"მუშახელი ყველაზე დიდი პრობლემაა"
font-large font-small
"მუშახელი ყველაზე დიდი პრობლემაა"
რა შემთხვევაში იქნება სარფიანი ცხვრის ყოლა

არაერთი დაბრკოლება გადალახა. იყო ბრძოლა, იმედგაცრუება, მტრობაც კი, მაგრამ გაუძლო. როდესაც თბილისში დაბადებულ-გაზრდილმა ბიჭმა გადაწყვიტა, ცხვარი მოეშენებინა, ყველამ ეჭვის თვალით შეხედა მის წამოწყებას, 23 წლის უტა წიკლაური კი მოსალოდნელ სირთულეებს არ შეუშინდა და 100 სული ცხვარი იყიდა. ეს 9 წლის წინ იყო.


- სპორტსმენი ვიყავი, დავამთავრე ფიზკულტურის ინსტიტუტი. წლების განმავლობაში ფეხბურთს ვთამაშობდი, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო თავი დავანებე. დღესაც ძალიან მიყვარს სპორტი, ჩემი ძმაც და შვილიც რაგბის თამაშობენ და მათი დიდი გულშემატკივარი ვარ. წარმოშობით მთიულებს, ხევსურეთში გვაქვს სალოცავი, ჩვენი სოფელია უკანახო, მაგრამ თიანეთში ვართ ჩამოსახლებულები. პაპა-ბებიასთან ყოველ ზაფხულს ჩავდიოდით არდადეგებზე. საქონელი ჰყავდათ და ვეხმარებოდი, სიზარმაცის უფლებას არც მაძლევდნენ, შრომა უნდა ისწავლოო, მეუბნებოდნენ. მეც მსიამოვნებდა, მოხუცებს რომ ვეხმარებოდი. მახსოვს, ნახირში რომ წავედი და ჩემი ხელით მოკრეფილი ქამა სოკო დავაგემოვნე, ძალიან ბედნიერი ვიყავი.
- როდის გადაწყვიტე ცხვრის მოშენება?
- ვმუშაობდი, მაგრამ ქვეცნობიერად სულ მქონდა სურვილი და ფიქრი იმისა, რომ ცხვარი მყოლოდა. რამეს რომ გადავწყვეტ, ყველაფერს ვაკეთებ მიზნის მისაღწევად, არ მიყვარს საქმის შუა გზაზე მიტოვება. ერთი წლის მანძილზე მამაჩემს აქტიურად ვესაუბრებოდი ამის შესახებ და ბოლოს დავითანხმე, - კარგი, მეც მხარში ამოგიდგები, როგორც შევძლებო...
9 წლის განმავლობაში რა გამოცდილებაც მივიღე, მაგის ნახევრის ნახევარიც არ მქონდა. თეორიულად რაც უნდა დიდი ცოდნა გქონდეს, პრაქტიკა სხვა რამეა. მეცხვარეებთან, გამოცდილ ხალხთან გავიარე კონსულტაციები. ვიღაცამ გვითხრა, ძალიან რთულიაო, ვიღაცამ - რთულია, მაგრამ კარგიაო... საბოლოოდ, ბანკებს მივაკითხე, ჩემი ბიზნესიდეა რომ დაეფინანსებინათ...
- სესხს არ გაძლევდნენ, არა?
- აგროსესხზე არც ერთი ბანკი არ დამთანხმდა. ეჭვით მიყურებდნენ 23 წლის ბიჭს, რომელიც ამბობდა, ფული ცხვრის შესაძენად მჭირდებაო. რომელი ბანკიც თანახმა იყო, იმხელა უზრუნველყოფას ითხოვდა, თავი მდიდარი და შეძლებული მეგონა. ვიფიქრე, თუ ამდენი ქონება მაქვს, ხომ არ ჯობია, ამ საქმეს საერთოდ შევეშვა, მგონი, კარგად ვცხოვრობ და ვერ ვხვდები-მეთქი... საბოლოოდ, სამომხმარებლო სესხი მომცეს, 2 ადამიანის თავდებობით. პროცენტი დიდი იყო, მაგრამ როგორღაც დავფარე. 100 სული ვიყიდე თავიდან და თიანეთის ერთ სოფელში ავაშენე ფერმა. იმ 100 სულისთვის საძოვარი საკმარისი იყო, მაგრამ ახლა უკვე აღარ გვყოფნის. თიანეთი ისედაც არ არის მდიდარი საძოვრებით, ამიტომ ბოლო 4-5 წელია, მომთაბარეობას ვეწევი, ზაფხულში მთაში გვყავს პირუტყვი, ზამთარში - ბარში, ასე ვცხოვრობ. რამდენიმე ზაფხული იალღუჯზე ვიყავით, ქირით ავიღეთ საძოვრები, მაგრამ წელს ვეღარ მოვახერხეთ, რადგან სხვებზე, უფრო სწორად, აზერბაიჯანელებზე გააქირავეს ძვირად. ახლა კასპში ვართ, იქაც ნაქირავები გვაქვს საძოვრები.
GzaPress
- ე.ი. საძოვრების ნაკლებობა დიდი პრობლემა და დაბრკოლებაა მეცხვარეებისთვის?
- სამწუხაროდ, საფუძვლიანად არაფრის კეთება არ გვიყვარს, ამ სფეროშიც ასეა. უმეტეს შემთხვევაში, მიწის ქირაობა გვიწევს მათგან, ვინც რამდენიმე წლის წინ იჯარით აიღო და რა ფასადაც უნდა, ისე აქირავებს. ხშირ შემთხვევაში, ვადაგასული იჯარები აქვთ, ჩვენ მიერ გადახდილი თანხა მათ ჯიბეში მიდის და არა - ბიუჯეტში. ეს საკითხი მოსაწესრიგებელია. მე რომ ათჯერ უფრო ძვირად მომაქირავებს, ვიდრე ღირს და ის ფული ბიუჯეტშიც არ შეაქვს, ცუდია. გადასარევი ტრასების მოწესრიგებაზეც მუშაობენ. სავაქცინაციო ცენტრები შენდება, ვაქცინა უფასოდ გვაქვს, ამ კუთხით სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის უვნებლობის სამსახური მხარში გვიდგანან. დასაწყურებლებიც კეთდება იმ ადგილებში, სადაც წყალი არ არის.
- სხვა რა პრობლემები გამოიკვეთა?
- მუშახელი ყველაზე დიდი პრობლემაა. უმეტესობა უმუშევარია, მაგრამ ან უბრალოდ, მუშაობა არ უნდა, ან სოციალური დახმარების შემყურეს არ სურს იშრომოს და მეტი ჰქონდეს. ვისაც შრომა არ შეუძლია, მათ უფრო მეტითაც უნდა დაეხმაროს სახელმწიფო, მაგრამ ვინც შრომისუნარიანია, უნდა დასაქმდეს. მწყემსის ხელფასი დღეის მდგომარეობით 800 ლარია, მაგრამ სოციალური დახმარების 200 ლარს ამჯობინებენ. პრობლემაა მატყლის რეალიზების საკითხიც. 1.70 ლარი ჯდება ცხვრის გაპარსვა, ამას - ჩამოტანის ხარჯი ემატება და აქ 30 თეთრად ვაბარებთ. რა გამოდის? ვერც ყველს ვაკეთებთ მუშახელის არყოლის გამო. ადგილობრივ ბაზარზე 3-4%-ის რეალიზება თუ ხდება. ძირითადად, ექსპორტზე ვართ დამოკიდებულები - არაბულ ქვეყნებში გადის ქართული ცხვარი. ვფიქრობ, მეტი პოტენციალი გვაქვს და ბაზრის მოძიების შემთხვევაში მეტის გაყიდვა შეგვეძლება. მთავარია, მიწები სწორად განაწილდეს... მეცხვარეობა ვითარდება, საძირკველი საამისოდ ჩაყრილია და დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
- მისაბაძია, რომ ამდენი სირთულის მიუხედავად, მაინც არ შეშინდი.
- როცა რაღაცას ცდილობ და დინების საწინააღმდეგოდ მიცურავ, სხვების დამოკიდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს. არიან ადამიანები, ვისაც არ სიამოვნებს, საქმეს რომ აკეთებ და გსტრესავენ. შეგხვდება ვიღაც და გეუბნება, - ამაზე დიდი ხნის წინ ვიფიქრე, დავთვალე, ავწონ-დავწონე და არაფერი გამომივიდაო... პრობლემებთან გამკლავება რომ შეგეძლოს და მარტო თეორიაში არ იყო მაგარი, ხომ შეძლებდი და გააკეთებდი?! ხშირად უთქვამთ, - რა გიჭირდა სამაგისო, ასე რომ წვალობო?!. პირიქით, უნდა დააიმედო კაცი, სტიმული მისცე. შეიძლება, ისე არ გამოვიდა, როგორც უნდა გამოსულიყო და როგორც მინდოდა, მაგრამ მე მაკმაყოფილებს, ხვალინდელ დღეს უფრო სხვანაირად ვუყურებ. ადამიანებიც სხვა კუთხით დავინახე. აქამდე მეგონა, ყველა ჩემნაირი იყო... ბევრი სხვა დადებითი თვისებაც შემძინა ამ საქმიანობამ.
- დაქორწინებული თუ ხარ?
- 18 წლისამ შევქმენი ოჯახი. ვიცოდით, რომ მთაში ყოფნა ხშირად მომიწევდა, მაგრამ მეუღლე დამთანხმდა, მეცხვარეობა დამეწყო. 14 წლის ბიჭი გვყავს, იმასაც უყვარს მთა, ცხვარი; კვიცი გვარზე ხტისო, ხომ გაგიგონიათ?! ვაზიარე მეცხვარეობას, მაგრამ სწავლობს, ვარჯიშობს და ხშირად ვერ იცლის. ძირითადად, იქ მაინც მწყემსები არიან. ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს მათთან და თუ რამე სჭირდებათ, 40 წუთში ჩავდივარ. ამჟამად 400 სული ჩემია, 300 - სხვისი და ორნი აუდიან საქმეს.
- თვითონ თუ წაჰყოლიხარ ცხვარს მწყემსად?
- როგორ არა, თვეობით ვყოფილვარ ცხვარში. როდესაც მწყემსი გაგეპარება და ვერ შოულობ, რას იზამ? ყოფილა შემთხვევა, ჩამომიყვანია მწყემსი იორმუღანლოდან და დილით ჩამოყვანილი, საღამოს გამპარვია. თან, ფულიც ზოგჯერ წინასწარ მიმიცია...
უნდა გიყვარდეს ეს საქმე, პირუტყვი, სოფელი, შენი კუთხე-კუნჭული, მთა, იალაღები, ცხენი, ღამის ცხოვრება - კოცონი რომ გინთია და ნაბადში ხარ გახვეული - ამ ყველაფრით სიამოვნებას თუ ვერ იღებ, არაფერი გამოგივა.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
შემთხვევითი ემიგრანტის წარმატება ამერიკაში
ამერიკელმა მწერალმა ქალმა - ენ სეირმა როზალინდ ფრანკლინის ნამდვილი ბიოგრაფია დაწერა და სამართლიანობა აღადგინა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.