"წარსულს არ უნდა მისტიროდე ადამიანი, პირიქით, აწმყოს შეხედე დადებითად"
font-large font-small
"წარსულს არ უნდა მისტიროდე ადამიანი, პირიქით, აწმყოს შეხედე დადებითად"
"თავის მოვლა ადამიანის შინაგანი თვისებაა"

ემინემის, 50Cent-ის, DR.Dre-ს და სხვა ცნობილი ვარსკვლავების პროდიუსერი და კომპოზიტორი კალიფორნიიდან - ტომი კოსტერი ქეთი ფარესაშვილით თბილისში ყოფნისას, ჯაზფესტივალზე მისი მოსმენის შემდეგ დაინტერესდა და თანამშრომლობა შესთავაზა. სამბასა და ჯაზის მომღერალი ამჟამად ალბომისთვის ახალ სიმღერებს წერს, კონცერტისთვისაც ემზადება და ზაფხულში, ტომი კოსტერის საქართველოში კვლავ ჩამოსვლის შემდეგ, ბევრი საინტერესო გეგმაც აქვს.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ტომი კოსტერი თანამშრომლობს ჩემთან, რამდენიმე ქართული სიმღერის ვერსია შევარჩიეთ და გვინდა, სინთეზი გაკეთდეს, ქართული ელემენტები ჩაიქსოვოს ჯაზში, ინტერნაციონალური სიმღერა გამოვიდეს. ხანგრძლივი გეგმა გვაქვს, მიმოსვლა გვექნება და ამავე დროს, გვინდა დავეხმაროთ მუსიკოსებს, ნიჭიერ ადამიანებს, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია საზღვრებს გარეთაც, პირველ რიგში, აშშ-ში შეძლონ.
მე ხომ ოჯახი მაქვს, ამიტომ ოჯახისა და კარიერის შეთავსება, შვილის ნორმალურად აღზრდა და სათანადო ყურადღების მიქცევა, დიდ დროს მოითხოვს. ამიტომ, ვერ მივყრი ყველაფერს და ვერ წავალ სადმე..."

"თავის მოვლა ადამიანის შინაგანი თვისებაა. პირველ რიგში, მშვიდად და წყნარად უნდა იყო, ნეგატიურად არაფერზე რეაგირებდე, ბალანსი დაიცვა, ასევე, კვებას მიაქციო ყურადღება. ხილი აუცილებელია, ბოსტნეული, წყალი. ალკოჰოლი არ არის სასურველი. შვიდი წლის განმავლობაში იოგით აქტიურად ვიყავი დაკავებული. ძვირიანი კრემები არასდროს გამომიყენებია. წყალს ვიღებ საჭირო რაოდენობით..."

"წარსულს არ უნდა მისტიროდე ადამიანი, პირიქით, აწმყოს შეხედე დადებითად და დაინახავ, რამდენად კარგია დღევანდელი დღე. უნიკალური ეპოქაა. იმდენი საშუალებაა, აღარ იცი, რა აირჩიო. ტექნიკური თვალსაზრისით ხომ საერთოდ: თითს აჭერ და სამყაროს უკავშირდები. ეს არ არის "ჯადოსნური ჯოხი" (იცინის)?.."

"ჩემი შვილი უკვე 13 წლისაა, სკოლის მოსწავლეა. რაგბის თამაშობს. ადვილად დაეუფლა, მაგალითად, ვიოლინოს. აიღო და უკრავს. მასწავლებელი სახლში დადის პერიოდულად. ვმეგობრობთ, ყველგან ერთად დავდივართ, განსაკუთრებით, ზაფხულში, ერთად ვისვენებთ, ვსეირნობთ, კარგი კომპანიონია, კარგი მეგობრობა იცის. ჩემი მეუღლე ექიმია, ონკოლოგი... დედაჩემის ექიმი იყო და ასე გავიცანით ერთმანეთი..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 13 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.

თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
"ღმერთო, ამ ერთხელაც გადაარჩინე მამაჩემი და გპირდები, ასჯერ უკეთესი ირაკლი გავხდები..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.