თაფლსა და კონიაკში გაცვლილი პირველი ნახატი
font-large font-small
თაფლსა და კონიაკში გაცვლილი პირველი ნახატი
გომბორის გზაზე უამრავჯერ ვჩერდები, ხან ხე მომეწონება, ხან ყვავილები


სიცოცხლის სიყვარული იკითხება თვითნასწავლი მხატვრის, ფერმწერის, ბექა ხუცურაულის თითოეულ ნამუშევარში. ათვალიერებ მის ნახატებს და არ გასვენებს ინტერესი, როგორ ჩნდება ბექას პალიტრაზე ამდენი უჩვეულო ფერი და როგორ ახერხებს, რომ მის ტილოებზე ყველაფერი ნამდვილია, სუნთქავს და საოცარ ემოციებს აღგიძრავს.



- ჩემთვის მთავარი და ღირებულია, ნახატში სიცოცხლე იგრძნობოდეს და როდესაც ამას სხვები აღნიშნავენ, ძალიან მიხარია - იმაზე მეტი რა უნდა გააკეთო ადამიანმა, შენი შექმნილით თუნდაც წუთიერ სიხარულს რომ ანიჭებ ვინმეს. ამით ბედნიერი ვარ და ეს არის მიზეზი იმისა, რომ როგორც კი ნახატს დავასრულებ, მაშინვე სოციალურ ქსელში ვტვირთავ - ხალხის შეფასებები, ემოციები სტიმულს მაძლევს ახალი იდეების განსახორციელებლად. ამიტომ დატვირთული რეჟიმით მიწევს მუშაობა. თითქმის ყოველდღე, ღამის 3-4 საათამდე ვხატავ. არადა, ყოველ დილას ადრე უნდა ავდგე, რადგან ტელევიზიაში, გარდა პროდაქშენისა, ვმუშაობ პროგრამაში, რომელიც სატელევიზიო არხების რეიტინგს ზომავს. მიუხედავად დაღლილობისა, ბევრჯერ საწოლიდან ავმდგარვარ და ხატვა გამიგრძელებია, ჭამა შემიწყვეტია, წასასვლელად გამზადებულს დამიგვიანია... ყველაზე მთავარი ის არის, რომ დროს ვერ ვგრძნობ: დღის შუქზე დამიწყია ხატვა და შუაღამე ისე მოსულა, ვერ გამიგია.
- ამბობთ, ხატვა მავსებსო. საინტერესოა, მანამდე რა ხდებოდა, პროფესიით ვინ ხართ და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
- ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების, ნავთობგაზსაცავებისა და ნავთობგაზსადენების ექსპლუატაციის სპეციალისტი ვარ, თუმცა ამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. 1999-დან 2006 წლის ზაფხულამდე ვმუშაობდი ჯერ თელავის ახალგაზრდულ დეპარტამენტში, შემდეგ კი კულტურის სამსახურში. ვიყავი მრავალი ფესტივალის, კონცერტის თუ სხვა ღონისძიების ორგანიზატორი. სხვათა შორის, მინისტრისგან მადლობის წერილიც მაქვს მიღებული. უამრავი მომღერალი, მუსიკოსი, პოეტი თუ მხატვარი, სწორედ ჩემს სამუშაო ოთახში იკრიბებოდა. ეს სამსახური მავსებდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ თბილისში გადმოსვლა მომიხდა, 2006 წლიდან ჯერ სარეკლამო კომპანიაში, შემდეგ კი ბანკში დავიწყე მუშაობა. აბსოლუტურად სხვა სფეროში მოვხვდი და მიუხედავად იმისა, რომ მოკლე ხანში ყველაფერს ალღო ავუღე, სულ მინდოდა, ცოტა მრავალფეროვანი გამეხადა ჩემი ცხოვრება. ჯერ მხოლოდ შავი ფანქრით მოვსინჯე და სამსახურში რაღაცების ხატვა დავიწყე, მაგრამ მივხვდი, რომ ფერების გარეშე არაფერი გამომივიდოდა. ხატვის დაწყება ჩემს დაოჯახებასაც უკავშირდება... 2005 წელს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, გიორგი უშიკიშვილის ხელმძღვანელობით, დაიწყო ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც გამოფენა თელავში მე გავხსენი, ორგანიზატორი კი იყო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი, ქალბატონი ცისანა მარინდაშვილი, რომელიც ასევე საქართველოს მხატვართა საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირისა და იუნესკოს მხატვართა საერთაშორისო ფედერაციის წევრი, გობელენის შეუდარებელი ოსტატი გახლდათ (სამწუხაროდ, 2 წლის წინ გარდაიცვალა). სწორედ მის მიერ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მოწყობილი ექსპოზიციებით გაიცნო ფართო საზოგადოებამ არაერთი ხელოვანი. ამ ფესტივალზე თელავში დისშვილთან, ირინა ნოზაძესთან ერთად ჩამოვიდა. ირინა ახლა ჩემი მეუღლეა. პროფესიით უცხო ენების სპეციალისტია, გატაცებულია ბატიკაზე ხატვით, ბოლო რამდენიმე წელია, მინანქრითაც დაინტერესდა, სამკაულებს ამზადებს, ახლა კი ინგლისური ენის შემსწავლელ სახელმძღვანელოზე დაიწყო მუშაობა. პირველად სწორედ ცისანა მარინდაშვილის საღებავები გამოვიყენე. მახსოვს, დიდ ბატიკაზე მუშაობდა, საღამოს კი მის პალიტრაზე მორჩენილი საღებავებით დავხატე - პირველი ცდა კრახით დასრულდა. გული არ გავიტეხე. არაერთხელ ვთხოვე, ესწავლებინა, მაგრამ სულ თავს იკავებდა; შიშობდა, მისი გავლენის ქვეშ არ მოვქცეულიყავი. ხშირად მიმეორებდა - იმდენად საინტერესოდ ვითარდები, სჯობს, თვითონ გაიკვალო გზა, ბევრი რამ არც ისწავლება, თვითონ უნდა გრძნობდეო...
GzaPress
- საინტერესოა, რა ხდება მუშაობის პროცესში, როგორი განწყობა გჭირდებათ ამისთვის?
- როდესაც ვხატავ, ტილოს მეტს ვერაფერს ვხედავ და ვერაფერს ვგრძნობ. შეიძლება, რაღაც გადმოვაყირავო, რამეს დავეჯახო... ყოველი ნახატის დაწყებისას მაქვს ამოცანა, რომელიც უნდა ამოვხსნა და სხვა რამეზე კონცენტრაციას ვერ ვახერხებ. აი, როდესაც უკვე მივაგნებ იმას, რაც ზუსტად მინდა, უდიდეს სიხარულს ვგრძნობ და მიჩნდება სურვილი, სხვებსაც გავუზიარო. განსაკუთრებით მიყვარს, როდესაც ხატვისას ვისვენებ და ამ დროს ჩემ გვერდით ირინაა, მივირთმევთ ჩაის ან ყავას და ვსაუბრობთ. ეს სრულ იდილიას მიქმნის. რაც შეეხება განწყობას, როცა უარყოფითი ემოციით ვარ დატვირთული, მაშინ ვერ დავხატავ, ფერსაც კი ვერ შევარჩევ. ამიტომაც ვცდილობ, ჯერ გუნება გამომიკეთდეს და მერე დავხატო. კარგ განწყობაზე შეიძლება მომიყვანოს კარგმა მუსიკამ, ნაწარმოებმა, მოგონებებმა, მაგალითად, ძველი ალბომის დათვალიერებამ, ფიქრმა იმაზე, რომ ხვალ უკეთესი რამ მელოდება, შვილებმა, რომლებიც ყველაფერს მავიწყებენ. ძალიან მეხმარება ხატების კუთხე, ლოცვისა და ფსალმუნების კითხვა მამშვიდებს. ბოლო რამდენიმე წელია ვცდილობ, ყველა მარხვა შევინახო, ეს მაძლიერებს.
ზოგჯერ, როცა ახალი ენერგია მჭირდება, ქალაქგარეთ, თუნდაც თელავში ერთი ჩასვლაც კი "მავსებს". გომბორის გზაზე უამრავჯერ ვჩერდები, ხან ხე მომეწონება, ხან ყვავილები, მზის ჩასვლა, ქარისა და ფოთლების ურთიერთობა მზეში. "ცოცხალი კადრი" საინტერესო რამ არის, წუთებსა და წამებში თვალით მიღებულ შთაბეჭდილებას ძალიან დიდხანს ვერ შეინახავ, მას სისტემატურად ახალი შთაბეჭდილებები ცვლის, ამიტომ უნდა მოასწრო და ისეთივე ემოციით გადმოსცე, როგორც დაინახე. რაც ყველაზე მეტად მახარებს, ის არის, რომ ჩემს ნახატებში არაფერია მკვდარი. მინდა, ნამუშევრებში ბევრი ემოცია იყოს, რომ ადამიანმა სიცოცხლის მშვენიერება იგრძნოს. ყოველდღიურად ისედაც იმდენი უარყოფითი რამ ხდება, იმდენი დარდი და წუხილია... თუ ჩემი ნამუშევრები ერთ ადამიანს მაინც გაუჩენს ხვალინდელი დღის იმედს, ბედნიერად ჩავთვლი თავს.
GzaPress
- თქვენი ნამუშევრებში ყვავილები ჭარბობს.
- როგორც თვითნასწავლი, თავისუფალი ვარ ფერებსა და არჩევანში. ჩემთვის არავის უსწავლებია ხატვის ტექნიკა. ხშირად მეკითხებიან, ყვავილებს რატომ ხატავო? ალბათ, ჩემი წარმომავლობა განაპირობებს მთისა და ბუნების სიყვარულს, განსაკუთრებით მინდვრის ყვავილები მიყვარს და იასამნები.
- პირველი ნახატი თაფლსა და კონიაკში რომ გაცვალეთ, ეგ ამბავი გაიხსენეთ.
- (იცინის) კარგია, ეს ამბავი რომ გამახსენეთ. რაც ხატვა დავიწყე, არაერთმა ადამიანმა მომცა სტიმული და დამარწმუნა, რომ ხატვა შემიძლია. პირველი იყო უჩა ედიშერაშვილი, ჩვენ ბანკში ერთად ვმუშაობდით. უჩა წარმოშობით გორიდან არის, მისი სოფელი კი 2008 წელს დაიბომბა. იმ წლებში ბანკის თანამშრომლები მისი ოჯახისგან თაფლსა და ვაშლს ვყიდულობდით. ერთხელ შემომთავაზა, თაფლსა და კონიაკს გაგიცვლი ნახატშიო. ისე გამიხარდა, ვერ წარმოიდგენთ. ეს დიდი სტიმული იყო ჩემთვის.
GzaPress
- 2019 წელს პირველი პერსონალური გამოფენა გქონდათ. კვლავაც თუ გეგმავთ გამოფენის მოწყობას?
- მიხარია, რომ პირველი გამოფენა სწორედ ჩემს მშობლიურ ქალაქში, თელავის ისტორიულ მუზეუმში, ქეთევან იაშვილის სახელობის გალერეაში ჩატარდა. ეს 7 ნოემბერს, ერეკლე მეფის დაბადების დღეს იყო. კარგ თარიღსაც დაემთხვა და დიდი გამოხმაურებაც ჰქონდა, სიამაყით ვყვები ყველგან, რომ ჩემი ორი ნამუშევარი, მუზეუმმა მუდმივ საექსპოზიციო დარბაზში გამოფინა სხვა ქართველი მხატვრების გვერდით. გამოფენაზე წელსაც ვფიქრობ, ოღონდ - თბილისში, მთავარია, ნახატებს მოვუყარო თავი.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მხატვარი, რომლის ნახატიც სოციალურ ქსელში აიტაცეს
"ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საკუთარ თავში ახალი უნარები უნდა აღმოვაჩინოთ"
ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ქუთაისში, ვინც არ იცნობს ნანული ცხვედიანს.
ჩვენ გვეშინია ვირუსების, ქვეწარმავლების, მღრღნელების ან თვითმფრინავით მგზავრობის
მკერავ-დიზაინერი, რომელიც ნიღბებს უანგაროდ არიგებს
ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.