"თავისუფლება" - ქართველების გამოფენა თავისუფლების ქვეყანაში
font-large font-small
"თავისუფლება" - ქართველების გამოფენა თავისუფლების ქვეყანაში
"ხატვის დაწყებისას ერთგვარი შიში მქონდა, რადგან მეგონა, არ გამომივიდოდა"

ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში, გაეროს საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატების ეგიდით, ქართველი ხელოვანების - ევგენია აბაშიძისა და მიშიკო გაბაიძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, სახელწოდებით - "თავისუფლება".



ევგენია აბაშიძე:
- საზღვარგარეთ ხშირად დავდივარ და როცა მეკითხებოდნენ, საიდან ხარო? საქართველო ყველასთვის რუსეთთან ასოცირდებოდა, ეს კი ჩემში პროტესტს იწვევდა და მინდოდა გაეგოთ, რომ საქართველო რუსეთი კი არა, დამოუკიდებელი ქვეყანაა. სწორედ აქედან გამიჩნდა იდეა, რომ ყველა ის ქვეყანა დამეხატა, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა, ახლა კი დამოუკიდებელია, სუვერენული, თავისი მდიდარი ისტორიითა და კულტურით. ჩემი სიტყვა და აზრი ნახატებით მინდოდა გადმომეცა. დამთვალიერებლებს ეს იდეა მოეწონათ. ბევრმა ისიც კი არ იცოდა, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. ძალიან დაინტერესდნენ და ამის შემდეგ, გადაწყვიტეს, - მოდით, რაიმე ისეთი კამპანია წამოვიწყოთ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, საქართველო ლიდერი რომ გახდესო.
- რამდენი ხანია, რაც ამ ნამუშევრებს ქმნით?
- პროფესიით სტომატოლოგი ვარ, თუმცა, ამ სფეროში დიდი ხანია, აღარ ვმუშაობ. ბოლო 2-3 წელია, მხატვრობით განსაკუთრებულად დავინტერესდი, მაგრამ ხატვის დაწყებისას ერთგვარი შიში მქონდა, რადგან მეგონა, არ გამომივიდოდა. თუმცა, პირველი ნახატი რომ შევქმენი, რაღაცნაირად მომეწონა. ამას სხვა ნამუშევრებიც მოჰყვა და საბოლოოდ აღმოვაჩინე, რომ თურმე ხატვა შემიძლია, თანაც, ძალზე სასიამოვნო პროცესია. საკუთარი თავი ვიპოვე და ამ ყველაფერს უფრო სერიოზულად შევხედე, ნამდვილად ჩემი საქმე ყოფილა.
ეს ჩემი პირველი გამოფენა იყო და ნამუშევრების გაყიდვას არ ვაპირებდი, რადგან აპრილში მინდა საქართველოშიც ვუჩვენო დამთვალიერებელს, შემდეგ კი - სტრასბურგში, ევროკავშირის შენობასა და კვლავ ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში. მოკლედ, უნდა "ვამოგზაურო" ჩემი თემატური ნამუშევრები, რომლებიც შეიძლება ითქვას, პოლიტიკურიცაა, მაგრამ რადგან პოლიტიკოსი არ ვარ და ვერაფერს ვცვლი ჩემი ქვეყნის სასიკეთოდ, მინდა, ასეთი ფორმით შევიტანო წვლილი, საერთაშორისო საზოგადოებას ჩვენი ტკივილი გავაგებინო.
GzaPress
მიშიკო გაბაიძე:
- ამ გამოფენაზე ახალგაზრდები განიხილავდნენ თავიანთი ქვეყნების შედეგებს კლიმატის ცვლილების სფეროსთან დაკავშირებით, პარიზის ხელშეკრულების შემდეგ. ვინაიდან ასეთი სერიოზული კონფერენცია იყო და მდგრადი განვითარების მიზნის შესახებ ვმსჯელობდით, გადავწყვიტე, წარმომედგინა ნამუშევრები, რომლებიც კლიმატის ცვლილებას შეეხებოდა, ანუ - რა გააკეთეს ადამიანებმა სამყაროში, ამ შედეგამდე რომ მივსულიყავით. ორი სერიული ნახატი მაქვს: ერთ-ერთია ხეების მოჭრაზე, სადაც ასახულია, თუ როგორ გადაიქცა ტყე გადაჭედილ ქალაქად და დაბინძურებულ ჰაერად. მეორე სერია კი ასახავს ჰაერის დაბინძურებას, სადაც თავიდან ძალიან ლამაზი მთები, პეიზაჟები და პარაშუტები მოჩანს, ნელ-ნელა ეს ყველაფერი დაბინძურებულ ჰაერში გადადის, ხეები იჭრება მთებში და აღარც ჩიტები ჩანან და აღარც პარაშუტები ცაში.
- რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება ამ თემით?
- დაახლოებით ერთი წლის წინ, აშშ-ში გაეროს კონფერენციის მუშაობაში ჩავერთე (ონლაინ) და ძალიან დავინტერესდი დიპლომატიით, ასევე, მდგრადი განვითარების მიზნებით. კლიმატის ცვლილება კი მთელ სამყაროში ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, რომელსაც ყველა უნდა შევებრძოლოთ. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი სათქმელი ნახატებით გადმომეცა.
ადრე, ორჯერ მქონდა გამოფენა: ერთი აშშ-ში, ფილადელფიის მერიაში, სადაც ჩემი ნახატი - "აგვისტოს ომი" - პოსტერად იყო გამოყენებული. იქ 20 ნახატი გამოვიტანე; ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში იმავე თემაზე გამოფენას ერქვა "ჩვენი ხმა ევროპას". ორივე საქართველოს დამოუკიდებლობას შეეხებოდა. ჩემს ნახატებს სახელს არ ვარქმევ, რადგან მიმაჩნია, რომ ადამიანებმა მათში ის უნდა დაინახონ, რაც თვითონ უნდათ.
GzaPress
- ევროპარლამენტში ახალგაზრდა დიპლომატის სტატუსი მიიღეთ. როგორ შეგარჩიეს და როგორ აღმოჩნდით საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატებს შორის?
- აქ ყველა ახალგაზრდა გარკვეული კრიტერიუმით შეირჩევა, მაგალითად - ინგლისურის ცოდნით, კომუნიკაბელურობით და ა.შ. ჩემს სკოლასთან საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატებს მემორანდუმი აქვთ გაფორმებული, რის შედეგადაც მოსწავლეებს ასეთ პროექტებში ჩართვა შეუძლიათ. ერთ დღეს, ქალბატონ რიტა პროკოპენკოს შევხვდი და ასე დაიწყო ჩემი დაინტერესება დიპლომატიით.
თავიდან, წყლის საერთაშორისო დღეს - 22 მარტს შევქმენით "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა გაეროს ასოციაცია", რომლის პრეზიდენტიც გავხდი და ამის შემდეგ, გაეროს ბევრ კონფერენციას ვუკეთებთ ორგანიზებას როგორც თბილისში, ისე ბათუმში, ასევე ვმონაწილეობთ უცხოეთში ორგანიზებულ ღონისძიებებში. ნოემბერში ბრიუსელში საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატის ოფიციალური სტატუსი გადმომეცა, რომელიც გარკვეულ პრივილეგიებს იძლევა. მაგალითად: სტაჟირების გავლას ევროკავშირში, მონაწილეობას სპეციალურ საგანმანათლებლო პროექტებში და ა.შ.
- სამომავლოდ ამ მიმართულებით ხომ არ აპირებთ პროფესიის არჩევას და საქმიანობის გაგრძელებას?
- იმდენად დიდი ცოდნა მივიღე და იმდენად განვივითარე უნარ-ჩვევები ამ მიმართულებით, რომ დიპლომატიით ძალიან დაინტერესებული ვარ. ეს გამოცდილება მომავალში ჩემს კარიერაზე დიდ გავლენას იქონიებს და საბოლოოდ, ალბათ სწორედ დიპლომატიას ავირჩევ. ჩემს ქვეყანას საზღვრებს გარეთ წარმოვაჩენ, რათა საქართველო გავხადო არა ადგილი რუკაზე, არამედ ქვეყანა, რომლის ხმაც მსოფლიოში ისმის და სხვა ქვეყნების პატივისცემას იმსახურებს.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მხატვარი, რომლის ნახატიც სოციალურ ქსელში აიტაცეს
"ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საკუთარ თავში ახალი უნარები უნდა აღმოვაჩინოთ"
ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ქუთაისში, ვინც არ იცნობს ნანული ცხვედიანს.
ჩვენ გვეშინია ვირუსების, ქვეწარმავლების, მღრღნელების ან თვითმფრინავით მგზავრობის
მკერავ-დიზაინერი, რომელიც ნიღბებს უანგაროდ არიგებს
ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.