"ულმობელი და სასტიკი იშვიათად ვხდები, უმეტესად მაშინ, როცა უსამართლობას ვაწყდები"
font-large font-small
"ულმობელი და სასტიკი იშვიათად ვხდები, უმეტესად მაშინ, როცა უსამართლობას ვაწყდები"
"სიკეთე არასდროს მავიწყდება, მერე ურთიერთობა როგორც უნდა განვითარდეს"

"გარეგნულად მარმარილოსავით ცივია, მაგრამ უჩვეულოდ ვნებიანი. მას შეუძლია იყოს ულმობელი, საშიში, სასტიკი, ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე. მოწინააღმდეგეს ისეთ დარტყმას აყენებს, საბოლოოდ უკარგავს მასთან ქიშპობის სურვილს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები კურდღლის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი მსახიობ ნუკა მარგველაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ულმობელი და სასტიკი იშვიათად ვხდები, უმეტესად მაშინ, როცა უსამართლობას ვაწყდები. ამ დროს ჩემი ემოცია დაუფარავად შემიძლია გამოვხატო, ვერაფრით დავმალავ, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტური არ ვარ... ემოციების მართვა შემიძლია, ამას ჩემი საქმიანობაც მოითხოვს, მაგრამ ეს ნერვების ფასად მიჯდება..."

"სიკეთე არასდროს მავიწყდება, მერე ურთიერთობა როგორც უნდა განვითარდეს. წყენებიც სულ მახსოვს, მაგრამ მათ ხშირად არ ვუღრმავდები, ბოღმით ვერ ვიცხოვრებ. კარგი მეხსიერება მაქვს... იყო პერიოდი, როცა ყველას ჩემს მეგობრად ვთვლიდი. რაც ასაკი მომემატა, გაფილტვრა თავისთავად მოხდა. ბავშვობის მეგობრები არ იცვლებიან, ამ ადამიანებს სულ სხვა ემოციები მოაქვთ. მეგობრებს სულ ვიძენ, მათ გარეშე ვერაფერი წარმომიდგენია..."

"მამაკაცობა არ მინდა, მაგრამ საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას ზოგჯერ მამაკაცივით ვიღებ. ასეთი მომენტი ცხოვრებაში არაერთხელ მქონია. მაქვს განცდა, რომ თანასწორი ვარ, ბევრი რამის გაკეთება შემიძლია..."

"დანახვისთანავე შემიძლია ვთქვა, რამდენად კარგი პიროვნებაა. ინტუიცია საოცრად მაქვს განვითარებული, მაგრამ ჯერ "ჯადოქრობამდე" არ მივსულვარ... იშვიათად შევმცდარვარ. ზოგჯერ ვფიქრობ, ამ ადამიანზე ეს აზრი თავში რატომ მომივიდა-მეთქი?.. გასულა მცირე დრო და გამართლებულა..."

"ვინმესთვის არ მიმიბაძავს, მანერები არ გადმომიღია. ჩემი გმირი ამ სერიალის მეორე სეზონში აქტუალურია. მისი მსგავსი ბევრი აფერისტი თავადაც შემხვედრია. ეს როლი თუ შედგა, 80%-ით ნიკა ქაცარიძის დამსახურებაა. მას დიდი გამოცდილება აქვს, ძალიან მეხმარება. გყავდეს ნიკასნაირი პარტნიორი, ესეც გამართლებაა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 19 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კრისტინე კეკუტია: "ჩემი ქმარი არაბული ტრადიციებისგან შორსაა"
"ველაფერს ვუჩხიკინებდი, რაც ხმას გამოსცემდა"
როცა სტუდენტი ამ მიმართულებას ირჩევს, მან კარგი თეორიული ცოდნა უნდა მიიღოს
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.