"ვცდილობ, თოჯინები ჰგავდნენ ცოცხალ არსებებს"
font-large font-small
"ვცდილობ, თოჯინები ჰგავდნენ ცოცხალ არსებებს"
ინტერნეტის დახმარებით ნასწავლი ხელსაქმე

მაკო გნოლიძემ პირველი თოჯინა 6 წლის წინ შექმნა და იმდენად მოეწონა, ვეღარ გაჩერდა. თოჯინების დიზაინერიც თვითონვეა, ტანსაცმელსაც უკერავს და ფეხსაცმელსაც. ბოლო დროს კი სხვადასხვა აქსესუარის, განსაკუთრებით, ბროშების კეთებამ გაიტაცა. მისი ხელნაკეთი გულსაბნევები არაერთ ცნობილ ქართველ ქალბატონს ამშვენებს. არადა, პროფესიით ფიზიკოსი და ფსიქოლოგ-სოციოლოგი გახლავთ, თუმცა ამ მიმართულებით არასდროს უმუშავია.


- ბავშვობაში პიონერთა სასახლეში, სამხატვრო სკოლაში დავდიოდი. ქსოვა, ქარგვა, კერვა პატარაობიდან მეხერხებოდა. მერე დავოჯახდი, შვილები მეყოლა და ბუნებრივია, მათ მეტ დროს ვუთმობდი. ყოველდღიური რუტინა დამღლელი იყო და როგორც კი წამოიზარდნენ, მომინდა, ისეთი რამე გამეკეთებინა, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს სამახსოვროდ რომ დარჩებოდათ. ჯერ ხატვა დავიწყე, მერე თოჯინების კეთება. "იუთუბიზე" შემთხვევით წავაწყდი ერთი ბალტიისპირელი მეთოჯინის ნამუშევრებს და შეიძლება ითქვას, "მოვიწამლე". ინტერნეტში უამრავი ინფორმაცია მოვიძიე, ვიდეოებსაც ვუყურე, თუმცა იქ ყველა დეტალი არ ჩანდა. გავარკვიე, რა მასალისგან მზადდებოდა, როგორი ტექნიკით და ჯერ ერთი გავაკეთე, მერე მეორე... ახლა უკვე 50 თოჯინის ავტორი ვარ.
GzaPress- პირველივე ცდა წარმატებით დამთავრდა?
- საახალწლო აქსესუარებსა და დეკორატიულ ნივთებს ადრეც ვაკეთებდი და ამიტომ, ოჯახის წევრებს არ გაჰკვირვებიათ ჩემი ახალი გატაცება. პირველსავე ცდაზე მართლაც კარგი თოჯინა გამომივიდა. იაპონელი კაცი გავაკეთე, ზის, ხელში საკურას ტოტი უჭირავს, წინ ჩაის სერვიზი უდევს, ხის ქოშები და კიმონო აცვია. მახსოვს, ჩემი პირველი ნამუშევრით ყველა აღფრთოვანებული დარჩა. ეს თოჯინა დღესაც სახლში მაქვს და განსაკუთრებულად მიყვარს.
- თოჯინის კეთებისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას რას ანიჭებთ?
- ვცდილობ, თოჯინები ჰგავდნენ რეალურ, ცოცხალ არსებებს, ჰქონდეთ ხასიათი, განწყობა. ასევე, მნიშვნელოვანია, გემოვნებით შევურჩიო სამოსიც, სწორად ავაწყო კომპოზიცია.
- ყველაზე რთულად შესასრულებელი თოჯინა რომელი იყო და რატომ?
- შარშან, ნოემბრის თვეში ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მეთოჯინეების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა. 16 ქართველი მეთოჯინე ვმონაწილეობდით, დანარჩენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ. ცნობილი სერიალის - "სამეფო კარის თამაშების" 2 გმირი - დრაკონების დედა, დეინერისი და ღამის მეფე გავაცოცხლე. ახლობელმა მითხრა, ამ ფილმის გმირები გამოძერწე, ძალიან ეფექტური გამოვაო. მანამდე სერიალი ნანახიც არ მქონდა. საკმაოდ შრომატევადი იყო, რამდენიმე თვე ვმუშაობდი მასზე და როდესაც დავასრულე, სიამაყის გრძნობა დამეუფლა - რაც მინდოდა, შევძელი. სხვათა შორის, ამ გამოფენას ესწრებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ისე მოეწონა ჩემი კომპოზიცია, ფოტოგრაფს სთხოვა, მისთვის ფოტო დრაკონის ფონზე გადაეღო. ქალბატონ სალომეს ჩემი გაკეთებული ბროშიც ვაჩუქე და მოეწონა.
GzaPress- ბოლო რამდენიმე წელია, ულამაზეს აქსესუარებსაც ამზადებთ - თმის სამაგრებს, საყურეებს, ყელსაბამებს, გულსაბნევებს.
- მუდმივად ახლის ძიებაში ვარ, არ შემიძლია ერთ ადგილას გაჩერება. ერთხელ ჩემი შვილის მასწავლებლისთვის სარვამარტო საჩუქრად რაიმე მინდოდა შემერჩია. ვიცოდი, ხელნაკეთი ნივთები მოსწონდა და სწორედ მაშინ შევქმენი პირველი გულსაბნევი. ერთი დღე მჭირდება ბროშის დასამზადებლად. ვიყენებ ჩეხურ ბისერებს, მაქმანს, მელქიორის მავთულს კარკასისთვის, აკრილის თვლებს, მთის ბროლს, მარგალიტებს, კამეას, მაღალი ხარისხის შუშას და ნატურალურ ტყავს.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ.
"ამ ჯიშს მთელ მსოფლიოში დელიკატესად მიიჩნევენ"
საქართველოში იარაღთან ურთიერთობის დიდი ტრადიცია არსებობს
"სიკეთე არასდროს მავიწყდება, მერე ურთიერთობა როგორც უნდა განვითარდეს"
სალომე ჭაჭუას გლამურული ბაზუკა
"გული მწყდება, რომ ძველი ურთიერთობები დაიკარგა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.