"ჩემი თაობის პატარა გოგო აუცილებლად უნდა გათხოვილიყო და მთელი ცხოვრება სამზარეულოში ეტრიალა"
font-large font-small
"ჩემი თაობის პატარა გოგო აუცილებლად უნდა გათხოვილიყო და მთელი ცხოვრება სამზარეულოში ეტრიალა"
"შეიძლება ჩოხიანები ვართ, მაგრამ ამ ჩოხის იქით რა იმალება, მთავარი ეს არის"

ის ყოველთვის ელეგანტური და მოხდენილია. მოსწონს, როდესაც ფორმაშია და ყველა ქალს ურჩევს, არ მოდუნდნენ, გარეგნობას მიხედონ. თვითონ ამას მაინც ახერხებს, თუნდაც, ყველაზე დაძაბული დღის რეჟიმი ჰქონდეს. ჩვენი სტუმარია პიარტექნოლოგი და მწერალი ლალი მოროშკინა, რომელსაც თანამედროვე ქალების პრობლემებსა და საფიქრალზე ვესაუბრეთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ჩემი თაობის ე.წ. სიწმინდეები იმდენად იყო გაუკუღმართებული და გაცრეცილი, იმდენი ხავსი გახლდათ დაგროვილი, მიხარია, ახალი თაობა ყველაფერს თავის სახელს რომ არქმევს. პატარა გოგო აუცილებლად უნდა გათხოვილიყო და მთელი ცხოვრება სამზარეულოში ეტრიალა, რადგან მიიჩნეოდა, რომ მამაკაცი გახლდათ ყველაფრის თავიდათავი. ქალის ინიციატივა ჩვენთან ყოველთვის ისჯებოდა და ზოგჯერ, ახლაც ისჯება..."

"ახალმა დროებამ ისიც მოიტანა, რომ მამაკაცი ოჯახს მარტო ვეღარ ინახავს. მას ქალის მხარში დგომა სჭირდება. ახალგაზრდა ოჯახებში ეს ყველაფერი გააცნობიერეს და ფუნქციებიც თანაბრად გადაინაწილეს. წარსულს ჩაჰბარდა დრო, როცა ქალი თხოვდებოდა და მერე შეეძლო არაფერი ეკეთებინა, რადგან მეუღლის ან მისი ოჯახის კმაყოფაზე უნდა ყოფილიყო..."

"სუნამოც კი ყველას სხვადასხვანაირი მოსწონს. როცა ორი ბიოლოგიური ინდივიდი ერთმანეთს უნდა შეერწყას, მათ ბევრი რამ უნდა ჰქონდეთ საერთო. უამრავი განქორწინება ხდება იმის გამო, რადგან ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვერ ეგუება. ოჯახი თავიდან ინარჩუნებს ცრუ მორჩილებას, რომელიც ჩვენი, კავკასიური სენია..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 12 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ.
"ამ ჯიშს მთელ მსოფლიოში დელიკატესად მიიჩნევენ"
საქართველოში იარაღთან ურთიერთობის დიდი ტრადიცია არსებობს
"სიკეთე არასდროს მავიწყდება, მერე ურთიერთობა როგორც უნდა განვითარდეს"
სალომე ჭაჭუას გლამურული ბაზუკა
"გული მწყდება, რომ ძველი ურთიერთობები დაიკარგა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.