"ფუფუნებაში არ ვიზრდებოდი, მაგრამ დახეული ტანსაცმლითაც არ დავდიოდი"
font-large font-small
"ფუფუნებაში არ ვიზრდებოდი, მაგრამ დახეული ტანსაცმლითაც არ დავდიოდი"
რა ქონებას ფლობს გოგი წულაია

რატომ აირჩია პროფესიად ინჟინრობა, რატომ არ უყვარს ფულის დაგროვება, რა ქონება შეიძინა პარლამენტარობის დროს და რატომ დარჩა მხოლოდ ერთი, მამისეული სახლის იმედად - თავისი ცხოვრება-ქონების შესახებ "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია გვესაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მატერიალურად საშუალო ფენის ოჯახში გავიზარდე, ქონება არც თავს გადაგვდიოდა და არც გვშიოდა. მამა ინჟინერი იყო, ავტოქარხანაში მთავარ მექანიკოსად მუშაობდა, დედა - უფროს ექთანად პოლიკლინიკაში. როგორც გითხარით, ფუფუნებაში არ ვიზრდებოდი, მაგრამ დახეული ტანსაცმლითაც არ დავდიოდი, ჯინსიც მეცვა და ველოსიპედიც მქონდა..."

"ჩემი ნაყიდია მიწის ნაკვეთი თერჯოლაში, სოფელ ჭოგნარში. დამოუკიდებლად ვიყიდე იმიტომ, რომ იაფი იყო - 200 თუ 300 დოლარი ღირდა, თუმცა მაშინ ძნელი საშოვნელი იყო ეგ 300 დოლარი. მაგ ნაკვეთზე დღემდე ვერ მოვახერხე რამის აშენება. მშობლებისგან მემკვიდრეობით მერგო ბინა ქუთაისში, სადაც ახლა ვცხოვრობ. 3 წლის ვიყავი, მამამ ეგ ბინა რომ მიიღო..."

"გულახდილად გეტყვით - მე-9 კლასში ვიყავი, როცა ფულზე ვითამაშე და წავაგე. კარგია, რომ ასე მოხდა, ორ რამეში წამადგა: ამის შემდეგ საერთოდ აღარ გავკარებივარ კაზინოებსა და ტოტალიზატორებს, ძველბიჭური, ყოჩობის პერიოდიც ამით დამთავრდა. მეორე სიკეთე ის იყო, რომ შრომის ფასი ვისწავლე. ის წაგებული ფული, რა თქმა უნდა, მამაჩემმა გაისტუმრა, ოღონდ ზაფხულში ავტოქარხანაში დამაწყებინა მუშაობა, - გაიგებ, ფული როგორი საშოვნელიაო. ორი თვე ვიმუშავე და ჭკუა ვისწავლე..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 19 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კრისტინე კეკუტია: "ჩემი ქმარი არაბული ტრადიციებისგან შორსაა"
"ველაფერს ვუჩხიკინებდი, რაც ხმას გამოსცემდა"
როცა სტუდენტი ამ მიმართულებას ირჩევს, მან კარგი თეორიული ცოდნა უნდა მიიღოს
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.