საქართველო მსოფლიოში მშვიდობის ოაზისი გახდება
font-large font-small
საქართველო მსოფლიოში მშვიდობის ოაზისი გახდება
დავით ჭითავა ერთი საინტერესო რესპონდენტის ძიებაში, სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანი. თვითონაც არანაკლებ საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა. ამჟამად ერთ-ერთი უკრაინული ორგანიზაციის დამფუძნებელია, პარალელურად მუშაობს პროექტზე, რომლითაც არა მარტო საეკლესიო იერარქები, არამედ ზოგიერთი ძლიერი სახელმწიფოებიც დაინტერესდნენ. მოკლედ, შევხვდით, ვისაუბრეთ. მსოფლიო მშვიდობის სახლი - ასეთია მისი ჩანაფიქრი, რომელსაც პრეისტორიად ერთი უცნაური ამბავი უძღვის.


- 22 წლის ბიძაჩემი ნიკოლაევის ბრძოლაში დაიღუპა. დაჭრილი წყალში ჩავარდნილა და გერმანელ ოფიცერს გადაურჩენია. ამ გერმანელის მშობლები თურმე, პეტერბურგში ცხოვრობდნენ, თვითონაც იქ იყო დაბადებული და გაზრდილი. პირველი მსოფლიო ომის დროს, როცა გერმანელები მასობრივად გადაასახლეს, მისი ოჯახიც გერმანიაში დაბრუნებულა. ამიტომ რუსული ენა კარგად სცოდნია. ისე მომხდარა, ბიძაჩემის ამოყვანისას თვითონაც დაჭრილა. უთქვამს, ჩემი მდგომარეობა უფრო მძიმეა, ალბათ ცოცხალი ვერ გადავრჩებიო და ბიძაჩემისთვის თავისი ამულეტი მიუცია. თან ისიც დაუყოლებია, ეს ამულეტი ჩემი თილისმაა, დედამ ომში წამოსვლისას გამომატანა, 100.000 გერმანელი დედის ცრემლშია ნაბანავები, რაკი მას ვეღარ ვნახავ, შენ გქონდეს, იქნებ შენ მაინც დაგიფაროს და მერე დედაშენს გადაეციო. ის გერმანელი გარდაცვლილა, ბიძაჩემი კი გადარჩენილა და ბაქოში გაუგზავნიათ სამკურნალოდ. დედამისთან, ანუ ბებიაჩემთან წერილი გამოუტანებია ვიღაცის ხელით: თუ რომელიმე ჩამოხვალთ, 2 კვირით გამომიშვებენ და მერე ისევ ფრონტზე დავბრუნდებიო. თურმე იმ წერილში იდო ამულეტიც და იმ ამბავსაც ჰყვებოდა, თუ როგორ აჩუქა გერმანელმა სიცოცხლე. ბებია ვერ წასულა ბაქოში, ბიძაჩემი კი ისევ ნიკოლაევში დაუბრუნებიათ და სწორედ თავისუფლების წინადღეს დაღუპულა. როგორც იცით, მეორე მსოფლიო ომის დროს ნიკოლაევი თითქმის 3 წლის განმავლობაში ფაშისტების მიერ იყო ოკუპირებული. 1944 წლის 28 მარტს გაათავისუფლეს ქალაქი. მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ბრძოლის ყველა მონაწილეს მიენიჭა "საბჭოთა კავშირის გმირის" წოდება, უმრავლესობას სიკვდილის შემდეგ. ბიძაჩემი იქვე დაუსაფლავებიათ. ბებიაჩემი ისე გარდაიცვალა, არ იცოდა თავისი შვილის საფლავი სად იყო. რამდენჯერმე მეც მომიხდა ნიკოლაევში ჩასვლა. მას შემდეგ, რაც წამოვიზარდე და ბებიამ ის ამულეტი და წერილი მაჩვენა, სულ მაწუხებდა ჯარისკაცების ბედი. 1998 წელს გამიჩნდა მსოფლიო მშვიდობის სახლის აშენების იდეა. ეს იქნებოდა სახლი, სადაც მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, ნებისმიერ ომში დაღუპული ჯარისკაცების უკვდავსაყოფად თითო აგური დაიდებოდა. მე გამოვრიცხავ ჯარისკაცის ბრალეულობას ნებისმიერ კონფლიქტსა და ომში, ისინი ხომ უბრალოდ თავიანთი ქვეყნის ჯარისკაცები იყვნენ! ფაქტობრივად, 10 წელი მოვუნდი იმის შესწავლას, ვინ როგორ მიიღებდა ამ იდეას, ვგულისხმობ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს, ვხვდებოდი სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სასულიერო და საჯარო პირებს, სტუდენტებს უნივერსიტეტებში. არაერთმა ქვეყანამ გამოხატა მზადყოფნა. მივხვდი, რომ ამ ჩანაფიქრის განხორციელება მართლაც შეიძლებოდა. მაშინ უკრაინაში ვცხოვრობდი. იმდროინდელი მერი ჩემი იდეით აღფრთოვანდა, შევხვდით პრემიერსაც, მას ისე ძალიან მოეწონა პროექტი, რომ აღნიშნა, უკრაინისთვის ეს უმნიშვნელოვანესი იქნებოდა. მსოფლიო მშვიდობის სახლის აგების იდეა მეორე მსოფლიო ომში მონაწილე სხვა ქვეყნებისთვისაც არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა. ერთი სიტყვით, უკრაინაში 120 ჰექტარი მიწა გამოყვეს ამ პროექტისთვის, მაგრამ არეულობის გამო გეგმები შეიცვალა და 2013 წელს საქართველოში ჩამოვედი. 2019 წლის ბოლომდე ამ პროექტის შესახებ დეტალების დასაზუსტებლად მივდივარ გერმანიაში და ამ ვიზიტის შემდეგ დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები. სახელმწიფოსგან მხოლოდ და მხოლოდ მხარდაჭერა მჭირდება. მანამდე კი სამების ლავრის ეზოში, უწმინდესის კურთხევით, ტაძრის მშენებლობა დაიწყება. ეს იქნება სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ტაძარი, წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის და პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული დღემდე, გარდაცვლილი ჯარისკაცების სულის მოსახსენიებლად აშენდება. 10 წლის წინ დაიწყეს მისი აგება, მაშინ აფხაზეთიდან შვილმკვდარი დედებიც კი ჩამოვიდნენ და მხარდაჭერა გამოგვიცხადეს, მაგრამ რატომღაც, მერე შეჩერდა პროცესი. ამ ტაძრის აგებასა და ჩემი იდეის განხორციელებაში დიდი წვლილი შეაქვთ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წინამძღვარს, სქემარქიმანდრიტ მამა იოანესა (ჯიშკარიანი) და ამავე მონასტრის არქიმანდრიტს, მამა ხვთისავარს. წერილობით მივმართეთ თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს და იმედი გვაქვს, მონაწილეობას მიიღებენ ამ კეთილშობილურ საქმეში.
GzaPress
- გასაგებია, რომ მსოფლიო მშვიდობის სახლის მიზანი სწორედ მშვიდობისათვის ბრძოლაა, მაგრამ საინტერესოა, როგორი უნდა იყოს მისი სტრუქტურა და რა განთავსდება შენობაში?
- იქნება საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრი, სხვადასხვა რელიგიური კონფესიის სასულიერო პირთა მუდმივი წარმომადგენლობა, იქნება მუზეუმი ომის თემატიკაზე, მსოფლიოს პირველი ლედების მუდმივი წარმომადგენლობა და ა.შ. ყველა მათი ძალისხმევა მიმართული იქნება მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისკენ. უფრო დაწვრილებით დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ. ინტერესი მართლაც დიდია და იმედი მაქვს, პროექტს წარმატებით განვახორციელებ. მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსამზადებელი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დავასრულოთ. საქართველოსთვის ტურისტების მოსაზიდადაც კარგი საშუალება იქნება. ამ შენობის არქიტექტურაზე მუშაობის სურვილი გამოთქვა ბატონმა არჩილ მინდიაშვილმა, რომელიც გახლავთ სამების საპატრიარქო ტაძრის მშენებელი; ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევეწინააღმდეგებით მის სურვილს და მჯერა, საქართველო მსოფლიოში მშვიდობის ოაზისი გახდება.
- წარმატებებს გისურვებთ!

P.S. აღნიშნული ტაძრის მშენებლობაში ჩართულობის მსურველებს, სურვილისამებრ შეგიძლიათ გააკეთოთ შემოწირულობა ან ფიზიკურად მიიღოთ მონაწილეობა მშენებლობაში. სხვადასხვა ომსა და შეიარაღებულ კონფლიქტში გარდაცვლილთა მონაცემები გამოგვიგზავნეთ მითითებულ ელმისამართზე: fondded@gmail.com
ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "დედის ცრემლების" ს./კ. 405026396
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს
"საქართველოში ჯერ შედეგს უნდა მიაღწიო, შენით რომ დაინტერესდნენ და ხელშეწყობა გქონდეს"
"როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა"
ყოფილი პროკურორი ქალბატონისა და მისი მფრინავი მეუღლის თავბრუდამხვევი ამბები
მაყურებლის მოთხოვნა იმდენად დიდია, სპექტაკლების დამატება მოგვიხდა
ქართველი მხატვრის შემოქმედება გერმანიაში აღიარეს
სადღესასწაულო სამზადისი მაკა მახარაძის ოჯახში
"ცოტა არ იყოს რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.