რა ჩვევები უნდა ჰქონდეს სინქრონული ცურვის მოყვარულს?
font-large font-small
რა ჩვევები უნდა ჰქონდეს სინქრონული ცურვის მოყვარულს?
"ეს მარ­თ­ლაც მძი­მე შრო­მაა"

უნგრეთში გამართულ ღია ჩემპიონატზე 13-15-წლიანების კატეგორიაში მარიამ ალავიძე და ანა გვასალია ტურნირის მონაწილე 204 სპორტსმენს შორის ფიგურებში მე-13, ხოლო დუეტებში მე-4 ადგილზე გავიდნენ. ანა და მარიამი პატარაობიდან მეგობრობენ - ჯერ მეზობლები იყვნენ, მერე კლასელები და ბოლოს, ქალთა საზღვაოსნო სპორტის სახეობით, სინქრონული ცურვით დაინტერესდნენ. გოგონებს მწვრთნელთან, ლიკა ბოკერიასთან ერთად საცურაო აუზზე, ვარჯიშის დროს შევხვდი და ვესაუბრე.


ანა:
- 6 წლის ვიყავი, ცურვაზე მშობლების სურვილით რომ მივედი. ეს ჩემი პირველი შეხება იყო წყალთან და ისე მომეწონა, შიში საერთოდ არ მიგრძნია. 11 წლისამ გადავწყვიტე, პროფესიონალი მოცურავე გავმხდარიყავი. სინქრონულ ცურვაში კარგად უნდა ფლობდე ცურვის ოთხივე სტილს - დელფინს, ბრასს, კრონს და ზურგზე ცურვას. მოქნილიც უნდა იყო. დანარჩენ ელემენტებსა და წყვილში ცურვის პროგრამას თანდათანობით სწავლობ და ხვეწ.
მარიამი:
- დედა სინქრონულ ცურვას ასწავლიდა როცა ვუყურებდი, ძალიან მომწონდა წყალში ლამაზად მოცეკვავე მისი მოსწავლეები. იმდენად დიდ სიამოვნებას ვიღებ წყლისგან, სიტყვებით რომ ვერ გადმოვცემ. აუზიდან ამოსვლა აღარ გვინდა არც მე და არც ანას. თანატოლებსაც ვურჩევთ, აქტიურად დაკავდნენ ცურვით, რადგან ბევრი რამისთვის არის კარგი - კუნთებს ავითარებს, სუნთქვით სისტემას აძლიერებს, ხერხემალთან დაკავშირებულ პრობლემებსაც შველის...
- ახლა თქვენი დუეტის წარმატებების შესახებ მითხარით. როგორც ვიცი, წლევანდელი წელი ძალიან ნაყოფიერი იყო ორივესთვის.
მარიამი:
- სექტემბრის დასაწყისში ვიყავით მსოფლიოს ჩემპიონატზე. მართალია, ფინალში ვერ გავედით, 35 ქვეყანას შორის 23-ე ადგილი გვერგო, მაგრამ კარგი გამოცდილება მივიღეთ. გარდა ამისა, საქართველოს, ბელორუსისა და ლატვიის ჩემპიონები ვართ.
- ასეთი რეჟიმის პირობებში გაკვეთილების მომზადებას როგორღა ასწრებთ?
ანა:
- მართლაც რთულია, ვარჯიშის შემდეგ დაღლილმა დავალებები შეასრულო, მაგრამ ცუდად არ ვსწავლობთ.
- წყვილში ცურვას რა სირთულე ახლავს?
მარიამი:
- მუსიკას კარგად უნდა გრძნობდე, ერთმანეთის კარგად გესმოდეთ, სინქრონი რომ არ დაირღვეს.
ლიკა ბოკერია, საქართველოს ნაკრების წევრი, ოსტატი:
- სინქრონულ მოცურავეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგი სმენა, მოქნილიც იყოს, ცეკვა რომ შეძლოს. თუ სმენა არა აქვს, მუსიკას, ტაქტს ვერ აჰყვება და წყვილში ან ჯგუფში ცეკვა გაუჭირდება. მონდომებულიც უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდ ფიზიკურ დატვირთვასა და გრაფიკს ვერ გაუძლებს. პროფესიონალურ ცურვასთან ერთად სხვადასხვა რთული ილეთის გაკეთებაც უნდა შეეძლოს, რომლებსაც მუსიკის თანხლებით ეფექტურად შეასრულებს. ეს მართლაც მძიმე შრომაა, რომელიც ჰარმონიულად ავითარებს ბავშვის როგორც შინაგან, ასევე ფიზიკურ მონაცემებს.
- რატომ გადაწყვიტეთ სინქრონული ცურვის ჯგუფის აყვანა?
- 2011 წელს დავიწყე მწვრთნელად მუშაობა. მანამდე 10 წელი ცურვას ვასწავლიდი. სინქრონული ცურვა 70-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში ძალიან პოპულარული იყო. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ძლიერი გოგონები გვყავდა, პრიზიორები, ევროპის ჩემპიონები. მერე იყო ხანგრძლივი პაუზა - 2002 წლიდან 2011 წლამდე. პირველმა მე ავიყვანე მოსწავლეები, მერე ჩემმა მეგობრებმა - მანანა ჩანქსელიანმა და იანა მელიქიანმა, კიდევ დაგვემატა 2 მწვრთნელი - ეკა არჯევანიძე და მართა გრიშინა. რაც ყველაზე მეტად მახარებს, ჩემმა ყოფილმა, სულ პირველმა მოსწავლემაც გახსნა სინქრონული ცურვის ჯგუფი გლდანში. 2 ბავშვით დავიწყე და ახლა 55 ბავშვი მყავს. ასე რომ, ინტერესი გაჩნდა, შეჯიბრებებს გვიფინანსებს სპორტის სამინისტრო, მერია. როგორც გოგონებმა თქვეს, წარმატებებიც გვაქვს, 2019 განსაკუთრებით კარგი წელი იყო ამ მხრივ - ლატვიის ღია ჩემპიონატიდან 33 მედალი ჩამოვიტანეთ, აქედან 15 ოქრო. საბერძნეთის ღია ჩემპიონატიდან წყვილში და სოლო პროგრამაში მეორე ადგილი მოვიპოვეთ, ჯგუფურში კი - მე-3. რაც შეეხება ამ გოგონების წყვილს, ორივეს მიზანია 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა და გამარჯვება. მთავარია, მსოფლიოში 21 საუკეთესო წყვილს შორის მოხვდნენ. 12 საუკეთესო გოგონას შორის მოხვედრაც არ იქნება იოლი. 4 დეკემბერს ბაქოში მიგვყავს 12 წლამდე ბავშვები, იანვრიდან კი კვლავ ახალი შემართებით დავიწყებთ ვარჯიშს.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.