"ხელში აყვანილი მატარა ჩემმა ქმარმა ექიმებთან"
font-large font-small
"ხელში აყვანილი მატარა ჩემმა ქმარმა ექიმებთან"
"როცა რაღაც ძალიან გინდა, აგიხდება კიდეც, სამყარო სარკისებურად უკან გიბრუნებს ყველაფერს"

დიანა ჯიშიაშვილს, მსოფლიოს და ევროპის პრიზიორს ფარიკაობაში, 2 წლის წინ შევხვდი. 17 წლის ოცნებებით სავსე გოგო იყო, როდესაც უბედური შემთხვევის გამო საწოლს მიეჯაჭვა და მას შემდეგ უკვე 15 წელია, ეტლით მოსარგებლეა. შეხვედრისას მითხრა, ვოცნებობ, რომ დედა გავხდე და როგორც ექიმები მეუბნებიან, ეს ჩემს მდგომარეობაში შესაძლებელიაო.
ბოლო 2 წელში დიანასთვის ბევრი სასიკეთო რამ მოხდა - 6 აგვისტოს ვაჟი, ანდრია შეეძინა, 20 დეკემბერს კი საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმის წარმოების დეპარტამენტში დაიწყებს მუშაობას.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"18 წელი საავადმყოფოში შემისრულდა. უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი - კისრის მალები მქონდა ჩამტვრეული. არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდი, მშობლები ჩემი სიცოცხლის შენარჩუნებას ნატრობდნენ, ექიმებს კი იმედი არ ჰქონდათ, - ხომ ხედავთ, კვდება და სახლში წაიყვანეთო, ეუბნებოდნენ თურმე მამას. გადარჩენის შემთხვევაში გამორიცხავდნენ, რომ ოდესმე უკეთესად გავხდებოდი. ერთ-ერთ ექიმს, გოგი მაღალაშვილს შევცოდებივარ, რისთვისაც დღემდე მისი მადლობელი ვარ..."

"ბევრი ხარჯი აქვს ეტლით მოსარგებლეს, ბავშვსაც უამრავი რამ სჭირდება, ამას სხვა პრობლემებიც ემატება, ასე რომ, მართლაც ძალიან მჭირდებოდა სამსახური. თან, ეს რამდენიმე თვეა, ჩემი მეუღლე სამსახურის გარეშე დარჩა და ვიდრე იშოვის, ანდრია მასთან იქნება. ისედაც, ის უვლის ძირითადად, მე რამდენიმე საათით მყავს ბავშვი, ანდრიასთვის დედაც არის და მამაც..."

"როცა რაღაც ძალიან გინდა, აგიხდება კიდეც, სამყარო სარკისებურად უკან გიბრუნებს ყველაფერს. ხომ იცით, შვილი ყველასთვის განსაკუთრებულად კარგი და ლამაზია. ფეხმძიმობის დროს ნაყოფს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ამიტომაც სულ ვამბობდი, მაგარი ბიჭია-მეთქი. ბორბლებიანი დედიკოს მუცელში დახტოდა 7 თვე (იცინის)..."

"ორსულობა გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. ახლა რომც მოვკვდე, მგონია, მარადიულად ვიარსებებ, რაკი ჩემს ნაწილს ვტოვებ აქ... ჩემამდე იმ ტრავმითა და დაზიანებებით, რაც მე მქონდა, ბავშვი არავის გაუჩენია. ამიტომაც ყველას უკვირდა ჩემი ამბავი. სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ მეც არ მჯერა, რომ ნამდვილად ჩემი შვილია..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 12 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს
"საქართველოში ჯერ შედეგს უნდა მიაღწიო, შენით რომ დაინტერესდნენ და ხელშეწყობა გქონდეს"
"როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა"
ყოფილი პროკურორი ქალბატონისა და მისი მფრინავი მეუღლის თავბრუდამხვევი ამბები
მაყურებლის მოთხოვნა იმდენად დიდია, სპექტაკლების დამატება მოგვიხდა
ქართველი მხატვრის შემოქმედება გერმანიაში აღიარეს
სადღესასწაულო სამზადისი მაკა მახარაძის ოჯახში
"ცოტა არ იყოს რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.