700-ზე მეტი ფერწერული ტილოს ავტორი 11 წლის გოგონა, მისი ფიქრები და ფერადი განცდები
font-large font-small
700-ზე მეტი ფერწერული ტილოს ავტორი 11 წლის გოგონა, მისი ფიქრები და ფერადი განცდები
ელენე ელყანიშვილი ჯერ მხოლოდ 11 წლის არის და უკვე 700-ზე მეტი ფერწერული ტილოს ავტორია. 3 წლის ასაკში დაწყებული ფანქრებით თამაში, მალე სერიოზულ საქმედ ექცა და რამდენიმე დღის წინ, რიგით მეხუთე პერსონალური გამოფენა გამართა. ამბობს, რომ ლაპარაკი დიდად არ უყვარს და სათქმელს ნახატებით გადმოსცემს. მისი განცდები სხვადასხვაფერია, სიცოცხლეს ცის ფერი აქვს, სიხარულს - ვარდის, სევდა - ნაცრისფერია, გამარჯვება - წითელი, ხოლო იმედი - თეთრი.



- პატარა რომ ვიყავი, სულ ხატვა მინდოდა. მაშინ ფერადი ფანქრები მქონდა. ვცდილობდი, ყოველი შემდეგი ნახატი უფრო და უფრო კარგი გამომსვლოდა. ხატვა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და დღემდე ასეა. ყოველთვის თან მუსიკას ვუსმენ, თან ვხატავ და თან ვცეკვავ.
- მუსიკა გასაგებია, მაგრამ ხატვასა და ცეკვას ერთდროულად როგორ ახერხებ?
- ცეკვაც ძალიან მიყვარს... ძირითადად, კლასიკას ვუსმენ. თავდაპირველად ნახატებს ინტერნეტში ვტვირთავდი, დედა მეხმარებოდა, იქ შეფასებებს მიწერდნენ, ძალიან ბევრს მოსწონდა.
- ცნობილი მხატვრების ტილოებს ხშირად ათვალიერებ?
- ძალიან ხშირად. ინტერნეტის მეშვეობით ვათვალიერებ და გამოფენებზეც დავდივარ.
GzaPress
- შენი საყვარელი მხატვრები ვინ არიან?
- ძალიან მიყვარს ვან გოგი, მისი ფერები მომწონს. როგორ შეიძლება, პიკასოს სურათები არ მოგწონდეს?! ქართველებიდან ჩემთვის გამორჩეულია ნიკო ფიროსმანის და ელენე ახვლედიანის შემოქმედება.
- ხატვის განწყობას რა გიქმნის?
- ეს განწყობა სულ მაქვს. სკოლაში რომ დავდივარ, ხშირად სახატავად ვერ ვიცლი, არადა, ძალიან მინდა ვხატო. ზაფხულობით მეტი ნახატი მიგროვდება.
- დღეს გამოფენაზე პეიზაჟები ჭარბობს, ეს შენი საყვარელი ჟანრია?
- შეიძლება ასე ითქვას. ყველაფრის ხატვა მსიამოვნებს, რაც ლამაზია და რაც ძალიან მიყვარს.
- გამორჩეულად რომელიმე სურათი გიყვარს?
- ყველა ძალიან მიყვარს, გასასხვისებლად ერთ ნახატს ვერ გავიმეტებ, მასშტაბით ყველაზე დიდია, ეს რელიეფური ნახატია, ზღვა და ცა ლამაზ ფერებშია.
- თბილი ფერები გიყვარს?
- ჩემს ხასიათზე გავლენას ამინდი ახდენს. ზაფხულობით უფრო თბილი ფერებით ვხატავ, ახლა ცივ ფერებს ვამჯობინებ.
GzaPress
- აფხაზეთის პეიზაჟი გაქვს დახატული - ზღვის სანაპირო ზოლი, ასევე, ენგურის ხიდი. მიამბე, ეს ნახატები როგორ შეიქმნა?
- ინტერნეტში წლების წინ გადაღებული, აფხაზეთის სურათი ვნახე და იმდენად მომეწონა, გადავწყვიტე, ეს პეიზაჟი დამეხატა. ძალიან მინდა, ენგურის ხიდს იქით საქართველო რაც შეიძლება მალე დავიბრუნოთ.
- ამაზე ხშირად ფიქრობ?
- რა თქმა უნდა. ზოგჯერ ამ თემაზე მეგობრებთანაც ვლაპარაკობ.
- რომელ კლასში ხარ?
- 142-ე საჯარო სკოლაში, მე-6 კლასში ვსწავლობ. ახლა ხატვაზე მეტ დროს მეცადინეობას ვუთმობ. ერთხელ გამოფენა სკოლაშიც მომიწყვეს. მეუბნებიან, რომ ჩემი ნახატები ძალიან კარგია. პირველი გამოფენა რომ მქონდა, მაშინ "წლის აღმოჩენა" მიწოდეს, პრიზი გადმომცეს. როცა გალერეაში, ჩემი ნახატების სანახავად, ბევრი ხალხი მოდის, ძალიან მიხარია.

GzaPressმაიკო ბედუკაძე, ელენეს დედა:
- ელენეს ლაპარაკი დიდად არ უყვარს, - ჩემს სათქმელს ნახატები ამბობენო. 3 წლიდან შევატყვეთ, ხელში სულ ფანქარი ეჭირა, სულ საღებავს ითხოვდა. 6 წლის იყო, ნამდვილი საღებავები რომ შევუძინეთ. იმ დღიდან დაიწყო და აღარ გაჩერებულა. ოჯახის წევრები მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს. მასში ეს ნიჭი რომ განვავითაროთ. ხშირად ბუნებაში გაგვყავს, ესეც აუცილებელია მისთვის.
- ერთ სურათზე დაახლოებით რამდენ ხანს მუშაობს?
- ადრე უფრო სწრაფად ხატავდა, ბოლო დროს, საკუთარი თავის მიმართ უფრო მომთხოვნი გახდა, შესაბამისად, მეტ დროს ანდომებს.
- გარდა იმისა, რომ ხატავს, კიდევ რით არის გამორჩეული?
- საერთოდ, ხელოვნება იტაცებს, ცეკვავს, უყვარს სიმღერა. ხატვის პედაგოგთან არასდროს უვლია. თავისი სამყარო აქვს და ამ გარემოში თავს იმდენად კომფორტულად გრძნობს, ჩარევას ჯერ არ ვფიქრობ, თორემ ტექნიკის დახვეწა სჭირდება. ძალიან მგრძნობიარე და ჯიუტი, თავისებური ბავშვია. თუ თვითონ არ უნდა, ვერაფერს დაახატვინებ. ბუნებაში რომ გავდივართ, საღებავები მიგვაქვს და იქაც ხატავს. აქვს პერიოდები, როცა ხატავს პორტრეტებს ან პეიზაჟებს. ერთი პერიოდი ოდრი ჰეპბერნზე გიჟდებოდა, მას ხატავდა, თმა მასავით შეიჭრა.

- ელენე, ჰობი გაქვს?
- ძალიან მიყვარს მოგზაურობა. მთელი საქართველო შემოვლილი გვაქვს. ცეკვა და ფეხბურთიც მიყვარს.
- როცა შენი თაობის ბავშვები იკრიბებით, რაზე ლაპარაკობთ, ყველაზე ხშირად რა თემებს განიხილავთ?
- კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ბევრი საინტერესო აპლიკაციაა, რომლის დახმარებითაც ვიდეოებს ვიღებთ.
- პროფესია არჩეული თუ გაქვს?
- ინტერიერის დიზაინერი მინდა გამოვიდე, ეს სფერო ძალიან მაინტერესებს.
- შენს არც ერთ ნახატს სახელი არ ჰქვია, რატომ?
- სახელებს არ ვარქმევ. დამთვალიერებელმა თავად დაარქვას. მაგალითად, ეს შობის ვარსკვლავი წელს დავხატე. სახლში გვაქვს ეს ყვავილი, წინ მედგა და თან ვხატავდი, ძალიან ლამაზია. ზამთრის პეიზაჟიც ცოტა ხნის წინ დავასრულე, აქ სიცივე და სითბო შეიგრძნობა, თოვლი მენატრებოდა.
GzaPress
- როდესაც შენს ნამუშევრებს პროფესიონალები ნახულობენ, მათი შეფასებები როგორია?
- მოსწონთ, მხოლოდ ტექნიკური შენიშვნები აქვთ; მირჩევენ ბუნებაში ხშირად გავიდე.
- წარმატებებს გისურვებ!
- გმადლობთ!
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
"ღმერთო, ამ ერთხელაც გადაარჩინე მამაჩემი და გპირდები, ასჯერ უკეთესი ირაკლი გავხდები..."
ფიროსმანის თბილისი და ივანე თოფჩიშვილის მოგონებები
ცხოველების ქომაგ ქალბატონს დახმარება სჭირდება
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.