"უკვე 30 წელია სკამებისთვის თავ-პირს იმტვრევთ ერთი და იგივე პიროვნებები..."
font-large font-small
"უკვე 30 წელია სკამებისთვის თავ-პირს იმტვრევთ ერთი და იგივე პიროვნებები..."
"საქართველოსაც გაუთენდება მშვიდობიანი დილა"

ქალბატონი ლეილა კაკაბაძე, მიუხედავად იმისა, რომ შინიდან ფაქტობრივად ვერ გამოდის, ხშირად გვწერს წერილებს და მოგვიწოდებს, ერთმანეთის სიყვარული როგორმე ვისწავლოთ. მხოლოდ ცუდი კი არა, კარგი რაღაცებიც დავინახოთ... ოპოზიციის მიერ დაანონსებულმა ახალმა საპროტესტო აქციებმა, რომელიც გარკვეული მიზეზებით ჩაიშალა, ქალბატონ ლეილას ღია წერილის გამოგზავნის სურვილი გაუჩინა (სტილი დაცულია):


"ამ არეულ ქვეყანაში, სადაც სითბოსა და სიყვარულს ღრმად ჩასძინებია, სადაც მხოლოდ ქიშპსა და განდიდების მანიას დაუსადგურებია, ძალიან ძნელია იპოვო გულთბილი ადამიანები. დღევანდელობას ოჯახებიც შუაზე გაუხლეჩია, ძმას ძმის აღარ სჯერა, მშობლებსა და შვილებს შორის სიცივესა და გაუგებრობას დაუსადგურებია, დედას ან მამას მიუტოვებია ოჯახი, შვილები და საზღვრებს მიღმა გაქცეულა ლუკმაპურის საშოვნელად. წასულებს კისერზე უმძიმესი უღელი ადგათ ოჯახის გადასარჩენად. განა გულისხმიერ ადამიანს ცრემლის გარეშე შეუძლია უცქიროს ასეთ ყოფაში ჩავარდნილ ქვეყანასა და ხალხს? ვისაც ლუკმაპური საძებარი აქვს, მისთვის ყოველი დღე ჯოჯოხეთის ტოლფასია. ვისაც სიმდიდრე და ფუფუნება "აწუხებს", მას უფრო მეტი მონდომებია, საზოგადოების ნაწილიც აუყოლიებია და დღე და ღამის განმავლობაში ჩვენი ლამაზი რუსთაველის პროსპექტი ბოშათა ბანაკს დაუმსგავსებიათ...
აჰ, ნეტავ კი მართლა ბოშათა ბანაკს ჰგავდნენ, მხიარული სიმღერებითა და ცეცხლოვანი ცეკვებით. ესენი თავიანთი კარვებითა და ცეცხლის დასანთები კასრებით უფრო მტრის ურდოს შემოსევას მაგონებდნენ. როდემდე, შვილებო, როდემდე არ მისცემთ თქვენს თავებსა და სხვა ადამიანებსაც ამოსუნთქვის შესაძლებლობას? ვინ მოგცათ ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება? მართალია, დაიცალა საქართველო ქართველებისგან, მაგრამ არც ისე ცოტანი ვართ, როგორც თქვენს მიტინგებსა და თავშეყრის ადგილებში ჩანს. როგორ ვერ ისვენებთ, განა რამდენი დრო დარჩა არჩევნებამდე, რომ თავი შეიკავოთ და ეს საშინელი წივილ-კივილი, ჭყლეტა, ერთმანეთის ლანძღვა-გინება არ მოაწყოთ? არ შეურაცხყოთ საკუთარი თავები და გარშემო მყოფი ადამიანები. განა ასეთ სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს ის სკამები და თანამდებობები, რომლის გამოც აგერ უკვე 30 წელია თავ-პირს იმტვრევთ ერთი და იგივე პიროვნებები? დავუშვათ, ეს ოცდაათი თუ ოცდათორმეტი პარტია გაერთიანდით და გაიმარჯვეთ, მაშინ რა იქნება? რა იქნება, მე გეტყვით: ახლა თქვენ დაერევით ერთმანეთს მაღალი თანამდებობებისთვის და როდემდე უნდა გიყუროთ ასე დაუსრულებლად? თქვენი აზრით, განა ისეთი ხანგრძლივია წუთისოფელი, რომ ამდენ დღეს, თვეს და წელიწადს ძმათა შორის შუღლსა და არეულობაში ითენ-იღამებთ? როდემდე უნდა გვთვალოთ და გვიმახსოვროთ, დაგვემუქროთ? კმარა! (როგორ შემაძულეთ ეს სიტყვა). შეჩერდით, მოითმინეთ რამდენიმე თვე და ამ არჩევნებზეც თუ ხალხმა სწორი არჩევანი არ გააკეთა, მაშინ მართლაც ვაი ამ XXI საუკუნეს და დემოკრატიულ საქართველოს.
მაპატიეთ, შემინდეთ ჩემი აზრების, ჩემი საფიქრალის თავს მოხვევა. დროა უკვე, ავი და კარგი გავარჩიოთ, ცუდთან ერთად, კარგი რაღაცებიც დავინახოთ. ერთ ქარცეცხლში ნუ გავატარებთ ცუდ და კარგ ადამიანებს. სამადლობელი სიტყვებიც გავიმეტოთ ერთმანეთისთვის. შევაქოთ ადამიანები, რომლებსაც ამ საშინელ სამყაროშიც კი შერჩენიათ გულისხმიერება, სითბო და სიყვარული, გაჭირვებულის თანადგომა და ნუგეშისცემა შეუძლიათ. თუ თვალებს კარგად გავახელთ და გარშემო მიმოვიხედავთ, შევამჩნევთ ასეთ ადამიანებსაც.
მე დიდუბის რაიონში ვცხოვრობ. პირველი ჯგუფის ინვალიდი მეუღლე მყავს და თავადაც საშინელი დაავადებით შეზღუდული ვარ. ამ 30 წლის განმავლობაში მეც თქვენსავით მიცხოვრია, ბევრი გასაჭირი გადამიტანია, მაგრამ დღევანდელობა რომ წარსულს სჯობია, ესეც დამინახავს. დიდი სითბოთი და სიყვარულით მსურს მადლობა გადავუხადო ჩემი რაიონის გამგეობას და პირადად ქალბატონ ირმა ზავრადაშვილს იმ გულისხმიერებისთვის, რომელსაც ხალხისა და პირადად ჩემი ოჯახის მიმართ იჩენს. არიქა, ირონიით გაიცინეთ ზოგიერთებმა, ჩამთვალეთ ივანიშვილისა და მისი ერთ-ერთი გამგებლის მონად, მომასხით მანტია, რომ მე მოსყიდული და ამ მთავრობის მეხოტბე ვარ. არა, ბატონებო, მე თვალებიდან ჯერჯერობით კარგად ვიყურები, გულს კარგად შეუძლია სიკეთის დაფასება და ამიტომაც, როცა საჭიროა, ხმამაღლა ვიხდი მადლობას.
სულითა და გულით, დიდხანს სიცოცხლეს და შემოქმედებით წარმატებას გისურვებთ ჟურნალ "გზის" მესვეურნო. არ დაგლეოდეთ მართალი სიტყვა. თქვენი ჟურნალი ნამდვილად სახალხოა, სადაც ყველას შეუძლია საკუთარ ჭირ-ვარამზე საუბარი. მადლობას გიხდით ხალხისთვის გაწეული შრომისთვის, ჩვენი მოსმენისთვის.
მე, ლოგინად ჩავარდნილ ქალს გარემოსთან კონტაქტი მხოლოდ ტელეფონის საშუალებით მაქვს და მინდა მადლიერების გრძნობით აღვნიშნო, რომ დღეს უფრო ყურადღებიანი, უფრო თბილი და გულისხმიერი გახდა სატელეფონი სამსახური. მადლობა ყველას, ვისაც შეგიძლიათ კულტურული მომსახურება გაუწიოთ ადამიანებს.
ქვეყანა უცებ არ შენდება. მოთმინება და რუდუნებაა საჭირო. მაგრამ 30 წელიც უდიდესი დროა, ჩხუბსა და აყალმაყალში გასატარებლად. დაიღალა ხალხი. ვიცით, რომ უჭირს ქვეყანას, მაგრამ გადახედეთ, ქუჩები სავსეა ძვირად ღირებული მანქანებით, ქალაქი ლამაზდება, ქუჩები ნათდება.
ჩემო შვილებო, საქართველოსაც გაუთენდება მშვიდობიანი დილა. მოვიდა ახალი წელი თავისი სიკეთეებითა და სიახლეებით, ყველა ოჯახში ყოფილიყოს ხვავი, ბარაქა, ჯანმრთელობა, სითბო, რწმენა უკეთესი ხვალინდელი დღის. გაიხარეთ და შეიყვარეთ ერთმანეთი. სიყვარული, ერთმანეთის გატანა და პატივისცემა დამკვიდრებულიყოს ყველას ოჯახში. იხარე ერო, მოითქვი სული და ჩვენი საქართველო სითბოთი და სიყვარულით აგეღორძინებინოთ.
მარად თქვენთვის, ჩემი საქართველოს ერთგული და გულალალი მოქალაქისთვის მლოცველი ლეილა კაკაბაძე..."
P.S. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: lika.qajaia@gmail.com
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
"ღმერთო, ამ ერთხელაც გადაარჩინე მამაჩემი და გპირდები, ასჯერ უკეთესი ირაკლი გავხდები..."
ფიროსმანის თბილისი და ივანე თოფჩიშვილის მოგონებები
ცხოველების ქომაგ ქალბატონს დახმარება სჭირდება
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.