"ქალის ჭკუაზე გავივლი და მის რჩევებსაც გავითვალისწინებ, მაგრამ მისგანაც ამასვე მოვითხოვ"
font-large font-small
"ქალის ჭკუაზე გავივლი და მის რჩევებსაც გავითვალისწინებ, მაგრამ მისგანაც ამასვე მოვითხოვ"
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს

33 წლის ერეკლე კამლაძემ ევროპულ გუნდებში თამაშის შემდეგ ნაძალადევში საბავშვო კლუბი "რაშები" დააარსა და უამრავ ბავშვს უფასოდ ავარჯიშებს. მართლაც კარგ საქმეს აკეთებს ერეკლე, ახლა უკვე რამდენიმე მეგობართან ერთად - ბიჭებს გარდა რაგბისა, ადამიანობას, ვაჟკაცობასა და ერთმანეთის სიყვარულსაც ასწავლიან.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუებიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ბავშვობისას, როდესაც რაგბიზე მივედი, არც კი მახსოვს, გადასახადი რა იყო და ბოლოს როდის მივიტანე. მაშინაც უჭირდა ხალხს და ახლაც ბევრს უჭირს. სოციალურად დაუცველები არ არიან, თუმცა ზოგი ისეთი გაჭირვებულია, ვერ წარმოიდგენთ და ზოგს სოციალურად დაუცველის სტატუსი რომ აქვს, ისეთი მანქანით მოდის, გაგიკვირდება. ამიტომაც, ვისაც გადახდის საშუალება არ აქვს, ვეუბნები, რომ პრობლემა არაა და როცა შეძლებენ, მაშინ გადაიხადონ. ბევრი იხდის, დაახლოებით 40 ბავშვი ვერ ახერხებს!.."

"მგონი, ზოგ მშობელზე მეტად მე მეჩქარება, როდის გაიზრდებიან და როდის გახდებიან 18 წლისები, რომ საკუთარი შრომის შედეგი ვნახო. სულ 6 წელი დაგვრჩა მანამდე. ჩვენი მიზანია, ყველაზე მაგარი გუნდი გვყავდეს. ჯანმრთელი და ვაჟკაცი ბიჭები სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რათა წინაპრების გზა გავაგრძელოთ. მიხარია, რომ შევძელით და უკვე წარმატებაც გვაქვს..."

"ოჯახის შექმნა ძალიან დამიგვიანდა? რა ვქნა, არ შემხვდა ისეთი გოგო, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მიმაღებინებდა. მე სერიოზული გოგოები მომწონს და რატომღაც, არ მხვდებიან ასეთები. თავიდან მომეწონება ვიღაც და მერე რატომღაც მალე განვიხიბლები ხოლმე..."

"ქარიზმატული გოგონები მომწონს. ქალის ჭკუაზე გავივლი და მის რჩევებსაც გავითვალისწინებ, მაგრამ მისგანაც ამასვე მოვითხოვ. ჭკვიანი ქალები მომწონს. ზოგს აშინებს რეალიზებული და წარმატებული ქალი, მე კი პირიქით, ასეთს ვეძებ. ჩემს შვილს ბევრი რამ უნდა ასწავლოს და გაუნათლებელი რას ასწავლის? მარტო სილამაზის გამო ვერავის მოვიყვან..."

ინტერვიუებს სრულად ჟურნალ "გზის" 9 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ.
"ამ ჯიშს მთელ მსოფლიოში დელიკატესად მიიჩნევენ"
საქართველოში იარაღთან ურთიერთობის დიდი ტრადიცია არსებობს
"სიკეთე არასდროს მავიწყდება, მერე ურთიერთობა როგორც უნდა განვითარდეს"
სალომე ჭაჭუას გლამურული ბაზუკა
"გული მწყდება, რომ ძველი ურთიერთობები დაიკარგა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.