ბიჭი, რომელმაც თვითმფრინავის მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინა
font-large font-small
ბიჭი, რომელმაც თვითმფრინავის მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინა
"ექიმობა, ადამიანის სიცოცხლე მაინტერესებს"

ეს ამბავი 2019 წლის მიწურულს, 25 დეკემბერს მოხდა, მაგრამ სოციალურ ქსელში უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ტელევიზიები სიუჟეტებს უძღვნიან - როგორ გადაარჩინა სიკვდილს თვითმფრინავის მგზავრი 18 წლის ქართველმა ბიჭმა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ ამბის მთავარი გმირი, ქალაქ რუსთავში მცხოვრები ბუბა ჯიმშიაშვილი მკითხველისთვის უკეთ გაგვეცნო...


თვითმფრინავში მომხდარი ამბავი ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა ბუბამ ადამიანის სიცოცხლე იხსნა: 18 წლის ბიჭმა კარგად იცის, კრიტიკულ სიტუაციაში როგორ მოიქცეს - ადამიანს პირველადი დახმარება როგორ გაუწიოს. შედეგად, ბევრი ადამიანი გადაურჩენია, მათ შორის - თანატოლებიც...

- 25 დეკემბერს, ახალი წლის დღესასწაულის გასატარებლად, თბილისიდან მოსკოვში, მამასთან მივფრინავდი (ბელარუსში გადაჯდომით). ძალიან კარგი მგზავრობა იყო. უკან ვიჯექი, როდესაც ქაოსი და პილოტის ხმა გავიგონე - ვისაც სამედიცინო დახმარების გაწევა შეგიძლიათ, წინ გამოიწიეთო. სიტუაციით დავინტერესდი. ადგილზე მისულს შეუძლოდ მყოფი ქალი დამხვდა, რომელიც იჯდა და სტიუარდესას ელაპარაკებოდა. ქალს პირღებინება აღენიშნებოდა. ამ დროს გონება დაკარგა. დავაწვინე, გვერდზე გადავაბრუნე - პულსი არ აღენიშნებოდა. გულის არაპირდაპირი მასაჟის კეთება დავუწყე. მასაჟს 20-25 წუთი ვუკეთებდი, რის შემდეგაც ქალბატონი კონტაქტური გახდა, ლაპარაკიც დაიწყო... დაახლოებით 1 საათის აფრენილები ვიყავით. თვითმფრინავმა ავარიული დაჯდომა განახორციელა, ანუ მინსკის აეროპორტის ნაცვლად, სხვაგან დაჯდა, რომ ქალბატონი კლინიკაში გადაეყვანათ. თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ, 40-50 წუთი "სასწრაფოს" ლოდინი მოგვიხდა. მას შემდეგ, რაც ის ქალი "სასწრაფომ" კლინიკაში გადაიყვანა, აღარ მინახავს. აეროპორტში მივედით, რომ გაგვეგო, თავს როგორ გრძნობდა, მაგრამ იქ პიროვნების შესახებ ინფორმაციის გაცემა პოლიციის ჩარევის შემდეგ ხდება. იმ ქალბატონის არც სახელი ვიცი, არც - გვარი. როგორც გავიგე, საქართველოს მოქალაქე ყოფილა, მაგრამ ქართული არც ესმოდა და ვერც ლაპარაკობდა.
- თვითმფრინავში მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტში საიდან გაჩნდა?
- ადგილზე რომ ჩავფრინდი, მერე მითხრეს, რომ ვიდეო გადაუღიათ. ეს ვიდეო "მოსკოვი 24"-ზეც გაუშვიათ, სადაც ჩანს, გულის არაპირდაპირ მასაჟს როგორ ვაკეთებ. ის ბიჭი, ვინც ვიდეო გადამიღო, რუსთაველი ყოფილა. რუსთავის ერთ-ერთ საინფორმაციო ინტერნეტპორტალს სწორედ ის დაუკავშირდა.
- როგორი რეაქცია გქონდა?
- სიმართლე გითხრათ, ამ ამბის გავრცელება არ მინდოდა. ისეთი არაფერი ჩამიდენია, გმირად რომ გამომაცხადონ... თუმცა, შემთხვევით ვისარგებლებ და ყველას მადლობას გადავუხდი, ვინც 1-2 გულთბილი სიტყვით ჩემ მიმართ მადლიერება გამოხატა.
- პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა სად ისწავლე?
- ამისთვის რუსთავის კლინიკას მადლობას ვუხდი. მეორე წელია, ამ კლინიკაში დავდივარ და ვაკვირდები, ექიმები როგორ სიტუაციაში მუშაობენ, როგორ პაციენტებთან უწევთ გამკლავება...
GzaPress- როგორ მოხვდი კლინიკაში? ალბათ, ყველას არ შეუძლია, მივიდეს და ექიმების მუშაობას თვალყური ადევნოს.
- ეს ნებისმიერს შეუძლია, თუ სურვილი აქვს: კლინიკაში მივა, ექიმს დაელაპარაკება...
- როგორც ვიცი, ეს სურვილი შენს პროფესიულ არჩევანს უკავშირდება. ექიმობის სურვილი როდის გაგიჩნდა?
- მედიცინის სფერო ბავშვობიდან მიზიდავდა, მით უმეტეს - ოჯახში ექიმები მყავს (დედა, ბიძა), მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ ფაქტს ჩემზე გავლენა არ მოუხდენია, პირიქით - სულ მეუბნებოდნენ, - ეს სფერო არ გინდა, ნუ აირჩევო, მაგრამ ექიმობა, ადამიანის სიცოცხლე მაინტერესებს, ბოლო შემთხვევამ (რაც თვითმფრინავში გადამხდა) კი ის აზრი უფრო გამიმყარა, რომ ექიმი უნდა გავხდე.
- სხვა პროფესიაზე არასოდეს გიფიქრია?
- არასოდეს. ექიმობა ბავშვობიდან გადავწყვიტე. როცა დავფიქრებულვარ, საკუთარი თავი სხვა პროფესიის წარმომადგენლად ვერ დამინახავს.
- სხვა შემთხვევებიც გქონია, როცა ადამიანის სიცოცხლე გადაგირჩენია?
- კი, ასეთი შემთხვევები ყოფილა. მაგალითად, 2-3 თვის წინ, მეგობრებთან ერთად, ბორჯომში დასასვენებლად მივემგზავრებოდი, როდესაც "თბილისი-ბორჯომის" მატარებელში ხმა გაისმა - ვინმე ექიმი თუ ბრძანდებით, მომდევნო ვაგონში შველა სჭირდებათო. მატარებელში მე და ჩემი მეგობარი, ბელა მასწავლებელი (ექიმი ბელა გოცირიძე) ვიმყოფებოდით. ადგილზე მისულებს 2 "წაკოლაფსებული" ქალბატონი დაგვხვდა - წნევა დავარდნილი ჰქონდათ, მაგრამ განსაკუთრებულად საშიში არაფერი ყოფილა. მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გავუწიეთ, წნევა დავარეგულირეთ. ყველაფერი კარგად იყო... შარშან რუსეთში მანქანით მივემგზავრებოდი. მძღოლს "შაქარი" აღმოაჩნდა, ცალი ფეხი ამპუტირებული ჰქონდა. საჭესთან ცუდად გახდა. ლამის ყველანი გადავიჩეხეთ... ამ კაცის გამო, ლამის 3 დღე საავადმყოფოში (რუსეთის ტერიტორიაზე) ვიყავით. მასთან დღესაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. მერე გვიამბო: თურმე სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა, სადაც ფეხზე სიმძიმე დაეცა. ფეხის აღდგენა ვეღარ მოხერხდა და მოჰკვეთეს.
- აბიტურიენტი ხარ?
- კი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასასვლელად ვემზადები. ქალაქ რუსთავის მე-18 საშუალო სკოლა შარშან დავამთავრე. შემდეგ, პრობლემა შემექმნა - გამოცდებისთვის დარეგისტრირება ვერ მოვასწარი (რუსეთიდან დროულად ვერ დავბრუნდი) და გადავწყვიტე, გამოცდები წელს ჩავაბარო.
- ექიმობის გარდა, კიდევ რა გაინტერესებს, რამე ჰობი ხომ არ გაქვს?
- 12 წელი ქართულ ხალხურ ცეკვებს ვცეკვავდი, მაგრამ ბოლოს ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემა შემექმნა და თავი დავანებე. ფიზიკური დატვირთვა სასურველი არ იყო.
- შენი დღის რეჟიმი როგორია?
- დღის პირველ ნახევარში მასწავლებლებთან დავდივარ, საღამოს ვმეცადინეობ. როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება, ვცდილობ, მეგობრებთან ერთად გავატარო ან კლინიკაში ვიყო.
- კლინიკაში რა ისწავლე, რამ გაგაოცა?
- ძირითადად, ვაკვირდები, ექიმები როგორ სიტუაციაში მუშაობენ, ასევე - სხვადასხვა ავადმყოფობას... კლინიკამ ბევრი რამ მასწავლა. პირველ რიგში, ჩემზე უფროსი მეგობრები მაჩუქა: ექიმები, ექთანები...
- პაციენტებთან კონტაქტი გაქვს?
- წნევის გაზომვისას, გადასხმისას (ვენაში კათეტერის ჩადგმის დროს)...
- მედიცინის რომელი მიმართულებით იმუშავებ, უკვე გადაწყვიტე?
- კი, მუცლის ღრუს ქირურგია მაინტერესებს.
- პირველად რომელ ოპერაციას დაესწარი?
- "ბრმა ნაწლავის" ამოჭრას. ეს შარშან, სექტემბერში იყო. რა თქმა უნდა, ძალიან მიხაროდა - პირველად მომეცა შესაძლებლობა, ადამიანის მუცლის ღრუ მენახა. ამ დროს ზოგი ადამიანი შეუძლოდ ხდება, მაგრამ მსგავსი არაფერი დამმართნია: ჩვეულებრივად, "ცივ" გონებაზე ვიყავი.
- ქების გარდა, მოგეხსენება, ექიმებს აკრიტიკებენ ხოლმე...
- მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი: ხანდახან ამბობენ, ექიმები პაციენტებს გულცივად ეპყრობიანო. ძნელია, 24 საათი მორიგე იყო, სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებს უყურებდე... ფსიქიკისთვის ეს ძალიან რთულია. მით უმეტეს, საქართველოში მაღალი ხელფასი არ აქვთ და ექიმები რამდენიმე ადგილას მუშაობენ.
- ამ მძიმე ფონზე, მაინც მზად ხარ, საქართველოში იმუშაო?
- მზად ვარ. აქაურობა ძალიან მიყვარს... როდესაც საქართველოს წინსვლაზე ვსაუბრობთ, წინსვლაში ხომ მედიცინის სფეროში არსებული ამ ხარვეზების აღმოფხვრაც მოიაზრება? ალბათ, დადგება დრო, როცა საქართველოში ყველაფერი გაუმჯობესდება.
- რაც ცნობილი გახდი, რუსთავში როგორ გეპყრობიან?
- ქუჩაში გადაადგილებისას ადამიანებისგან მხოლოდ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ. ეს ფაქტი ძალიან მახარებს. მართლა ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როდესაც ადამიანები გცნობენ და გულთბილად გეპყრობიან, მით უმეტეს - დღესდღეობით, როდესაც სამყარო უფრო და უფრო გულცივი ხდება...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
შემთხვევითი ემიგრანტის წარმატება ამერიკაში
ამერიკელმა მწერალმა ქალმა - ენ სეირმა როზალინდ ფრანკლინის ნამდვილი ბიოგრაფია დაწერა და სამართლიანობა აღადგინა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.