"საბედნიეროდ, პატრონად მე ამირჩია"
font-large font-small
"საბედნიეროდ, პატრონად მე ამირჩია"
სალომე ჭაჭუას გლამურული ბაზუკა

კარგა ხანია, მოცეკვავე სალომე ჭაჭუა მომცრო ზომის, თეთრ, ფუმფულა "ბიჭთან" მეგობრობს, რომლის სახელსა და ვიზუალს შორის აშკარა კონტრასტია - ბაზუკა ჰქვია. აღმოჩნდა, რომ ბაზუკას და სალომეს ხასიათის საერთო თვისებებიც აქვთ...


- ბაზუკა ბიშონ ფრიზეს ჯიშის ძაღლი გახლავთ. სხვათა შორის, ენციკლოპედიაში ასე წერია - "გლამურული ბიშონ ფრიზე" (ფრანგული ჯიშია). ბაზუკა მეგობარმა მოულოდნელად მაჩუქა - სიურპრიზი გამიკეთა. ახლა ვფიქრობ, ბაზუკას გარეშე რა მეშველებოდა (იცინის)? ძალიან გულთბილი არსებაა. მგონი, ძაღლების პატრონებს ეს სინდრომი აქვთ - საკუთარი ძაღლი განსაკუთრებული ჰგონიათ. მეც ეს სინდრომი მაქვს: მგონია, ბაზუკას მსგავსი არავინ არის. სხვათა შორის, ბაზუკას ვინც კი იცნობს და მას ეკონტაქტება, ყველა ამბობს, - რაღაცნაირად, განსხვავებული, გამორჩეულიაო... მართლაც საოცარი არსებაა. მისგან დიდ პოზიტიურ ენერგიას ვიღებ.
- როგორ შეიჩვიე?
- მეგობარმა რომ მაჩუქა, მეორე დღეს კიევში 2 კვირით მივფრინავდი. საერთოდ, ასე ხდება: ძაღლი ოჯახში ერთ პატრონს ირჩევს. როცა ბაზუკა სახლში მივიყვანე, ოჯახის აბსოლუტურად ყველა წევრი გავაფრთხილე - ზედმეტად დიდხანს არავინ მოეფეროთ, საწოლში არ ჩაიწვინოთ-მეთქი. ძალიან განვიცდიდი - ამ 2 კვირაში ისე არ მოხდეს, რომ პატრონად სხვა აირჩიოს-მეთქი. დედაჩემმა სიტუაცია გააკონტროლა, რომ ბაზუკა ზედმეტად არავის შესჩვეოდა, საწოლში მისი ჩაწვენის უფლებას არავის აძლევდა... საქართველოში რომ დავბრუნდი, საბედნიეროდ, პატრონად მე ამირჩია. ასე მოვდივართ ერთად (იღიმის).
GzaPress
- როგორი ხასიათი აქვს?
- სხვათა შორის, ვეთანხმები, როცა ამბობენ, - ძაღლი პატრონს ემსგავსება ან პირიქითო. ცხოვრებაში როგორი წყნარი და მშვიდიც ვარ, ჩემი ბაზუკაც ასეთია. მოფერება უყვარს. ასევე, მოსწონს, როცა თავად გეფერება, გეხუტება...
- შენთან ხანგრძლივ განშორებას როგორ ეგუება?
- რთულად - მოწყენილია... მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები მასზე ზრუნავენ და ცდილობენ, გაართონ, ჩემთან განშორებას მაინც განიცდის. ბევრად ხალისიანი და ლაღია, როცა მის გვერდით ვიმყოფები, თუმცა უჩემოდ ძალიან მოწყენილიც არ არის, რადგან ამის საშუალებას არ აძლევენ - სულ ართობენ. საქართველოდან წასული რომ ვიყავი, დედაჩემი ხშირად მეუბნებოდა, - ცოტა არ იყოს, მასხარად ვიქეციო (იცინის).
- ეს სახელი - ბაზუკა რატომ შეურჩიე?
- როდესაც დავინახე - თეთრი, ქუნქულა, ხუჭუჭა, "პაწუკა" ლეკვი მინდოდა, მისი გარეგნობისგან რადიკალურად განსხვავებული სახელი შემერჩია, თან - რაღაც მსგავსებაც უნდა ყოფილიყო: რეალურად, ბაზუკა (ყუმბარმტყორცნი) ხომ დიდია? ჩემი ბაზუკა პატარაა, მაგრამ "დიდი" ბეწვი აქვს (იცინის). სასაცილო სახელია: "ბაზუკას" რომ დაუძახებ, შეხედავ და - პატარა, სასაცილო, თეთრი "ღრუბელი" მოდის...
- ანუ სახელზე რეაგირებს...
- რა თქმა უნდა. ჭკვიანია: როცა უნდა, ყველაფერი ესმის, როცა არ უნდა, არ ესმის (იცინის).
- ოინების მოწყობა სჩვევია? შენს ტანსაცმელს ხომ არ ერჩის?
- არა, ეს ჩვევა არა აქვს, რომ რაღაცები დაღრღნას, შეჭამოს, მაგრამ ხანდახან, როცა ბრაზდება, ცუდად იქცევა: მაგალითად, უკვე ხვდება, როდესაც სადმე მივემგზავრები. ჩემოდანს რომ ვიღებ და მასში ტანსაცმელს ვალაგებ, ისე განიცდის და ბრაზობს, რომ ჯერ ჩემოდანში წვება, 1-2-ჯერ მასში მოისაქმა კიდეც. ზოგჯერ გაბრაზებული საწოლზე მოისაქმებს და ჩემს გამგზავრებას ასე აპროტესტებს. მერე, ამის გამო, მე და ბაზუკას "ომი" გვაქვს.
- ახალი წლის დღესასწაულზე, ხმაურს როგორ არიდებ?
- ბათქაბუთქი მეც ძალიან არ მიყვარს, ამიტომ მე და ბაზუკა ოთახში ერთად შევდივართ და ვიკეტებით. შეიძლება, აბაზანაში შევიდეთ... განა მეშინია? ხმაური არ მსიამოვნებს. რატომღაც, წელს ჩემმა ძმამ დიდი საახალწლო ასაფეთქებელი (რომელსაც საოცარი ხმა აქვს) მოინდომა. როცა ასაფეთქებელი აამოქმედა, იმ დროს მე და ბაზუკა აბაზანაში ვისხედით. ჩემი ძმა გავაფრთხილე - როცა მორჩები, დამირეკე და ჩამოვალთ-მეთქი.
- შენ და შენი ოთხფეხა მეგობარი დასასვენებლად ერთად მიდიხართ ხოლმე?
- კი, თუ უცხოეთში არ მივემგზავრები და საერთოდ, დასასვენებლად თუ მივდივარ (იცინის)... ტრადიციულად, ზაფხულობით სტუდიაში სპორტული შეკრება მაქვს. რა თქმა უნდა, ამ დროს ბაზუკა ჩემთან ერთად არის. შემაწუხებელი ძაღლი არაა: ცხადია, მოვლა სჭირდება, მაგრამ ცელქი და ოინების მოყვარული არ გახლავთ.
GzaPress
- მის გარეგნობაზე, სამოსზე როგორ ზრუნავ? იქნებ სამკაულებიც აქვს?
- სამკაულები არა აქვს, რადგან "მამაკაცია" (იცინის). ისეთი ტანსაცმელი აქვს, როგორიც დედას მოსწონს: "დუბლიონკა", ტყავის ქურთუკი.... თავისი სტილისტი ჰყავს: ისეთი "თმა" აქვს, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ამიტომ სალონში ხშირად დადის. როცა "თმა" ეზრდება, ყოველდღე უნდა დავარცხნო; თუ ამის საშუალება არ გვაქვს, "თმა" თითქმის ბოლომდე უნდა შეჭრა, რაც ბაზუკას არ სიამოვნებს. ამ დროს ტანსაცმელს ვაცმევ... ისე, მომწონს, როცა არაფერი აცვია.
- მისთვის სამოსს საქართველოში ყიდულობ?
- კი. როცა ქვეყნიდან გავდივარ, იქიდანაც ჩამომაქვს.
- ბაზუკას თავისი საწოლი აქვს?
- რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც თბილისში ვარ, ბაზუკასაც ჩემ გვერდით სძინავს. სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია (იცინის).
- ვიდრე შენს ცხოვრებაში ბაზუკა გაჩნდებოდა, ცხოველების მიმართ როგორი დამოკიდებულება გქონდა?
- ცხოველებზე ბავშვობიდან ვგიჟდები, ისე მიყვარს! ვფიქრობ, არ არსებობს ცხოველი, რომლის მიმართაც ოდნავ მაინც ზიზღის გრძნობა მაქვს. აბსოლუტურად ყველა ოთხფეხა მიყვარს, განსაკუთრებით - ძაღლები. ზამთარში, როცა ცივი ამინდია და ქუჩის ძაღლებს ვხედავ, გული მიკვდება. ერთი პერიოდი, ოთხფეხა მეგობრებიც მყავდა: ვაჭმევდი, თანდათან მომეჩვივნენ, ლეკვები გააჩინეს... ჩემმა მეგობარმა ლეკვი ამიტომ მაჩუქა - იცის, რომ ცხოველები ძალიან მიყვარს.
- ბაზუკამდე ძაღლი გყოლია?
- სახლში - არა, რადგან დედაჩემს ძაღლების ძალიან ეშინია. როცა ბაზუკა მაჩუქეს, დედასთან "ომი" გადავიტანე. ბოლოს დამთანხმდა, რომ დაგვეტოვებინა. ვუთხარი, - ნახავ, როგორ შეიყვარებ-მეთქი. ახლა გიჟდება, ისე უყვარს...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ.
"ამ ჯიშს მთელ მსოფლიოში დელიკატესად მიიჩნევენ"
საქართველოში იარაღთან ურთიერთობის დიდი ტრადიცია არსებობს
"სიკეთე არასდროს მავიწყდება, მერე ურთიერთობა როგორც უნდა განვითარდეს"
"გული მწყდება, რომ ძველი ურთიერთობები დაიკარგა"
ინტერნეტის დახმარებით ნასწავლი ხელსაქმე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.