"ოჯახში მამაჩემს ჰქონდა ასეთი ტრადიცია..."
font-large font-small
"ოჯახში მამაჩემს ჰქონდა ასეთი ტრადიცია..."
ცნობილების საახალწლო ტრადიციები

ცნობილი ადამიანები საკუთარ საახალწლო ტრადიციებს იხსენებენ, წარსულისა თუ დღევანდელი ახალი წლის ემოციებს გვიზიარებენ. ამჯერად, სამივე რესპონდენტი რეალისტი აღმოჩნდა, რაც იმას გულისხმობს, რომ თითოეულ მათგანს თოვლის ბაბუის არსებობა არ სჯეროდა და იცოდა, რომ საახალწლო საჩუქარი მისთვის დედას, მამას თუ ახლობელს მოჰქონდა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუებიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

რუსუდან ბოლქვაძე:
"ძველი ყაიდის ბებიას რიტუალსაც აუცილებლად ვასრულებდით. ოჯახის წევრებს ხელი უნ
და ჩაგვეკიდა ერთმანეთისთვის, 1-2 წრე დაგვერტყა ნაძვის ხის გარშემო და გვემღერა - "ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო, რა ლამაზი ხარ". ძველ სათამაშოებს კარგა ხანს ვინახავდი, მერე რაღაცები დაიმტვრა. საერთოდ, მიყვარს ძველი ნივთების შენახვა. დღემდე გვაქვს შემორჩენილი დედაჩემის ბავშვობის დროინდელი პაწაწინა ნაძვის ხე (ორი მტკაველი იქნება) თავისი პაწაწკუნტელა სათამაშოებით. ეს ფაქტობრივად ჩვენი რელიკვიაა. ზოგჯერ დიდ ნაძვის ხეს აღარც ვდგამთ, ამ პატარას გადმოვასკუპებთ ხოლმე ახალი წლის დადგომამდე ხუთი წუთით ადრე (იცინის)..."

"ოჯახში მამაჩემს ჰქონდა ასეთი ტრადიცია - როცა გვეძინა, საჩუქრებს ბალიშის ქვეშ გვიდებდა. დილით გავიღვიძებდით და დაგვხვდებოდა. ნაძვის ხის მორთვაც რიტუალი იყო მამასთვის. მე, ჩემი ძმა და მამა ერთად ვაწყობდით ხოლმე, მოსართავებსაც ხშირად თავად ვამზადებდით".

მანანა კაზაკოვა:

"თოვლი მიყვარს ძალიან და მახსოვს, თბილისში ახალ წელს ვგუნდაობდით ხოლმე, ციგაც მქონდა... ზოგჯერ ვამბობ, გრინჩმა საქართველოში თოვლიც ხომ არ მოიპარა-მეთქი? ჩემს ასაკში, უფრო რეალური და მიწიერი ხდები ადამიანი, მაგრამ ზეიმის შეგრძნება რომ გაქვს, ეს ბავშვობის დამსახურებაა. როგორც საახალწლო სუფრის გაწყობა, დიასახლისისთვის ნაძვის ხის აწყობაც ერთგვარი შეჯიბრებაა, ვისი ნაძვის ხე უფრო ლამაზი იქნება?.."

ლაშა ღლონტი:
"სახლის გარდა, აივანიც მოვრთეთ ფერადი ნათურებით და ღამე განათებული გვაქვს. უცხოეთში ხშირად ვარ გასტროლებზე, სადაც ძალიან მომწონს წინასაახალწლოდ გალამაზებული სახლები და იქიდან რაღაცები აქეთ გადმოვიტანე..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 26 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს
"საქართველოში ჯერ შედეგს უნდა მიაღწიო, შენით რომ დაინტერესდნენ და ხელშეწყობა გქონდეს"
"როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა"
ყოფილი პროკურორი ქალბატონისა და მისი მფრინავი მეუღლის თავბრუდამხვევი ამბები
მაყურებლის მოთხოვნა იმდენად დიდია, სპექტაკლების დამატება მოგვიხდა
ქართველი მხატვრის შემოქმედება გერმანიაში აღიარეს
სადღესასწაულო სამზადისი მაკა მახარაძის ოჯახში
"ცოტა არ იყოს რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.