"ვერ ვიტყვი, რომ იდეალური ცოლი ვარ, თუმცა, არც ცუდი. მაშინ, 35 წელი ერთად ვერ ვიქნებოდით"
font-large font-small
"ვერ ვიტყვი, რომ იდეალური ცოლი ვარ, თუმცა, არც ცუდი. მაშინ, 35 წელი ერთად ვერ ვიქნებოდით"
"ჩემნაირი ცხოვრების სტილის და გრაფიკის მქონე ადამიანთან ყოფნა მამაკაცისთვის მარტივი არ უნდა იყოს და ჩემს მეუღლეს ამას ძალიან ვუფასებ"

ნინო ბურჯანაძის ოფისში სტუმრობისას, მის კაბინეტში შესვლისთანავე, არ შეიძლება ყურადღება არ მიაქციო თაროებზე ლამაზად დალაგებულ სხვადასხვა ჟანრის წიგნებსა და ორიგინალურ სუვენირებს და ერთი შეხედვითაც მიხვდები, რომ მათ შორის არაერთი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის თუ ხელოვანის ავტოგრაფებიან ფურცლებს აღმოაჩენ, რომლებსაც დრო კიდევ უფრო ღირებულად აქცევს. ეს ის განძია, რომელიც ადამიანს თავის განვლილ საქმიანობას, ვიზიტებს, ურთიერთობებს და იმ სასიამოვნო მომენტებს ახსენებს, რომლებიც ამა თუ იმ ცნობილ თუ უცნობ, საინტერესო ადამიანთან შეხვედრისას და საჩუქრის მიღებისას განიცადა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

- თქვენ თუ გიჩუქებიათ რაიმე სხვა ქვეყნების პრეზიდენტებისთვის?

- კი, რა თქმა უნდა. კოლინ პაუელთან ჩვენ ძალიან კეთილი დამოკიდებულება გვქონდა, ვმეგობრობდით. ჩვენი საჩუქრები, ძირითადად, იყო რომელიმე წიგნი საქართველოს შესახებ ან რაიმე ისეთი, რაც ქართულია, ქართულ სულს, ისტორიას, კულტურას, ტრადიციას გამოხატავს. ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც ამგვარ წიგნს გადახედავ, გადაშლი და თბილ წარწერას წაიკითხავ, ის შეხვედრები გახსენდება, რომლებიც ვიზიტებისას ხორციელდებოდა. მართლაც საინტერესო და მნიშნელოვანი შეხვედრები გვქონდა, საქართველო სხვა სიმაღლეზე იდგა.

- რომელი რუსი პოლიტიკური ლიდერების ავტოგრაფიანი წიგნები შეიძლება ვიხილოთ თქვენს თაროებზე?

- მაგალითად, ბოლო ვიზიტის დროს, ბატონმა პუშკოვმა გადმომცა საჩუქრად თავისი წიგნი, სადაც, სხვათა შორის, საქართელოზეც საინტერესოდ საუბრობს. ბევრი წიგნი მაქვს სახსოვრად რუსი საზოგადო მოღვაწეებისგან, ხელოვნების წარმომადგენლებისგან, მაგალითად, ცნობილი რუსი მსახიობის - ვალენტინ გაფტის მიერ ხელმოწერილი, დიდი კომპლიმენტებითა და კეთილი სიტყვებით თავფურცელზე. ეს სასიამოვნოა...

- ვლადიმერ პუტინისგან თუ მიგიღიათ რაიმე სამახსოვრო საჩუქარი?
- არა, ასეთი მომენტი არ გვქონია, მაგრამ ავტობიოგრაფიულ წიგნს როცა დაწერს, დიდი სიამოვნებით მივიღებ მისგან ავტოგრაფით დამშვენებულ წიგნს, თუ ასეთი საშუალება იქნება.

- როგორ ფიქრობთ, თქვენ როგორი დედა და მეუღლე ხართ?
- ვცდილობ, ჩემს შვილებს ყურადღება არ მოვაკლო, მაგრამ ისეთი იდეალური ნამდვილად ვერ ვარ, როგორიც დედაჩემია. ის ხელახლა კითხულობდა იმ წიგნებს, რასაც მე ვკითხულობდი, რომ მერე, დეტალურად განგვეხილა ერთად. მე ამდენი დრო არ მქონდა. თხრობის საოცარი სტილი აქვთ დედასაც და მამასაც და როცა რაიმე ამბავს ვყვებით, ჩემი შვილები სულ ითხოვენ, ბებომ ან ბაბუმ მოყვესო...

ვერ ვიტყვი, რომ იდეალური ცოლი ვარ, თუმცა, არც ცუდი. მაშინ, 35 წელი ერთად ვერ ვიქნებოდით და ეს ურთიერთობა ვერ გვექნებოდა. ეს, რა თქმა უნდა, ჩემმა მეუღლემ უნდა შეაფასოს. ამასწინათ, ჩემი შვილი ხუმრობდა, მე არ მინდა შენნაირი ცოლი, ბებოსნაირი მინდაო. ფაქტია, რომ ჩემნაირი ცხოვრების სტილის და გრაფიკის მქონე ადამიანთან ყოფნა მამაკაცისთვის მარტივი არ უნდა იყოს და ჩემს მეუღლეს ამას ძალიან ვუფასებ, მისი დიდი დამსახურებაა, რომ პოლიტიკაში წამოვედი.

ინტერვიუს სრულად წაიკითხავთ ჟურნალ "გზის" 30 იანვრის ნომერში

თამთა დადეშელი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.