"...მეგობრები ანცს მეძახიან, რადგან მიყვარს ისეთი რამეების კეთება, რაც ჩემს ასაკს აღარ შეეფერება"
font-large font-small
"...მეგობრები ანცს მეძახიან, რადგან მიყვარს ისეთი რამეების კეთება, რაც ჩემს ასაკს აღარ შეეფერება"
"როგორი ცხოვრება და ჩაცმაც გვინდა, ისე არ გამოგვდის"

"...მეგობრები ანცს მეძახიან, რადგან მიყვარს ისეთი რამეების კეთება, რაც ჩემს ასაკს აღარ შეეფერება. მაგალითად, საჭესთან შეუფერებელი საქციელი მაქვს... არ მინდა გარკვეული წლები ისე გავატარო, რომ დეპრესიული ვიყო", - ამბობს ცნობილი მსახიობი, ცოცხალი ლეგენდა ნანა ფაჩუაშვილი.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"კი, ფერების შეუთავსებლობა ან წლოვანება რომ არ გიწყობს ხელს და მაინც იმას იცვამ, რაც არ შეგეფერება, თვალში მოსახვედრია, მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანს თავისუფლებას ანიჭებს! მით უფრო, ამ დროში, როდესაც თავისუფლებისთვის ამდენს ვიბრძვით, ამაზე ლაპარაკი საჭირო არაა! მოდით, ყველამ გავიხაროთ და ისე შევიმოსოთ, როგორც გვინდა და ნურავის გავკიცხავთ! ყველამ გაიხაროს და ისიამოვნოს!.."

"ჩვენ ხომ საქართველოში ისე ვერაფერს ვაკეთებთ, როგორც გვინდა, მით უფრო მსახიობები. როგორი ცხოვრება და ჩაცმაც გვინდა, ისე არ გამოგვდის. აქედან გამომდინარე, ჩვენი ყოფაა ისეთი, რომ სრულყოფილი და მისაბაძი თითქმის არავინ მეგულება..."

"მიყვარს ჰაეროვანი ქსოვილი, ხავერდი, ბეწვი და ტყავი... მომწონს ბიჟუტერია, ოღონდ ბევრი არა... ადრე ძალიან მიყვარდა ბევრი ბეჭედი, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთს თუ გავიკეთებ. მიყვარს ხელზე ერთადერთი კარგი სამაჯური ან კარგი საათი...
ძალიან მიყვარს თავის შეფუთვა - ქუდები, შარფები, რომლებიც ქმნიან ილუზიას, რომ მოწესრიგებული ხარ..."

"არ მინდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტზე ვისაუბრო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მქონია მასთან მცირე ხნით ურთიერთობები. როდესაც მთაწმინდის დეპუტატი იყო, ჩვენთან მოდიოდა თეატრში. პირადად ჩემთან დარეკა, მოვიდა და მკითხა, რას მირჩევთ, რა გჭირდებათო... მას უყვარს თეატრი, ხელოვნება.
როცა რჩევა იკითხა, მე ვუთხარი, ვთქვათ ქალაქში სკამები რომ იყოს ლითონის, წარწერებით - "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება", ეს სკამი ქალაქს ამან და ამან უსახსოვრაო... მოეწონა იდეა..."

ინტერვიუებს სრულად ჟურნალ "გზის" 12 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

მანანა გაბრიჭიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს
"საქართველოში ჯერ შედეგს უნდა მიაღწიო, შენით რომ დაინტერესდნენ და ხელშეწყობა გქონდეს"
"როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა"
ყოფილი პროკურორი ქალბატონისა და მისი მფრინავი მეუღლის თავბრუდამხვევი ამბები
მაყურებლის მოთხოვნა იმდენად დიდია, სპექტაკლების დამატება მოგვიხდა
ქართველი მხატვრის შემოქმედება გერმანიაში აღიარეს
სადღესასწაულო სამზადისი მაკა მახარაძის ოჯახში
"ცოტა არ იყოს რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.