"აუცილებლად გიჟი უნდა ჰყოლოდა უბანს, ახლა მგონი ყველა გაგიჟდა..."
font-large font-small
"აუცილებლად გიჟი უნდა ჰყოლოდა უბანს, ახლა მგონი ყველა გაგიჟდა..."
ძველთბილისური ამბები...

თბილისის ძველი უბნები გამორჩეულია თავისი არქიტექტურით, ლამაზი შენობებითა და ამბებით, რომლებიც არ დაძველდება, რადგან ისინი ჩვენი ქალაქის ისტორიის ნაწილია. საინტერესოა ძველ თბილისურ სახლებში მცხოვრები ადამიანების მონაყოლი წარსულსა და დღევანდელობაზე. ამჯერად სოლოლაკში დაბადებული და გაზრდილი, 80 წელს მიტანებული შურა ჯარიაშვილის და ამ უბანზე შეყვარებული ხოსე მაჯინერეს (გია ალავიძე) ნაამბობს შემოგთავაზებთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

შურა (ვლადიმერ) ჯარიაშვილი:
"ჩემი უბანი ბავშვობაში მიყვარდა თუ არა, ამაზე არ მიფიქრია, უბრალოდ, ამ უბნის შვილები ვიყავით და თავს ჰარმონიულად ვგრძნობდით. სიყვარული მერე, ბუნებრივად მოვიდა. ჩვენს ქუჩაზე (დღეს ლადო ასათიანის სახელი ჰქვია), სამი საშუალო და ორი მუსიკალური სკოლა არსებობდა, ბევრი ბავშვი ვიყავით. მე-5 კლასამდე მუსიკაზე დავდიოდი, მაგრამ მრცხვენოდა. ქუჩის ბიჭები ნოტების "პაპკით" ხელში ვისაც დაინახავდნენ, ასე გვეძახდნენ: ვაა, ჩაიკოვსკი, ბეთჰოვენო..."

"16 წლისა ვიყავი, როცა ერთმა ბიჭმა დადიანის ქუჩიდან მაწყენინა. გავედი "ბირჟაზე". ერთ-ერთმა მკითხა, რა მოგივიდაო? ვუთხარი. "ბირჟის" ბიჭებიდან ალბათ, ოცი კაცი მაინც წამოვიდა და ჩავედით გუდიაშვილის მოედანზე. მადლობა ღმერთს, დაძაბული სიტუაცია დიდ ჩხუბში არ გადაიზარდა. არც ისინი იყვნენ ჩვენზე ნაკლები ბიჭები..."

"ჯერ, აუცილებლად გიჟი უნდა ჰყოლოდა უბანს, ახლა მგონი ყველა გაგიჟდა... მაშინ იყო რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც ქცევით იყვნენ სხვანაირი ტიპები, გონებით კი არა. ჩვენი მეზობელი იყო საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, მოჭიდავე ნერსეს აკოფოვი. მან ბევრი ჩემპიონი აღზარდა, საკმარისია რომან რურუა დავასახელო. ნერსესი ბოლო წლებში მარტო ცხოვრობდა და მისი მოწაფე-მოჭიდავეები ხშირად აკითხავდნენ..."

"რუბიკა კარგი იუველირი იყო. მოპირდაპირე სახლში მეან-გინეკოლოგი და მეცნიერი პლატონ შუშანია ცხოვრობდა. სხვათა შორის, ბატონი პლატონი იოსებ ჟორდანიასთან ერთად იჯდა იმ თვითმფრინავში, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა, რა დროსაც ჟორდანია დაიღუპა. ერთხელ ბატონი პლატონი მიესალმა რუბიკას და მოიკითხა, როგორა ხარო? იმან უპასუხა: კარგად ვარ, მარა ცხოვრებაში ერთი რამ ვერ გავიგე. თქვენ გინეკოლოგი ბრძანდებით, დღე და ღამე "იქა" გაქვთ საქმე და კარგად ცხოვრობთ, მე კი დღე და ღამე ოქროსთან მაქვს საქმე და ღარიბულად ვარო (იცინის)..."

ხოსე მაჯინერე:
"სოლოლაკის მიმართ ისეთი უზომო სიყვარული მაქვს, რომ ზოგჯერ ცოცხალი არსება მგონია. დავდივარ და მოხიბლული ვარ ამ უბნის არქიტექტურით... მოსწავლეები მიმყავს გადაღებებზე. ერთხელ გოგონამ მითხრა: ხოსე, აქამდე რომ დავდიოდი, ზემოთ არც ვიყურებოდი, ახლა კი შენობებს ვათვალიერებ და ყველაფერს ვაკვირდებიო. სასიამოვნოა, როცა ადამიანს მაღლა აახედებ!.."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 13 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.

ნანული ზოტიკიშვილი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
"ღმერთო, ამ ერთხელაც გადაარჩინე მამაჩემი და გპირდები, ასჯერ უკეთესი ირაკლი გავხდები..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.