ქართული ტიხრული მინანქრის უპირატესობები
font-large font-small
ქართული ტიხრული მინანქრის უპირატესობები
მაიკო მაღალაშვილის საოცრად დახვეწილი ნაკეთობები ალბათ ბევრ ქალბატონს ამშვენებს. 10 წლის წინ დაინტერესდა ტიხრული მინანქრით და ინტერესი დღემდე არ განელებია, პირიქით - გამუდმებით ძიების პროცესშია და ამიტომაცაა, რომ ერთმანეთზე უკეთეს სამკაულებს ქმნის. გულს არც მამაკაცებს სწყვეტს და მათთვის სამაჯურებს, პერანგის სარჭებს, ბეჭდებს, ბრელოკებსა და გულსაკიდებს ამზადებს.


- მხატვარ-გრაფიკოსი ვარ, ჩემი პროფესია ერთგვარად განტვირთვაცაა ჩემთვის. ბავშვობაში მე და ჩემი მეგობარი ბისერებით ვაწყობდით ქინძისთავებს, დავდიოდი ხატვის წრეზეც, ძალიან მიყვარდა. ამ ბოლო წლებში კი ვეღარ ვახერხებ, არადა, მომენატრა აკვარელით ხატვა. სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, თუმცა აღარ წავედი ამ მიმართულებით. სტუდენტობის შემდეგ უკვე დაოჯახებული ვიყავი, როდესაც ტიხრულმა მინანქარმა დამაინტერესა, შევისწავლე და 10 წელია, ვმუშაობ.

- რატომ მაინცდამაინც მინანქარი?
- ტექნიკა და ფერები მომწონდა. ახლა რომ მახსენდება, პატარაობისას ხშირად ვხატავდი ორნამენტებს ტუშით. მინანქარი საკმაოდ რთულია, 2 პინცეტით მუშაობ, ვერცხლის ძაფებს ანიჭებ ფორმებს, ტიხრებს აკეთებ, რამდენჯერმე გამოწვა, დამუშავება, გაპრიალება სჭირდება, რათა ნაკეთობა იდეალურ დონემდე მიიყვანო. მუშაობის პროცესში დრო ისე მალე გადიოდა, ვერ ვხვდებოდი. რამდენჯერმე ბავშვები სკოლაშიც დამრჩნენ. თუ გიყვარს შენი საქმე, ასეა, დროს ვერ გრძნობ.
GzaPress
- საინტერესოა, რა უპირატესობა აქვს ქართულ ტიხრულ მინანქარს?
- მარტო ფერების ჩასმა არ არის ოსტატობა. მინანქარს თვალსაჩინო ადგილი ეჭირა ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. ქართული ტიხრული მინანქრის კოლორიტი და ტექნიკა საკმაოდ განსხვავებულია სხვა ქვეყნების ტიხრული მინანქრისგან. ალბათ ამიტომ, უცხოელები რომ ნახულობენ, უჩნდებათ სურვილი, თვითონაც შეისწავლონ და სხვათა შორის, ბევრ უცხოელს შევასწავლე კიდეც. სწორედ ქართული ტექნიკით ხდება ფერების გრადაცია, რაც სხვა ტექნიკით არ მიიღწევა და საბოლოო შედეგზეც ნათლად აისახება. დღეს დამუშავების პროცესი იგივეა, მაგრამ მასალა - ყველაფერი მზაა, ფერთა გამა უფრო ფართოა, ვცდილობთ, რაღაც ახალიც შევიტანოთ.
- პირველად რომელი ნივთი გააკეთეთ, თუ გახსოვთ?
- როგორ არ მახსოვს? პირველად გავაკეთე გულსაკიდი. განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ დღემდე შენახული მაქვს, სიმბოლურად. საერთოდ, მინანქარი მზადდება ვერცხლში, ოქროსა და სპილენძში, უფრო მოთხოვნადია ვერცხლში. თითოეულ მათგანზე სულ სხვა ფერები ჯდება, სამუშაო პროცესიც განსხვავებულია. სპილენძს ძირითადად კომპოზიციების დროს ვიყენებ. ნატურალური ქვები ინდოეთიდან ჩამომაქვს, მზა ფურნიტურას ვყიდულობ. გარდა ამისა, ვთანამშრომლობ ოქრომჭედელთან და ერთად ვქმნით მოდელებს. წინასწარ არასდროს ვაკეთებ ესკიზს, რატომღაც ასე უფრო მეიოლება.
- თემატიკას რის მიხედვით არჩევთ?
- ამა თუ იმ სამკაულის ან პეიზაჟის შექმნის სტიმული ზოგჯერ რა არის და ზოგჯერ - რა. განსაკუთრებით მიყვარს ძველი თბილისის ხედების თემატიკაზე მუშაობა. ვცდილობ, ექსკლუზიურ ნამუშევრებს მეტი დრო დავუთმო, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებ.
GzaPress
- როდის ახერხებთ მუშაობას? 3 შვილი გყავთ და ალბათ ძნელია, ოჯახისა და საქმის ერთმანეთისთვის შეთავსება.
- თვითონაც არ ვიცი (იცინის), მაგრამ იმდენად ვპოულობ ჩემს თავს ამ საქმეში, რომ უამისობა არ შემიძლია. ადრე ძირითადად, ღამით ვმუშაობდი, შეიძლებოდა, თავზეც დამთენებოდა, მაგრამ ახლა ვეღარ ვახერხებ - მთელი დღე ენერგია აღარ მყოფნის. უფროსი შვილები უკვე დიდები არიან, პატარა ბაღში დამყავს და ვიდრე ყველა შინ დაბრუნდება, აი, მაშინ ვასწრებ. სიმშვიდე და სიწყნარე მჭირდება ამისთვის. შეიძლება პატარა ნივთზე მუშაობა ერთ დღეშიც დავასრულო, სირთულესა და მოცულობას გააჩნია. მეუღლე პროფესიით იურისტია და მართალია, უშუალოდ მუშაობის პროცესში ვერ ერთვება, მაგრამ მოსწონს, რასაც ვაკეთებ და რჩევებსაც მაძლევს.
- გამოფენა თუ გქონიათ?
- რამდენიმე ოსტატთან ერთად მქონდა გამოფენა გალერეა "ვაჩეში", საშობაო გამოფენებსა და ეთნოფესტივალშიც ვმონაწილეობ, საზღვარგარეთაც გამოიფინა ჩემი ნამუშევრები. სამომავლოდ სახელოსნოს გახსნას ვგეგმავ და კიდევ მინდა, რომ ტიხრულ მინანქარში შევასრულო ხატებიც. ძალიან მიხარია, როცა შემკვეთს ჩემი ნაკეთობა მოსწონს, ამით ვსაზრდოობ მეც, როგორც ნებისმიერი ხელოვანი, მაგრამ ხატების შესრულება კიდევ სხვა პასუხისმგებლობა და სიმდიდრეა.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ დააქორწინეს ქართველებმა "სოფი ლორენი"?
თურქეთში წარმატებული ქართველი დიზაინერის ექსკლუზიური ინტერვიუ
ემიგრანტი ქალბატონი, რომელიც ამერიკაში ქართულ საქმეს აკეთებს
ელენე ელყანიშვილი ჯერ მხოლოდ 11 წლის არის და უკვე 700-ზე მეტი ფერწერული ტილოს ავტორია.
სამთო მაშველი გოგონები ტურისტების უსაფრთხოების სამსახურში
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.