდრომია..."

"ივანიშვილი ყველაზე მეტად საფრთხეს ვისგანაც გრძნობს, მას არჩევნები ორჯერ გაუყალბა და პარლამენტში არ შეუშვა, - ეს არის ნინო ბურჯანაძე. ისე არ გამიგოთ, რომ ამ ადამიანზე მზე და მთვარე ამომდის. გინდა თუ არა, ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე სხვა მოთამაშე არ არსებობს. ქართული პოლიტიკური ბაზარი ჩვეულებრივი "სექენდ ჰენდია" მეორადი პოლიტიკოსებით, ახლა სწორ ხაზში რომ ჩაწყობილან..."

"გიორგი გახარია უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე, ჩემზე ერთი წლით წინ სწავლობდა. ეს ის პერიოდი იყო, უნივერსიტეტი ბაკალავრიატის 5-წლიანი სწავლებიდან 4-იანზე რომ გადავიდა. გიორგის კურსი 5-წლიანის ბოლო გამოშვება იყო, ჩემი - 4-წლიანის პირველი გამოშვება და ამის გამო, მე და გიორგი სამხედრო კათედრაზე ერთად დავდიოდით..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 21 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დავით ჭითავა ერთი საინტერესო რესპონდენტის ძიებაში, სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანი.
მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ყველაზე მძაფრი ეპიზოდების ქართველი შემსრულებლები
"როცა მიომა დიდი ზომისაა, ქალმა შეიძლება საშვილოსნო დაკარგოს"
"ყოველ დილით ოჯახს სხვადასხვაგვარ საუზმეს ვუმზადებ"
ზემო იმერეთის ულამაზესი სოფელი, ითხვისი საუკუნეებს ითვლის.
"ვაღიარებ, რომ ვყოფილვარ მარიხუანას მომხმარებელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.