გამოფენა ალექსი პატურაშვილის დასახმარებლად
font-large font-small
გამოფენა ალექსი პატურაშვილის დასახმარებლად
"დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს გაგრძელება ექნება"

ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილს, 1 წლის ალექსი პატურაშვილს საზოგადოების დახმარება დასჭირდა. ამ მიზნით, მისი კოლეგები და მეგობრები გაერთიანდნენ და ცოტა ხნის წინ, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, რამდენიმე ოპერატორისა და ვიცე-პოლკოვნიკი ქალბატონის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სახელწოდებით "კადრს მიღმა". ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათის იყო და მიღებული თანხა სრულად გადაირიცხა პატარა ალექსის დასახმარებლად. რაც მთავარია, ქველმოქმედება დარბაზის კედლებში არ დასრულებულა და კვლავაც გრძელდება - მსურველებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მონაწილეებს დაუკავშირდნენ და მათთვის სასურველი ნივთი შეიძინონ. ალექსი პატურაშვილს სიმსივნური წანაზარდი ღვიძლზე აღმოაჩნდა, მკურნალობა კი, მოგეხსენებათ, დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. უცხოეთის კლინიკაში პატარას ქიმიოთერაპიის მესამე კურსი ჩაუტარდა. თუმცა, მკურნალობის გაგრძელებას და დახმარებას ის კვლავ საჭირობს.


გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბექა მშვილდაძის ფერწერული ტილოები, ნინო ჯიქიას ნაქარგების სახით შესრულებული, ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, რეზი ცირეკიძის ქანდაკებები და არჩილ ვაჟიკაშვილის ორიგინალური სკულპტურები - ფილმების პერსონაჟები, მომღერლები, ისტორიული გმირები და ა.შ.
GzaPress
ბექა მშვილდაძე, "პალიტრანიუსის" ოპერატორი:
- ვინც მედიასივრცეში მუშაობს, ყველა ჟურნალისტსა და ოპერატორს კარგად მოეხსენება, რომ ძირითად დროს ჩვენ სამუშაო ადგილზე ვატარებთ, ფაქტობრივად, იქ ვცხოვრობთ, ერთი ოჯახის წევრები ვართ და რითაც შევძლებთ, ერთმანეთს ხელი უნდა გავუმართოთ. პერფორმანსი მოვიფიქრეთ და გვინდა, მცირედით მაინც დავეხმაროთ ჩვენი კოლეგის პატარა ალექსს. სიკეთე გადამდებია და დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს გაგრძელება ექნება.
ესპანეთიდან უმაგრესი ადამიანი - ლექსო დუჩიძე შემოგვიერთდა, რომელიც საკუთარ ნახატებს ნებისმიერ ფასად ყიდის, ალექსის დასახმარებლად. დიდი მადლობა მას! სხვათა შორის, ნამუშევარი პირველმა ქალბატონმა ანა დოლიძემ შეიძინა.
- შენ რა ნამუშევრები წარმოადგინე?
- დაახლოებით 35 ტილო გავიტანე, ძირითადად, ფერწერული ნამუშევრები; არჩილ ვაჟიკაშვილმა და რეზი ცირეკიძემ - ქანდაკებები, ქალბატონმა ნინო ჯიქიამ კი, რომელიც სპეციალური სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკია, ძალიან ლამაზი ნაქარგები გამოფინა. რამდენიმე ნამუშევარი უკვე გაიყიდა.
GzaPress
რეზი ცირეკიძე, ოპერატორი:
- გამოფენაზე რამდენიმე სკულპტურული ნამუშევარი წარმოვადგინე, ასევე სახლის მაკეტი. დაახლოებით ერთი წელია, რაც ამ მიმართულებამ გამიტაცა.
- რა მასალით მუშაობთ? რამდენად რთულია და რა დროს მოითხოვს ამ ყველაფრის კეთება?
- სიმართლე გითხრათ, ჩემთვის რთული საერთოდ არ არის. მგონია, რომ ყველას აუცილებლად გამოუვა, მთავარია, ინტერესი. პროფესიით ოპერატორი ვარ, სამხატვრო კოლეჯი დავამთავრე. თუმცა, იქ დიდად არ მიხატია. ახლა ჩემი სახელოსნო მაქვს, სიმყუდროვე შევიქმენი. მინდა, ხესა და რკინაშიც ვცადო ჩემი შესაძლებლობები. ვნახოთ, რა გამომივა. ახლა პირველად გამოვიტანე ნამუშევრები საჯაროდ, რომ პატარა ალექსის სიცოცხლის გადარჩენაში წვლილი შევიტანო.

მაკა ცირეკიძე, ფილოლოგი, დამთვალიერებელი:
- აქ წარმოდგენილი ნამუშევრები ძალიან მომეწონა. მიხარია, რომ საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და ტელეჟურნალისტები, ოპერატორები კეთილი საქმის გასაკეთებლად გაერთიანდნენ. კარგი იქნება, თუ მსგავსი ღონისძიებები რეგულარულ ხასიათს მიიღებს.
GzaPress
ანგარიშის ნომერია: GE54BG0000000161812619
(საქართველოს ბანკი);
მიმღები ბექა პატურაშვილი (ალექსის მამა).
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ.
"ამ ჯიშს მთელ მსოფლიოში დელიკატესად მიიჩნევენ"
საქართველოში იარაღთან ურთიერთობის დიდი ტრადიცია არსებობს
"სიკეთე არასდროს მავიწყდება, მერე ურთიერთობა როგორც უნდა განვითარდეს"
სალომე ჭაჭუას გლამურული ბაზუკა
"გული მწყდება, რომ ძველი ურთიერთობები დაიკარგა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.