"თილისმასავითაა ჩემი ბროშები"
font-large font-small
"თილისმასავითაა ჩემი ბროშები"
"საქართველოს რუკის ფორმის ბროშებს ბევრი აკეთებს, მაგრამ ბეჭედი ჩემამდე არავის დაუმზადებია"

ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტს, მარიამ ბერიანიძეს სიამოვნებას ანიჭებს იმ აქსესუარების შექმნა, რომელიც ქალის ლუქს სრულყოფილს გახდის. თვითონ მაინცდამაინც არ უყვარს სამკაულები, საქორწინო ბეჭედსაც არ ატარებს, მაგრამ ბროწეულის ბროშები განსაკუთრებით მოსწონს.

GzaPress
- 8 წლიდან ვჩხირკედელაობდი. მახსოვს, პირველი საჩუქარი დედასთვის დავამზადე - ბისერებისა და მავთულებისგან ყვავილები შევქმენი, ქოთანში ჩავდე, მერე ქოთნის ჩასადებიც თვითონვე მოვქსოვე და დაბადების დღეზე ვაჩუქე. მინდოდა, დედა გამეხარებინა. ბავშვობიდან ქსოვაც მეხერხებოდა და კერვაც, დამოუკიდებლად ვისწავლე. რამდენიმე წლის წინ საკერავი მანქანა ვიყიდე და დღემდე ვიკერავ ისეთ ტანსაცმელს, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ მხოლოდ მე მაცვია. აი, ბროშებს რაც შეეხება, ჯერ ტექნიკა შევისწავლე, მეთოჯინე მაიკო გნოლიძესთან. ფეხმძიმობის პერიოდში პირველად ვცადე ჩემთვის სამკაულის დამზადება და გამომივიდა. არც მიფიქრია, თუ ოდესმე ეს საქმე ასე გამიტაცებდა, მაგრამ რაკი მაიას ჩემი ნამუშევარი ძალიან მოეწონა, ამან სტიმული მომცა. ახლა უკვე ყველაფერს ვაკეთებ - ბეჭდებს, საყურეებს, "აბადოკებს", სამაჯურებს, ბროშებს. ბევრმა რომ შემაქო და ნაკეთობები მომიწონა, გვერდის გაკეთების იდეაც გაჩნდა. შარშან 20-მდე ბროში გავგზავნე გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც ამერიკაში, ნიუ-იორკში ჩატარდა. კმაყოფილი დავრჩი, რადგან გულსაბნევები თითქმის სულ გაიყიდა. გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიაც დაინტერესდა და ჩემთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მიხარია, რომ ჩემი ნაკეთობებით ცნობილი ადამიანებიც მოიხიბლნენ. მოდის ექსპერტს, ქალბატონ დალი ჩიტალაძეს ჩემი გულსაბნევი აქვს - ბუმბულიანი, გრძელ სამაგრზე. მალე კიდევ ერთ, ძალიან ცნობილ ქართველს ექნება ჩემი ბროში, მაგრამ ჯერ მოლაპარაკების ეტაპზე ვარ და ვინაობას ვერ გავამხელ.
- საავტორო აქსესუარები თუ გაქვს?
- აი, ახლა გაჩვენებთ საქართველოს რუკის ფორმის ბეჭედს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ერთხელ ეს ბეჭედი გავიკეთე და მივხვდი, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველა ჩემს ხელს აკვირდებოდა. ქართულ ბაზარზე პირველი ვარ, ვინც ასეთი რამ შექმნა. საქართველოს რუკის ფორმის ბროშებს ბევრი აკეთებს, მაგრამ ბეჭედი ჩემამდე არავის დაუმზადებია. ჩემი პირველი საავტორო ნამუშევარია ბროწეულის ბროში, რომელიც ჩემს სავიზიტო ბარათად იქცა.
GzaPress
- მასალისა და დამზადების ტექნიკის შესახებაც მითხარი, რით გამოირჩევა შენი ნამუშევრები?
- ჩეხურ და იაპონურ მასალას ვიყენებ, მაღალი ხარისხის ბიჟუტერიაა, ასევე, ბუნებრივ ქვებს, ძუას, თექას, ნატურალურ ტყავს. თითოეულის შექმნას დაახლოებით 4-5 საათი ვუნდები. ვცდილობ, ყველა დეტალი ზუსტად დავამუშაო და დასრულებული სახე მივცე, მიფუჩეჩება არ შემიძლია. კონტურების გამოსაკვეთად და ნამუშევრების კიდევ უფრო გასალამაზებლად დრეკად მავთულს ვიყენებ, ე. წ. კანიწელს, რომელიც კრავს ნამუშევარს, 15-20 წელი მოუხსნელად გექნება და არ დაიშლება. ოსტატების უმეტესობა კი სამკაულებს ამზადებს კანტის გარეშე, რადგან ასე უფრო მარტივია.
- ჯერ ერთი წლისაც კი არ არის შენი შვილი. როდის ახერხებ ამდენი რამის დამზადებას?
- ახლა აკადემიური მაქვს აღებული. ძირითადად, მაშინ ვმუშაობ, როცა ჩემი შვილი იძინებს. ის ჯერ 9 თვისაა და ჩემგან დიდ ყურადღებას მოითხოვს. ღამის პირველ საათზე რომ დავჯდები, 5-6-მდე ვმუშაობ, თუმცა არ ვიღლები, პირიქით - ეს ჩემთვის სტრესის დაძლევისა და განტვირთვის საშუალებაა, ძალზე მამშვიდებს. თილისმასავითაა ჩემი ბროშები, რადგან თითოეულ ნამუშევარში ისეთ სულსა და გულს ვდებ, იმდენ დადებით ენერგიას ვატან, რომ მხოლოდ პოზიტიური ემოციებით არის დამუხტული.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მხატვარი, რომლის ნახატიც სოციალურ ქსელში აიტაცეს
"ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საკუთარ თავში ახალი უნარები უნდა აღმოვაჩინოთ"
ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ქუთაისში, ვინც არ იცნობს ნანული ცხვედიანს.
ჩვენ გვეშინია ვირუსების, ქვეწარმავლების, მღრღნელების ან თვითმფრინავით მგზავრობის
მკერავ-დიზაინერი, რომელიც ნიღბებს უანგაროდ არიგებს
ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.