ბუნებრივ ტყავსა და ბეწვს გამიზნულად არ ვიყენებ, გარემოს ვუფრთხილდები
font-large font-small
ბუნებრივ ტყავსა და ბეწვს გამიზნულად არ ვიყენებ, გარემოს ვუფრთხილდები
ქეთი ბარბაქაძე ფსიქოლოგია, სასულიერო აკადემია დაამთავრა, მაგრამ ამ პროფესიით არასდროს უმუშავია. ჯერ ქარგვამ გაიტაცა, სტუდენტობისას სამკაულების კეთება დაიწყო და ერთი წელია, ქალბატონებისთვის ულამაზეს ჩანთებს ქმნის. ძალიან უყვარს თავისი საქმე, სახელოსნო სახლში აქვს და მეუღლეც აქტიურად ეხმარება მას საქმიანობაში. ქეთის პატარა გოგონას თურმე ძალიან მოსწონს ლამაზ-ლამაზი სამკაულები და ხშირად სთხოვს დედას, რაც მომწონს, ჩემთვის დავიტოვოთო.



- ბავშვობიდანვე მიყვარდა ქარგვა, ტილოზე ჯვარედინად ვქარგავდი. ვარღვევდი და ვჭრიდი ყველაფერს, რაც კი ხელში მომხვდებოდა. დედა ამის გამო ძალიან მიბრაზდებოდა. ბისერებით ვაწყობდი მძივს, საყურეს, ბეჭედს. გარეთ სათამაშოდ იშვიათად გავდიოდი, ვიჯექი და სულ რაღაცებს ვაკეთებდი. აი, ხატვა კი ნამდვილად არ მეხერხებოდა, არადა, ბევრი მეუბნება, ალბათ კარგად ხატავო. სტუდენტობისას ულამაზეს აქსესუარებს რომ ვხედავდი, ათასი იდეა მომდიოდა თავში. თვითონ მასალა გაძლევს ინსპირაციას, უყურებ და უკვე იცი, მისგან რა გინდა გააკეთო. მაშინ ინტერნეტი არ იყო, არც გვერდი მქონდა და ძირითადად, ნაცნობები თუ ინტერესდებოდნენ და ყიდულობდნენ. ბევრს მოსწონდა. მერე, როდესაც ჩემი გვერდი გავაკეთე, მომხმარებლების რაოდენობაც გაიზარდა. უფრო საყურესა და თმის სამაგრებზე იყო მოთხოვნა, თუმცა ვაწყობდი სამაჯურებსაც, ბროშებსაც.
GzaPress
- ჩანთების კერვა როდის დაიწყე?
- რაღაც სიახლე მინდოდა და სულ ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. დაახლოებით ერთი წლის წინ რაღაც ჩანთა მომეწონა და ვიფიქრე, თუ გამომივა, ჩემთვის გავაკეთებ-მეთქი. მართლაც, გავაკეთე, ინტერესის გამო ინტერნეტში დავდე და იმ დღესვე გაიყიდა. ამან დიდი სტიმული მომცა. ახლა ერთ ჩანთას რომ იყიდიან, მთხოვენ, სხვაც შევუკერო. ვცდილობ, ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, ბევრი ქალბატონი რომ გავახარო. ჩანთას ვინც გვიკვეთს, იმ მასალისგან დამზადებულ საყურესაც ვჩუქნით, სურვილის შემთხვევაში კი ვახატავთ კესანებს, გვირილებს, ფიროსმანს, საქართველოს რუკას. უნდა ვაღიარო, რომ ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის, მეუღლე - გიორგი კაპანაძე ძალიან მეხმარება. ჩემი ნამუშევრების პირველი შემფასებელიც ისაა, განსაკუთრებით როდესაც ჩანთებს ეხება საქმე. მეხმარება ხის დამუშავებაში, თარგის გამოჭრაში, მასალის დაჭრაში, დახვრეტაში, რადგან ეს ქალისთვის რთული გასაკეთებელია. თვითონ ინჟინერია, ელექტროსისტემაში მუშაობს და სამსახურიდან რომ მოდის, სახლშიც საქმე ხვდება.
- მითხარი, მასალად რას იყენებ?
- კაკალს, წაბლს, ბუნებრივ ქვებს, სუტაჟს - ეს არის ხელოვნური მასალისგან დამზადებული სხვადასხვა ფერის თასმა, იყენებენ ტანსაცმლის მოსაქარგავად და სამკაულების დასამზადებლად, ნატის თასმას, შიფონის ქსოვილებს, სვაროვსკის კრისტალებს, თექას - სარჩულად. ბუნებრივ ტყავსა და ბეწვს გამიზნულად არ ვიყენებ, გარემოს ვუფრთხილდები. ბევრმა უცხოელმა დიზაინერმა ამოიღო ხმარებიდან ბუნებრივი ტყავი, საქართველოში კი რატომღაც კვლავ აქტიურად იყენებენ.
GzaPress
- მუშაობისთვის განსაკუთრებული განწყობა გჭირდება?
- ყოველთვის შემიძლია ვაკეთო ჩემი საქმე, ამისთვის განსაკუთრებული განწყობა არ მჭირდება. ერთი ეგ არის, სანამ ყველა არ დაიძინებს, ვერ ვმუშაობ, სიმშვიდე მიყვარს. ერთ ღამეში 15 წყვილი საყურეც კი გამიკეთებია. თუ რამეზე გაბრაზებული ვარ, მაშინ უფრო მსიამოვნებს ეს პროცესი, ყველაფერი მავიწყდება. ზოგჯერ საკუთარი ნახელავი ისე მომწონს, გასაყიდად ვერ ვიმეტებ და ჩემთვის ვიტოვებ (იცინის).
- გამოფენის მოწყობას ხომ არ გეგმავ?
- დამოუკიდებლობის დღეს, თბილისობას, ახალ წელს სხვა ქართველ დიზაინერებთან ერთად მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ პერსონალური გამოფენა არ მქონია, ამას დიდი და ბევრი ნაკეთობა სჭირდება.
- წარმატებები!
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს
"საქართველოში ჯერ შედეგს უნდა მიაღწიო, შენით რომ დაინტერესდნენ და ხელშეწყობა გქონდეს"
"როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა"
ყოფილი პროკურორი ქალბატონისა და მისი მფრინავი მეუღლის თავბრუდამხვევი ამბები
მაყურებლის მოთხოვნა იმდენად დიდია, სპექტაკლების დამატება მოგვიხდა
ქართველი მხატვრის შემოქმედება გერმანიაში აღიარეს
სადღესასწაულო სამზადისი მაკა მახარაძის ოჯახში
"ცოტა არ იყოს რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.