"ცხოვრებაში პრობლემები ყველაზე ხშირად, სხვისთვის გაკეთებულის გამო მქონია"
font-large font-small
"ცხოვრებაში პრობლემები ყველაზე ხშირად, სხვისთვის გაკეთებულის გამო მქონია"
"როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა"

"ამბიციური, კარიერისტი და ამაყია. მას აქვს საოცარი ნიჭი, პუბლიკა შოკში ჩააგდოს. უყვარს საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება. მისი აზრით, მთელი ცხოვრება საიდუმლოა, რომელსაც ამოხსნა სჭირდება. პირველსავე შემხვედრს არასდროს ენდობა, ჯერ ადამიანი კარგად უნდა შეისწავლოს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მამლის წელში დაბადებულ მერწყულს, ეს კი შოუმენ გიორგი გაბუნიას ზოდიაქოს ნიშანია.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუებიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ჩემს ხასიათში სპონტანურობა ერთ-ერთი დომინანტი თვისებაა. ხომ გაგიგია, რომ ამბობენ, ამას "შვიდი პარასკევი აქვსო". მეც ადამიანების ამ კატეგორიას განვეკუთვნები. მიყვარს, როცა მომავალს ვგეგმავ, მაგრამ მომენტში შეიძლება ისეთი გადალაგებები გავაკეთო, თავად ჩემთვისაც კი მოულოდნელობა იყოს..."

"ცნობისმოყვარე ვარ, მაგრამ ძალიან - არა. მთელი ჩემი ცხოვრება სულ სხვაზე ზრუნვაა, სხვისი კარგად ყოფნის სურვილია; სხვისი სიხარულით, წარმატებით გახარებაა. როცა სხვას ვასიამოვნებ, ამით ყველაზე დიდ სიამოვნებას თავად ვიღებ. ცხოვრებაში პრობლემები ყველაზე ხშირად, სხვისთვის გაკეთებულის გამო მქონია. პერიოდულად ამისთვის საკუთარ თავს ვეჩხუბები..."

"როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა. ამ დროს საკუთარი თავი მეზიზღებოდა. ყოველთვის ვცდილობ, სხვას გული არ ვატკინო. ამას შეგნებულად არასდროს ვაკეთებ. ინტერესის დაკარგვის შემდეგ მიწევდა თამაში, ვითომ მიყვარდა და ეს კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში მაყენებდა. ვცდილობდი, ურთიერთობა ისე დამემთავრებინა, მისთვის ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 16 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის იშვიათად გამოდის წონასწორობიდან, არ უყვარს წვრილმანებზე კინკლაობა, მაგრამ თუ გაბრაზდა, მისი რისხვა ძლიერია, არავის ინდობს.
ერთი შეხედვით მხიარული "ტიკტოკერის" რეალური ცხოვრება
როდესაც "ფეისბუკ"-გვერდზე მისი ნამუშევრები ვნახე, ძალიან მომეწონა - იდეაც კრეატიული იყო და ნამუშევარიც, მით უმეტეს, რომ საახალწლო და სასაჩუქრე თემატიკა ჭარბობდა.
ოთხივეს ძალიან უყვარს შობა-ახალი წელი და ამ დღესასწაულს ყველა დიდი ხალისით ეგებება
რატომ აპირებს ამერიკაში მცხოვრები ქართველი გოგონა სამშობლოში დაბრუნებას
"ჩემს შექმნილ ყველა სახლში სიამოვნებით ვიცხოვრებდი"
მანანა ძიძიკაშვილის ფერადი სამყარო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.