რა უნდა ვიცოდეთ მასაჟის შესახებ და როდისაა დაუშვებელი მისი გაკეთება!
font-large font-small
რა უნდა ვიცოდეთ მასაჟის შესახებ და როდისაა დაუშვებელი მისი გაკეთება!
"ასლან აბაშიძის პირად მცველად ვმუშაობდი"

"ზოგს მასაჟი სახლში ჭურჭლის რეცხვის პროცესი ჰგონია", - აღნიშნავს მასაჟის სპეციალისტი ზეზვა ჯაიანი, რომელიც ამ პროფესიას თურქეთში, ინდოელ გურუსთან დაეუფლა და 14 წელია, ამ სფეროში მუშაობს. ზეზვა მასაჟთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე გვესაუბრა და თავისი საინტერესო წარსულის შესახებაც მოგვითხრობს - როგორ გახდა სპორტსმენი პირადი მცველი, შემდეგ კი - მასაჟის სპეციალისტი.


- რა სახის მასაჟია ამჟამად ყველაზე მოთხოვნადი ქართველ მომხმარებელში?
- მთავარია, ადამიანს იმ მომენტში რა სჭირდება, ეს იქნება ე.წ. ანტიცელულიტური, გასახდომი, სახის, ზურგის სამედიცინო მასაჟი თუ რეფლექსოლოგია: ზოგს ფეხები აწუხებს და საერთოდ, ინდივიდუალურია, საკმაოდ ძლიერი მასაჟის პროცედურა ტარდება; ცოტა მტკივნეულიცაა, მაგრამ ბოლოს, თავს შესანიშნავად გრძნობ, კარგი შედეგი აქვს. საერთოდ, მასაჟი ყოველთვის კარგია, ოღონდ სწორად გაკეთებული. ერთი კურსი ათ მასაჟს მოიცავს და რამდენიმე თვის შემდეგ, გამეორება შეგიძლიათ; სასურველია, კვირაში ერთხელ ჩაიტაროთ პროცედურა, საზიანო არ არის, მაგრამ გადამეტებაც არ შეიძლება.
- რა შემთხვევაში უნდა იყოს ადამიანი ფრთხილად? როდის არ შეიძლება მასაჟის გაკეთება?
- საფრთხილოა ქრონიკული დაავადებების, ჰიპერტონიის დროს, რადგან სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. ყველა ამბობს, რომ ოსტეოქონდროზის დროს მასაჟი კარგია, მაგრამ უნდა იცოდე, როგორ მოამზადო ზურგი და როგორ გავათავისუფლოთ კისრის მალები და კუნთები ისე, რომ სისხლის მიწოდება თანაბარი იყოს და არა - ძლიერი და უეცარი. კარგად უნდა ვერკვეოდეთ ადამიანის აგებულებაში, ანატომიაში.
GzaPress
- ანუ აუცილებელია, რომ მასაჟისტს გარკვეული სამედიცინო განათლება ჰქონდეს, ხომ?
- რა თქმა უნდა! რასაც ახლა მასაჟისტებს ასწავლიან, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ დონეზე საკმარისია, მაგრამ თუ ადამიანს განვითარება უნდა, მეტი უნდა გააკეთოს, მეტი იკითხოს, ისწავლოს, ინფორმაცია მოიძიოს და საკუთარი თავის განვითარებაზე იზრუნოს, რადგან იმდენად ბევრია სხვადასხვა პრობლემის მქონეთა რიცხვი, რომ ჩვეულებრივი მასაჟის ანატომია ამას აღარ ჰყოფნის.
- დღესდღეობით ძალიან ბევრი ცენტრი გაიხსნა, სადაც მასაჟს აკეთებენ, მათ შორის, სილამაზის სალონებში, სადაც ზოგიერთ მასაჟისტს ლიცენზია ან რაიმე სერტიფიკატიც კი არა აქვს. წინა ხელისუფლების დროს რეგულაციებიც გაუქმდა. თქვენი აზრით, რამდენად მიზანშეწონილია ასეთი სამასაჟო კაბინეტების არსებობა? ან შესაბამის სასწავლებლებში სათანადოდ ასწავლიან?
- ვფიქრობ, სასწავლებლებში ნორმალურად ასწავლიან. მთავარი ისაა, თვითონ ადამიანში რამდენად ზის ეს პროფესია - "ფულის გასაკეთებლად" იწყებს თუ მოსწონს, როდესაც ადამიანს ეხმარება? ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. პირადად მე, დღეში ოთხ, მაქსიმუმ ხუთ მასაჟს ვაკეთებ. ამ საქმეს გარკვეული ენერგია სჭირდება და მასაჟისტმა იგი უნდა გადაანაწილოს. ამიტომ არ მიმაჩნია სწორად დღეში 10 მასაჟის კეთება. ენერგია დღის განმავლობაში ოთხ ნაწილად იყოფა. ვინც იოგაში ერკვევა, ეს კარგად იცის. როცა მასაჟს ვაკეთებ, მობილური ტელეფონიც ყოველთვის გამორთული მაქვს, ამ დროს მხოლოდ პაციენტზე უნდა ვიყო კონცენტრირებული.
- ქალბატონებისთვის ყველაზე მიმზიდველი ანტიცელულიტური მასაჟია. თუმცა, ზოგი ამბობს, რომ მასაჟი ამ პრობლემას არ წყვეტს და მხოლოდ ზედაპირულად, დროებით ალაგმავს, ის ცხიმი კი არ იწვება, არამედ უფრო სიღრმეში ჩადის. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
- სხეულის მანუალური, ხელით გახურების შედეგად, ტემპერატურამ 1 გრადუსითაც რომ მოიმატოს, ცხიმის წვის პროცესი უკვე იწყება. ზოგ შემთხვევაში, შედეგის არქონის მიზეზი არის ის, რომ ნორმალური ლიმფოდრენაჟი არ კეთდება. მაგალითად, აიურვედაში ანტიცელულიტური მიმართულება საერთოდ არ არსებობს, ეს აქ შედგა ამ ფორმით, ძლიერი მასაჟის მიქსი გაკეთდა, ძლიერი დრენაჟი და ეს სახელი დაარქვეს, თორემ 5 ათასი წლის წინანდელ წიგნებში ეს მიმართულება არც იცოდნენ (იცინის). ახლა ტრენდული გახდა.
- მასაჟის დროს ხერხემალზე შეხება, ზეწოლა შეიძლება თუ არა?
- რა თქმა უნდა, არა! საერთოდ, რატომ უნდა შეეხო ამ დროს ხერხემლის მალებს? ხერხემლის გასწვრივ არის პარავერტებრალური კუნთები, რომელთა დამუშავების შედეგად შეიძლება მოვხსნათ კუნთის სტრესი და დაჭიმულობა. ძლიერად დაწოლა და ისეთი მანუალური მოძრაობები, რომლებიც მასაჟისტმა არ იცის, არ უნდა გააკეთოს. ცხადია, მერე დაავადებები და პრობლემები, ანთებითი პროცესები ვითარდება.
- აღნიშნეთ, რომ სპორტსმენი იყავით. საერთოდ, სპორტსმენები ვარჯიშთან და სწორ კვებასთან დაკავშირებულ საკითხებში კარგად ერკვევიან. მასაჟით როგორ ან რატომ დაინტერესდით?
- ბათუმელი ვარ და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, წლების წინ ასლან აბაშიძის პირადი მცველი ვიყავი. მანამდე იურიდიული ფაკულტეტი და სამწლიანი სამედიცინო კოლეჯი მქონდა დამთავრებული, ასევე გავიარე ნლპ ფსიქოლოგიის კურსები. იურიდიული და სამედიცინო იმიტომ დავამთხვიე, რომ სასამართლო ექსპერტიზაში მინდოდა მემუშავა, მაგრამ მერე დრო შეიცვალა და დაბლოკილი ვიყავი, აღარსად მიმიღეს, ასლან აბაშიძესთან მუშაობის გამო. შემდეგ ერთ-ერთ ფირმაში დავიწყე მუშაობა, სადაც უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვიყავი. თურქეთის მოქალაქეებთან ახლო კონტაქტი გვქონდა და ერთ-ერთმა სტუმარმა შემომთავაზა, შემიძლია ანტალიაში, დიდ სასტუმროში გაგგზავნო სამუშაოდ, პირად მცველადო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და წავედი.
იქ ერთი ინდოელი მუშაობდა, მართლაც გურუ, რომელმაც რუსული ენა კარგად იცოდა, რადგან მანამდე მოსკოვში საქმიანობდა. მე რუსულიც ვიცოდი, თურქულიც და ხშირად ვსაუბრობდით, თუმცა მაშინ აზრადაც არ მომსვლია, მასაჟის შესწავლა დამეწყო. ერთ დღეს გავიგე, რომ სასტუმროს მეპატრონე ქვეყნის დატოვებას და სხვაგან გადასვლას აპირებდა. შემომთავაზა, ჩემი წასვლის შემდეგ, უმუშევარი რომ არ დარჩე, მასაჟს ხომ არ ისწავლიდი? სამედიცინო განათლებაც ხომ გაქვსო. გამეცინა, ვიფიქრე, სად დაცვის თანამშრომელი და სად მასაჟი-მეთქი?! ამიტომ უარი ვუთხარი. - აჯიტასთან მიდი, ერთ მასაჟს გაგიკეთებს და მერე დაფიქრდიო. მივედი, ოღონდ ტანზე ხელი არ ვახლებინე (იცინის), მაშინ მასაჟზე არაფერი ვიცოდი და თავის მასაჟი გამიკეთა - "შიროდარა". მაშინ მივხვდი, რომ უნდა მესწავლა! სწავლა დავიწყე, ამ პროცესმა ოთხ წელს გასტანა. თუმცა, პარალელურად მამუშავებდა კიდეც, ჩემი პაციენტები მყავდა. მახსოვს, ერთხელ ინდოელები ჩამოვიდნენ, მათ გავუკეთე მასაჟი და ჩემს მასწავლებელს უთხრეს, - ეს ბიჭი არ გაუშვა, შენი "ასლიაო". მესიამოვნა. საბოლოოდ, თბილისში წამოსვლა გადავწყვიტე. 14 წელია უკვე, ამ სფეროში ვარ.
- ინდოელების მასაჟი ცნობილი და საინტერესოა. თქვენს მასწავლებელს თავისი საიდუმლოებებიც ექნებოდა, არა?
- დიახ. აიურვედა ცნობილი მიმართულებაა, თავისი იოგა აქვს, კვების ელემენტები, მედიტაცია და ა.შ. ეს სანსკრიტული წიგნებიდან მოდის და რამდენიმე ათასი წლის წინანდელია. თავისი საიდუმლოებები მართლაც აქვს, მაგრამ მათი უმეტესობა ადამიანში დევს... თვითონ გკარნახობს გზას და ყოველთვის აღმოაჩენ რაღაცას ახალს. მუშაობის ყოველ მომდევნო წელს მეგონა, რომ მანამდე არაფერი ვიცოდი, სულ რაღაცას ვკითხულობდი, ტრენინგებზე დავდიოდი, ვვითარდებოდი.
GzaPress- ასლან აბაშიძის პირად დაცვაში როგორ მოხვდით?
- ერთ დღეს სპორტდარბაზში შემოვიდნენ და შეგვარჩიეს. პირველი კლასიდან ვვარჯიშობდი ჯერ სახლში, სარდაფში ჩემი ოთახი მქონდა მოწყობილი, შემდეგ, სენსეისთან აღმოსავლური ორთაბრძოლების განხრით. სხვათა შორის, ასლან აბაშიძეს ჩვენთვის საუკეთესო მწვრთნელები ჩამოჰყავდა, ერთ-ერთი ასეთი იყო თბილისელი პაატა ჭელიძე, სერიოზული ოსტატია. ვისაც ორთაბრძოლების სწავლა უნდა, ყველას ვურჩევ, ამ ადამიანთან და მის მოსწავლეებთან მივიდეს.
- როგორ დაახასიათებთ ასლან აბაშიძეს?
- სხვათა შორის, ჩვენთვის ძალიან კარგი პიროვნება იყო. მის გარშემო მყოფებიც, მისი პირადი მცველებიც - ყველანი კარგი ბიჭები იყვნენ, მართლაც ნარჩევები, ხასიათითაც და ჯან-ღონითაც. ცუდს არაფერს ვაკეთებდით, რომ მერე ჩვენზე ვინმეს რამე აუგი არ ეთქვა. თუ გავიგებდით, რომ რომელიმე ჩვენგანმა მაგალითად, კაფეში ფული არ გადაიხადა და ამისთვის თავისი თანამდებობა გამოიყენა, იმას "ვანადგურებდით" (იცინის). ჩვენს სახელსა და რეპუტაციას ვუფრთხილდებოდით. თვითონ ბატონი ასლანიც ასეთი იყო. ბოლოს არ ვიცი, რა და როგორ განვითარდა, პოლიტიკაა, მე ცოტა ადრე წამოვედი ამ სამსახურიდან.
- ე.ი. მასთან მუშაობა კომფორტული იყო?
- ძალიან. მართლაც კარგად ვგრძნობდით თავს, თანაც, ვიპ-ჯგუფი ვიყავით და პრესტიჟული სამსახური იყო.
- აბაშიძეების ოჯახთან მას შემდეგ თუ გქონიათ კონტაქტი?
- არა. მესმის, რომ ხალხს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, თუმცა მე მაინც უფრო დადებითი მოგონება დამრჩა მასთან მუშაობის შემდეგ. ყველა ადამიანი ზოგისთვის კარგია, ზოგისთვის - ცუდი. აჭარლების დიდ ნაწილს მოსწონდა, ხალხს ყოველთვის აფასებდა, მერე შეიცვალა... შეშინებული უფრო იყო, არავის ენდობოდა... მე იმიტომ წამოვედი, რომ მივხვდი, ჩემი ადგილი იქ აღარ იყო, რაღაცები აღარ მომწონდა... თუმცა, ზოგი ბოლომდე დარჩა. ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ. მათი შრომა არ დააფასეს, არადა, მთავრობას ვეტყოდი, რომ სწორედ ასეთი ერთგული ადამიანები არიან დასაფასებლები. ასეთები არ უნდა გაუშვა: პროფესიონალია; მისი მიზანია, უერთგულოს საქმეს და ვისი დაცვა იქნება, მნიშვნელობა არა აქვს.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ.
"ამ ჯიშს მთელ მსოფლიოში დელიკატესად მიიჩნევენ"
საქართველოში იარაღთან ურთიერთობის დიდი ტრადიცია არსებობს
"სიკეთე არასდროს მავიწყდება, მერე ურთიერთობა როგორც უნდა განვითარდეს"
სალომე ჭაჭუას გლამურული ბაზუკა
"გული მწყდება, რომ ძველი ურთიერთობები დაიკარგა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.