გვჭირდება თუ არა იარაღის შესახებ კანონის ლიბერალიზაცია
font-large font-small
გვჭირდება თუ არა იარაღის შესახებ კანონის ლიბერალიზაცია
საქართველოში იარაღთან ურთიერთობის დიდი ტრადიცია არსებობს

იარაღის შესახებ კანონის ლიბერალიზაციის მომხრე საქართველოში, არა მგონია, ბევრი იყოს. არ არსებობს ჩამოყალიბებული აზრი ამ საკითხზე. ზოგი ფიქრობს, რომ ეს სამოქალაქო თავდაცვის განვითარებას უწყობს ხელს და კრიმინალის დონეს დაბლა სწევს, ზოგი კი გაზრდილ რისკებსა და საფრთხეებზე საუბრობს. საინიციატივო ჯგუფის "სპორტული სროლა" დამფუძნებელი, ნეტო ბენდელიანი მხარს უჭერს იარაღის შესახებ კანონის ლიბერალიზაციას და თვლის, რომ თავისუფალ ადამიანს თავის დაცვა უნდა შეეძლოს.



- საქართველოში იარაღთან ურთიერთობის დიდი ტრადიცია და კულტურა არსებობს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ჯერ კიდევ XVI საუკუნის მეორე ნახევარშია დადასტურებული. სამხრეთ და დასავლეთ საქართველოსთვის იარაღის წყარო ოსმალეთის იმპერია იყო, აღმოსავლეთ საქართველოსთვის კი - სპარსეთი. XVII საუკუნეში ცეცხლსასროლი იარაღი ვრცელდება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში. იტალიელი მისიონერის, არქანჯელო ლამბერტის დახასიათებით, სვანები "ომში მამაცნი არიან და შესანიშნავი მსროლელნი, თოფს და თოფის წამალს თვითონ აკეთებენ". ამ უაღრესად საყურადღებო ცნობით ირკვევა, რომ სვანეთში თოფს უკვე ადგილობრივები ამზადებდნენ. ლამბერტის ინფორმაციას ადასტურებს მისი თანამემამულე მისიონერის, კრისტოფორო კასტელის ალბომიც, სადაც 2 სურათზე თოფით შეიარაღებული სვანები არიან გამოსახული: ერთგან სვანი ქალი ფითილიანი თოფით, მეორეგან კი სვანი მამაკაცი და ქალი თოფებით. კასტელი აღნიშნავს, რომ სვანი ქალები თოფს კარგად ისვრიან. საბჭოთა კავშირის იდეოლოგიიდან გამომდინარე, იარაღის მოხმარების კულტურა თანდათან დაიკარგა და ჩამოყალიბდა სტიგმა, რომ იარაღი მხოლოდ გასამხედროებული სახელმწიფო სტრუქტურის ნაწილია. დღევანდელი კანონით კი, თავდასხმისას თუ იარაღს გამოიყენებ და ვერ დაადასტურებ, რომ თავს იცავდი, შესაძლოა, მსხვერპლი იყო და გამტყუნდე. ერთი სიტყვით, კომუნისტური წყობის მერე შემორჩენილი კანონები ვერ ერგება დღევანდელ რეალობას. იარაღის შენახვისა და ტარების უფლებას განსაზღვრავს კანონი, რომლის დახვეწასა და განვითარებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ზრუნავს. სამინისტრომ პრეზენტაცია წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებებზე იარაღის შესახებ. ბუნებრივია, სახელმწიფოს თავისი მკაფიო დამოკიდებულება აქვს იარაღის კანონის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რაც დიდ ინტერესს იწვევს.
- რა ხარვეზებია ამ მხრივ კანონმდებლობაში?
GzaPress
- ზუსტი, ტაქტიკური და პრაქტიკული სროლა - იარაღის მოყვარულთა ერთ-ერთი საყვარელი სპორტია, თუმცა მაქსმენები (სამოქალაქო სპორტული მსროლელები) მიიჩნევენ, რომ კანონმდებლობაში ბევრი ხარვეზია და უფრო მეტიც, რამდენიმე მათგანი აბსურდულია, რაც შეუძლებელს ხდის ამ სპორტის განვითარებას. პისტოლეტის ყიდვა შესაძლებელია შესაბამისი იურიდიული ტესტის ჩაბარების შემდეგ, მაგრამ ამ იარაღს ტირში ვერ ამოწმებს, რადგან გადატანა ეკრძალება. ასევე, სხვა ბევრი ლაფსუსია, შენახვის წესების არცოდნის გამო კი სამწუხაროდ, ბევრი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებულა. თუ ჩვენ ვაძლევთ მოქალაქეს იარაღს, მას ამ იარაღის შესწავლისა და გამოყენების უფლებაც უნდა მივცეთ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. არის ხალხი, ვინც ერთობა და ისვრის, არ არის მონადირე, მაგრამ მას მონადირის კანონი ზღუდავს. აკრძალულია ასევე ე.წ. მაყუჩების გამოყენება, მაგრამ არ არის განმარტება, რატომ. მით უმეტეს, მაყუჩი არ ცვლის ტყვიის ბალისტიკას და ევროპაში გარკვეულ შემთხვევაში, უმაყუჩოდ ნადირობაც აკრძალულია. საქართველოში არ არსებობს ე.წ. სასროლეთი. დადგენილების თანახმად, უნდა აშენდეს 5-მეტრიანი ქვის ღობე, რაც რეკომენდებული არ არის, პირველ რიგში, უსაფრთოებიდან გამომდინარე - გვერდითა კედლიდან ტყვიის ასხლეტის მაღალი ალბათობის გამო, ჯობია, იქ კედელი საერთოდ არ იყოს. გარდა ამისა, თუ სასროლეთში შაშხანისათვის სასროლო მანძილი საშუალოდ 600-700 მეტრი იქნება, სასროლეთის გარშემო უნდა აშენდეს 1500 მეტრის სიგრძისა და 5 მეტრი სიმაღლის ღობე, რისი მოწყობაც წარმოუდგენელია. საქართველოში გვაქვს რამდენიმე ისეთი უნიკალური ადგილი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ საერთაშორისო ღონისძიებების ჩასატარებლად. რელოურინგი - (ვაზნის გადატენა) ეს მთელ მსოფლიოში დაშვებულია და ჩვეულებრივ პროცედურად ითვლება. ჩვენთან ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი ჩანაწერებია დარჩენილი კანონში, რომ საბრძოლო მასალის დამზადება ისჯება და ხრახნულიანი იარაღის ტყვიაც საბრძოლო მასალად არის განხილული. პრობლემებია იარაღის აქსესუარების შემოტანასთან დაკავშირებითაც. ადრე იარაღის აქსესუარების შეძენა შესაძლებელი იყო გამოწერით. ამ ეტაპზე საქართველოს შსს-მ აკრძალა აქსესუარების შემოტანა საბაჟოზე, თუ რატომ, არავინ იცის. იძულებული ხარ, მაღაზიაში იყიდო იარაღი, ხშირად ფასი მიუწვდომელია და არჩევანიც მცირეა.
- ბევრი შიშობს, რომ იარაღის შესახებ კანონის ლიბერალიზაცია კიდევ უფრო გაზრდის დანაშაულის რაოდენობას ქვეყანაში.
- ბევრს ისე ესმის, თითქოს კანონს მივიღებთ და მეორე დღესვე ყველას შეეძლება იარაღის ტარება. ასე არ არის. იარაღის ქონა და შემდეგში ტარების უფლება უნდა მოხდეს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმებით. მსროლელებისა და იურისტების ჯგუფმა ერთობლივად უნდა შეიმუშაონ კანონი, სადაც თანამიმდევრულად იქნება გაწერილი ყველა საფეხური. როცა იქნება კერძო ტირები, შემდეგ შეიქმნება კერძო სამოქალაქო სკოლა, სადაც გაწევრდებიან და იქნება ტესტირებები. რა თქმა უნდა, სიმთვრალეში უნდა აიკრძალოს ტარება, უნდა აკონტროლებდეს უბნის რწმუნებული. სტატისტიკურად, ამერიკის იმ შტატებში, სადაც იარაღის ტარება არის ლეგალური, ნაკლები კრიმინალია, ვიდრე ნიუ-იორკში, სადაც მკაცრი წესებია. შესაძლებელია ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ კანონმორჩილ მოქალაქეს ექნება საშუალება, თავდაცვის მიზნით იარაღი ატაროს განსაზღვრული პერიოდით (1-2 წლამდე). ოღონდ ასეთი ნებართვის მსურველების განცხადებები ინდივიდუალურად უნდა განიხილონ, მხედველობაში მიიღონ მოქალაქის პროფესია და მიმდინარე საქმიანობა, ცოდნა და გამოცდილება, წარსულში ჩადენილი ან შესაძლო კავშირი რაიმე სახის დანაშაულთან, რამდენად კარგი გადასახადის გადამხდელია, ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. ამით სახელმწიფოსაც შეუძლია დამატებითი შემოსავალი მიიღოს და თან, რაც უფრო მეტი ადამიანი შეძლებს თავდამსხმელის მოგერიებას და თავის დაცვას, ვფიქრობთ, ეს უკვე შედეგია.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
თაფლის სანთელი ბუნებრივი ანტისეპტიკია
"არ შეიძლება ერთ პატარა საქართველოში ხალხი კუთხეების მიხედვით დაყო..."
"თვითონ იაპონელებმაც არ იციან ყველა იეროგლიფის დაწერა. მე დაახლოებით 600 ვისწავლე"
მარი ბორძიკაშვილი 2018 წლის ზაფხულიდან სხვადასხვა აქსესუარს ქმნის.
ვინ გაგზავნა ქართველი მხატვრების პირველი ნაკადი საზღვარგარეთ სასწავლებლად
ბო­ლო დროს ტუ­რის­ტულ­მა ბიზ­ნეს­მა ცო­ტა გა­მო­ა­ცოცხ­ლა ეს სფე­რო
"ვაჟა-ფშაველას პირველი მეუღლე, კეკე სინამდვილეში, ნებალაძე იყო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.