სტომატოლოგის ულამაზესი ხელნაკეთი სამკაულები
font-large font-small
სტომატოლოგის ულამაზესი ხელნაკეთი სამკაულები
შრომატევადია, მაგრამ შეუძლებელი არ არის

ხათუნა ფიფია სტომატოლოგი, ექიმი-თერაპევტია პროფესიით, მაგრამ უკვე მესამე წელია, პოლიმერული თიხის ყველა საიდუმლო წარმატებით აითვისა და უმშვენიერეს სამკაულებს ამზადებს. ალბათ გაინტერესებთ ჩემი ნამუშევრებიო? - მკითხა და რამდენიმე ყუთს თავი ახადა - ვარდებით შემკული თმის სამაგრები, საყურეები, ბეჭდები, სამაჯურები, რა აღარ დამხვდა იქ. გარდა ამისა, ხათუნა სხვადასხვა სუვენირს, ნაძვის ხის სათამაშოებს, პეიზაჟებსაც ქმნის და ვარდებით აფორმებს ყველაფერს - ჭიქებს, თეფშებს, კალათებს, სათვალეებსაც კი...


GzaPress- ბავშვობიდან მინდოდა პედიატრობა, მაგრამ ისეთ გარემოში აღმოვჩნდი, რომ გადავიფიქრე და სტომატოლოგი გავხდი. სამკაულების კეთება კი 2006 წლიდან სრულიად შემთხვევით დავიწყე. ისე, პატარაობიდანვე მეხერხებოდა ხელსაქმე - ვკერავდი "ბურდადან" (ალბათ გახსოვთ ეს ჟურნალი), ვიცი ქსოვაც, ქარგვაც, მამიდამ მასწავლა. ცოტა ხანს ხატვაზეც დავდიოდი, მოკლედ, ხელებს ვერასდროს ვაჩერებდი. ერთხელ სამსახურში ვიღაცამ თმის სამაგრები მოიტანა, ხელით ნაკეთი იყო და ძალიან მომეწონა. თანამშრომელმა მითხრა, ჩემი დაც აკეთებსო და ვთხოვე, ჩემი გოგონასთვის გაეკეთებინა. გრძელი თმა ჰქონდა და რეზინას არ იჩერებდა, ვარცხნილობას არ მაკეთებინებდა ხოლმე და ვიფიქრე, იქნებ ლამაზი სამკაულით მოხიბლულიყო. შევხედე თუ არა ნაკეთობას, მივხვდი, რომ მსგავსის დამზადებას თვითონაც შევძლებდი. ინტერნეტში ვუყურე, თიხა როგორ მუშავდებოდა, ვიყიდე და პირველივე დღეს დავამზადე თმის სარჭები, ყვავილის ულამაზესი თავები გავუკეთე, თუმცა არაერთი მცდელობა დამჭირდა. შრომატევადია, მაგრამ შეუძლებელი არ არის. ყვავილები მიყვარს, ვარდები განსაკუთრებით და თავდაპირველად სწორედ ვარდები გავაკეთე. საახალწლო აქსესუარებსაც ვამზადებდი - თეფშებსა და ჭიქებს ვაფორმებდი. ნაძვის ხე, თოვლის ბაბუა, თაგუნიები, ბროშები - ჩემს შვილებს სკოლაში წასაღებად სულ მე დავუმზადე.
- უცნაური რამის გაკეთება თუ უთხოვიათ თქვენთვის?
- ერთმა გოგონამ შეყვარებულისთვის "ბრელოკი" გამაკეთებინა, ადამიანის პატარა ფიგურები - თვითონ ბალერინის სამოსში, რადგან ბალერინა იყო, ხოლო შეყვარებულის ფოტო გადმომიგზავნა, მიამსგავსეო - მე ხომ არც მეთოჯინე ვარ და არც მოქანდაკე... რაც მთავარია, თვითონ კმაყოფილი დარჩა, მოეწონა.
GzaPress
- თიხის დამუშავების პროცესი როგორია?
- პოლიმერული თიხა სხვადასხვა ფერისაა. მასალა პლასტელინივითაა, შეგიძლია, ნებისმიერი ფორმა მისცე და ელექტროღუმელში "გამოაცხო". "ცხობის" ტემპერატურა და დრო შეფუთვაზეა მითითებული და ზედმიწევნით უნდა დაიცვა - თუ ტემპერატურა დააკლდა, მაშინ თიხა გატყდება, თუ მაღალია, დაიწვება, ფერს შეიცვლის. მოკლედ, ხელით დავარბილებ, სპეციალურ მანქანაში გავაბრტყელებ და ამის შემდეგ ვაძლევ ფორმას. არსებობს გამოსაჭრელი ფორმები, როგორც მაგალითად, ნამცხვრის. ვიყენებ საუკეთესო ხარისხის ფურნიტურას, ებოქსიტის ფისს - ბზინვარებას ანიჭებს, მშრალ პასტელს გასაფერადებლად და ა.შ. თითოეული ფოთოლი, ყველა წვრილმანი ჩემი ხელითაა ნაკეთები. ზოგჯერ მუშაობის პროცესში ჩნდება ინსპირაცია, ზოგჯერ ყვავილს, ფოთოლს დავინახავ, ფოტოს გადავუღებ და ახალ ნივთს იმის მიხედვით ვქმნი.
- სამსახური, ოჯახი და კიდევ ეს ახალი საქმიანობა - როგორ ან როდის ახერხებთ სამკაულებზე მუშაობას?
GzaPress- ძირითადად, ღამე გვიან ვმუშაობ, დილის 5 საათამდეც კი მიმუშავია, მაგრამ იმდენად მსიამოვნებს, დაღლას საერთოდ ვერ ვგრძნობ. ისე მივეჩვიე ყველაფრის მოხატვასა და ყვავილებით შემკობას, ლამის პაციენტსაც მოვუხატო კბილის ბორცვები (იცინის). ადრე ბავშვები მიშლიდნენ ხელს, როცა პატარები იყვნენ, ახლა წყნარად მუშაობის საშუალება მაქვს. ამის ნერვები სად გაქვსო, მეტყვიან ხოლმე ზოგჯერ, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, როგორ ამშვიდებს და როგორი ანტიდეპრესანტია ჩემთვის. ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის მოვამთავრებ საოჯახო საქმეებს, რომ დავჯდე და სამკაულები შევქმნა, უსაქმოდ ვერ ვჩერდები. ასე იყო თავიდანაც, უამრავი დავამზადე, ბევრი გავაჩუქე კიდეც, მაგრამ არ ვიცოდი, სად წამეღო იმდენი. ყველას ძალიან მოსწონდა და მეუბნებოდნენ, რატომ არ ყიდიო? მართლაც, რამდენი რამ უნდა გამეკეთებინა ჩემი შვილისთვის? ამიტომაც ვიფიქრე, გამეყიდა, რადგან ახლების დასამზადებლად მასალა მჭირდებოდა. ახლა უკვე თვითონ ჩამომაქვს თიხა ბელგიიდან, რადგან თბილისში აღარ შემოდის იმ ფირმის, რომელსაც მე ვიყენებ. ერთხანს ხელოვნების სტუდიაშიც ვასწავლიდი თიხაზე მუშაობას, მაგრამ გრაფიკი ჩემს სამსახურს ვეღარ შევუთავსე. სხვათა შორის, დაინტერესება დიდია, მოსწავლეები სახლში მოდიან. გამოფენის მოწყობას ჯერჯერობით ვერ ვახერხებ, რადგან კვირის გარდა ყოველდღე ვმუშაობ, კოლექციის შექმნას კი დრო სჭირდება.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ დააქორწინეს ქართველებმა "სოფი ლორენი"?
თურქეთში წარმატებული ქართველი დიზაინერის ექსკლუზიური ინტერვიუ
ემიგრანტი ქალბატონი, რომელიც ამერიკაში ქართულ საქმეს აკეთებს
ელენე ელყანიშვილი ჯერ მხოლოდ 11 წლის არის და უკვე 700-ზე მეტი ფერწერული ტილოს ავტორია.
სამთო მაშველი გოგონები ტურისტების უსაფრთხოების სამსახურში
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.