მოკუმე განეს ოსტატი და მოსკოველი ქალბატონის გატაცება
font-large font-small
მოკუმე განეს ოსტატი და მოსკოველი ქალბატონის გატაცება
"იაპონური და ძველი ქართული ტექნოლოგია უნდა შევურწყა ერთმანეთს"

იური მკრტუმიანი მეტალარტისტია. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეობისას შეისწავლა იუველირობა, ერთხანს ველოსპორტით, რაგბითა და შერეული ორთაბრძოლებითაც იყო დაინტერესებული. ბოლოს უძველესმა იაპონურმა ტექნოლოგიამ, მოკუმე განემ გაიტაცა და საოცარ სამკაულებს ამზადებს.


- მამაჩემი ექიმი იყო, მაგრამ კარგად ხატავდა. მახსოვს, სააღდგომოდ დეკორატიული კვერცხები თვითონ გააფორმა. ძალიან ლამაზები იყო, ახლაც შენახული მაქვს მისი ნამუშევრები. ბავშვობაში ჩემი სახლის გვერდით სალონი იყო, სულ იქ მინდოდა ყოფნა და მათ მუშაობას ვაკვირდებოდი. მხედავდნენ, დაინტერესებული რომ ვიყავი და რაღაცებს მასწავლიდნენ, მაგრამ ყველაფერს მაინც ჩემებურად ვაკეთებდი. ჩემი მეგობარი "სამხატვროში" სწავლობდა, ერთხელ კვერცხის "მოპირკეთება" მთხოვა. მაშინ 15-16 წლისა ვიქნებოდი. მის მასწავლებელს რომ უნახავს ნაკეთობა, უთქვამს, მომიყვანე, ვინც ეს გააკეთაო. ისე მოხდა, სწავლა ვერსად შევძელი, თვითნასწავლი ვარ. მერე მეგობრისგან შევიტყვე მოკუმე განეს ტექნოლოგიის შესახებ და დავინტერესდი. მითხრა, სცადე, იქნებ გამოგივიდეს, მაგრამ ძალზე რთულიაო. მართლაც ასეა, შეიძლება 30 წელი იუველირი იყო, მაგრამ ტექნოლოგიის სირთულის გამო არაფერი გამოგივიდეს. მაღალი ხარისხის პროდუქცია დღესაც კი იშვიათია. ჩემ გარდა საქართველოში არც არავინ მუშაობს.
GzaPress
- უფრო მეტი რამ გვითხარით ამ ტექნოლოგიის შესახებ.
- მოკუმე განა XVII საუკუნიდანაა ცნობილი, ეს არის ხის იმიტაცია ლითონში. მოკუმე განეს ტექნიკა 2 საუკუნეზე მეტია უცნობი იყო, XIX საუკუნეში დაიწყეს მისი ექსპორტირება ევროპის ქვეყნებში. პრინციპი, რაზეც ის დაფუძნდა, იგივეა, რაც სამურაის ხმლების წარმოებაში. ძვირფასი ლითონების ფირფიტები მაღალ ტემპერატურაზე დუღდება. სხვადასხვა ფერის ლითონს ვიღებ, ფირფიტებს ვაკეთებ, ვჭრი, მინიმუმ 9-10 ფენა მაინც გამოდის, მერე ვჭედავ. უნდა იცოდე, სად რამდენჯერ უნდა დაარტყა, სასურველ ფერზე რომ "დასვა". ერთი სამკაულის გაკეთებას 4-5 საათი მაინც სჭირდება. ტექნოლოგიის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სხვადასხვა, ზოგჯერ პრაქტიკულად შეუთავსებელი ლითონები ერთმანეთთან ულამაზეს შაბლონებს ქმნიან, რომლებიც არასოდეს მეორდება. ამ ტექნიკისთვის შესაფერისი ლითონების სხვადასხვა კომბინაციებია: ყვითელი, ვარდისფერი და თეთრი ოქრო, პალადიუმი, პლატინი, ნიკელი, ცირკონიუმი, ტიტანი, ბრინჯაო და ექსპერიმენტებსაც არ ვუშინდები.
- შენი ნამუშევრების შემფასებლები და მყიდველები უმეტესწილად ალბათ ქალბატონები არიან?
- არა, მამაკაცებიც არიან, თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ბევრმა არ იცის ამ ტექნიკის შესახებ. ზოგი უნდობლობით განეწყობა, ზოგიც უკვე მენდობა და იცის, რომ მიიღებს განსხვავებულ და ორიგინალურ სამკაულს. მინდა ისეთი რამ გავაკეთო, მსოფლიო მასშტაბით რომ გავაოცო ოსტატები. მოკუმე განე და მინანქარი ანუ ძველი იაპონური და ძველი ქართული ტექნოლოგია უნდა შევურწყა ერთმანეთს. მსგავსი რამ ჯერ არავის გაუკეთებია.
- გამოფენაზე არასდროს გიფიქრიათ?
- გამოფენისთვის გარკვეული რაოდენობა უნდა მქონდეს, მე კი ვერ ვახერხებ, ხან მეგობრებს ვჩუქნი, ხან ვყიდი. ახლახან მეგობართან ერთად სახელოსნო გავხსენი და ბევრი გეგმები გვაქვს, ერთობლივ გამოფენაზეც ვფიქრობთ.
სახელოსნოში იურისთან ერთად ახალგაზრდა ქალი დამხვდა, ესკიზებს აკეთებდა. საშა პერმიაკოვა მოსკოვიდანაა, პროფესიით არქიტექტორი.

GzaPressსაშა პერმიაკოვა:
- ბოლო დროს იუველირობამ გამიტაცა, ჩემს პროფესიას ვუღალატე და გადავწყვიტე, ხელობა მესწავლა. ინტერნეტში იურის ნამუშევრები რომ ვნახე, დავინტერესდი. ეს ვერცხლის საყურე, გულსაკიდები და ბეჭდები - ყველა ჩემი გაკეთებულია. იური მეუბნება, კარგი მოსწავლე ხარო და ვნახოთ (იცინის). გადავწყვიტე, მინანქარიც შევისწავლო. პირველად რომ ჩამოვედი, აქაურობით აღფრთოვანებული დავრჩი და აქ ცხოვრება მომინდა. მანამდე არც ერთი ქვეყანა ასე არ მომწონებია. განსაკუთრებით კახეთმა და ალაზნის ველმა მომხიბლა, კიდევ უშგულმა. არასდროს მინახავს მსგავსი სილამაზე. ეს ჩემი მერვე სტუმრობაა საქართველოში და ამჯერად გადავწყვიტე, საცხოვრებლად დავრჩე. ბოლო წლებში აქ უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე მოსკოვში. მეგობრებიც მყავს, მიხარია, რომ ძალიან თბილი ხალხი მხვდება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.