"არ ველოდი, თუ ჩემი ცხოვრება ასე წარიმართებოდა"
font-large font-small
"არ ველოდი, თუ ჩემი ცხოვრება ასე წარიმართებოდა"
"ხანდახან მინდა, ჩემს ცხოვრებაში პაუზა ავიღო და ჩემთვის ვიყო, მაგრამ როცა ფართო საზოგადოების წინაშე არ ვჩანვარ, აქტუალურობას არ ვკარგავ"

28 წლის ფოტომოდელი - თამო ვაშალომიძე, ცხოვრების სკანდალური დეტალების თუ ფოტოსესიების გამო, ყოველთვის საზოგადოების ინტერესის ქვეშაა. მისი ცხოვრების დევიზია, რომ ბევრი პრობლემის მიუხედავად, არასოდეს დანებდეს და ყოველთვის წინ იაროს. აქვს ბევრი ჰობი, მათ შორის - დრიფტი და ცურვა. რამდენიმე თვეა, რაც მის პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა - გვერდით საყვარელი ადამიანი ჰყავს, რომელიც "გიჟურად" გაიცნო და ამ ამბის გახსენებისას ყოველთვის ეცინება...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა

- დღეს შენი ცხოვრება ისეთია, როგორზეც ბავშვობაში ოცნებობდი?

- ბავშვობაში ბევრ რამეზე ვოცნებობდი. საერთოდ, მეგონა, რომ გავთხოვდებოდი და 3 შვილი მეყოლებოდა. გავიზარდე და ჩემი ცხოვრება სხვანაირად წარიმართა. 7-8 წლის რომ ხარ ადამიანი, ბევრი რამე მოგწონს და გინდა. მაგალითად, მომღერლობაც მინდოდა... როცა 15 წლის გავხდი, პრინციპში, უკვე დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე,
მერე კი ბევრი რამ თავისთავად მოხდა, გადახარისხდა... ასე რომ, არც ველოდი, თუ ჩემი ცხოვრება ასე წარიმართებოდა, მაგრამ უკმაყოფილო არ ვარ.

- როგორ ხიბლავ ვირტუალურ და რეალურ სამყაროს?
- თავადაც არ ვიცი. ალბათ - იმით, რომ სკანდალური ადამიანი ვარ, ფოტოსესიები მაქვს, "ყვითელი" ამბები ყველას აინტერესებს... ხანდახან მინდა, ჩემს ცხოვრებაში პაუზა ავიღო და ჩემთვის ვიყო, მაგრამ როცა ფართო საზოგადოების წინაშე არ ვჩანვარ, აქტუალურობას არ ვკარგავ... მოკლედ, ალბათ, ჯობს, ეს შეკითხვა საზოგადოებას დაუსვათ - არ მინდა, ქედმაღლური პასუხი გამომივიდეს.

- როგორი მამაკაცი ვერ მოიგებს შენს გულს ვერასოდეს?
- ჩამოუყალიბებელი, ცანცარა, რომელმაც არ იცის, ცხოვრებაში რა უნდა. დინჯი, სერიოზული ადამიანები მიყვარს. ასეთმა ადამიანმა ჩემი გული უკვე მოიგო - რამდენიმე თვეა, ერთად ვართ.

- მართლაც, სინამდვილეში როგორი ხარ?

- არასოდეს ვთამაშობ, თუ სადმე (მაგალითად - ტელეეთერში) გამოვდივარ. უბრალოდ, როცა ჟურნალისტები კითხვებს მისვამენ, ადეკვატურ პასუხს ვცემ, რადგან ასეა საჭირო... ძალიან ემოციური ადამიანი ვარ - ყველაფერზე ძალიან ვნერვიულობ. სადღაც სოფელში ვიღაც რომ გარდაიცვალოს, შემიძლია, იმ ადამიანზე 1 კვირა ვინერვიულო. ძალიან განვიცდი ცხოველების ბედს, რადგან ცხოველთა დაჩაგვრის ბევრი შემთხვევაა, სამწუხაროდ... არ მინდა, ჩემს თავზე ვილაპარაკო, როგორი ვარ. ალბათ, ამიტომაც არის, რომ რადგან საკუთარ თავს რეკლამას არ ვუკეთებ, ხალხს მაინც ამპარტავანი, ქედმაღალი ვგონივარ. არადა, ასეთი არ ვარ.

ინტერვიუს სრულად წაიკითხავთ ჟურნალ "გზის" 30 იანვრის ნომერში

ეთო ყორღანაშვილი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ დააქორწინეს ქართველებმა "სოფი ლორენი"?
თურქეთში წარმატებული ქართველი დიზაინერის ექსკლუზიური ინტერვიუ
ემიგრანტი ქალბატონი, რომელიც ამერიკაში ქართულ საქმეს აკეთებს
ელენე ელყანიშვილი ჯერ მხოლოდ 11 წლის არის და უკვე 700-ზე მეტი ფერწერული ტილოს ავტორია.
სამთო მაშველი გოგონები ტურისტების უსაფრთხოების სამსახურში
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.