ვიტამინების საბადო - იასამნისფერი კარტოფილი
font-large font-small
ვიტამინების საბადო - იასამნისფერი კარტოფილი
"ამ ჯიშს მთელ მსოფლიოში დელიკატესად მიიჩნევენ"

ბოლო წლებში თბილისის დიდ სუპერმარკეტებში იასამნისფერი კარტოფილი გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია დიასახლისების (და არა მხოლოდ დიასახლისების) ყურადღება. საქმე ის არის, რომ მისგან შეიძლება მოვამზადოთ ყველაფერი, რაც ჩვეულებრივი კარტოფილისგან მზადდება. იასამნისფერი კარტოფილისგან არაჩვეულებრივ "პიურეს" ამზადებენ და უგემრიელეს ბლინებს აცხობენ. ძალზე გემრიელია ის შემწვარი, ასეთი კარტოფილის წვენს ბუნებრივ საღებავად იყენებენ საკონდიტრო ნაწარმში... მსოფლიო ბაზარზე ეს ჯიში საკმაოდ ძვირი ღირს: ერთი კილოგრამის ფასი 5 დოლარი და მეტია. უფრო დაწვრილებით ამ საინტერესო ჯიშზე თსუ-ის პროფესორი, სურსათის ექსპერტი ეთერ სარჯველაძე გვიამბობს.


- რით არის გამორჩეული იასამნისფერი კარტოფილი და რით განსხვავდება ჩვეულებრივი ჯიშისაგან?
- იასამნისფერი კარტოფილი მსოფლიოში დელიკატესად არის მიჩნეული. ის ყველაზე სასარგებლოა ფერადი კარტოფილის ჯიშებს შორის. როგორც ვაშლი შეიძლება იყოს მწვანე, წითელი ან თეთრი, ასევეა კარტოფილიც - ის შეიძლება იყოს თეთრი, ან - ფერადი. ფერადი კარტოფილის პოპულარობა მსოფლიოში სწრაფი ტემპით იზრდება. ის თავის მხრივ, რამდენიმე სახესხვაობად იყოფა: არსებობს ვარდისფერი, იისფერი, ლურჯი და წითელი კარტოფილი. რაც შეეხება იასამნისფერს, ის ველური იასამნისფერი კარტოფილის და ჩვეულებრივი კარტოფილის შეჯვარებითაა მიღებული. ჩვეულებრივი ჯიშისაგან არა მარტო ფერით განსხვავდება, მასში ბევრი ისეთი ნივთიერება შედის, რომელიც სასარგებლო თვისებებს ანიჭებს მას.
- მოგვიყევით ამ ჯიშის სასარგებლო თვისებებზე.
- იასამნისფერი კარტოფილი დიდი რაოდენობით კაროტინოიდებს და ანტიოქსიდანტებს შეიცავს. ამ კარტოფილის გამოყენება კარგია ვირუსების პერიოდში, რადგან მასში ისეთი ნივთიერებები შედის, რომლებიც იმუნიტეტსაც აძლიერებს და ორგანიზმის ცხოველქმედებასაც უწყობს ხელს. როგორც ლაბორატორიულმა კვლევებმა ცხადყო, ადამიანებს, რომლებიც ხშირად მიირთმევენ იასამნისფერ ან ვარდისფერ კარტოფილს, უმაგრდებათ სისხლძარღვების კედლები და უმცირდებათ ათეროსკლეროზის და ონკოლოგიური დაავადების გაჩენის რისკი. ექიმების აზრით, ასეთ კარტოფილში შემავალი ანტოციანები აფერხებს ადამიანის ორგანიზმში დაბერების პროცესს. იასამნისფერი კარტოფილი ხელს უწყობს წონაში კლებას, არეგულირებს წნევას და აუმჯობესებს მხედველობას. ეს კი კაროტინოიდების დამსახურებაა. იასამნისფერი კარტოფილის ნედლად მიღებაც შეიძლება, ოღონდ დიდი რაოდენობით - არა.
- სად და როდის წარმოიშვა ეს ჯიში?
GzaPress
- იასამნისფერი კარტოფილის სამშობლო სამხრეთ ამერიკის ცენტრალური ნაწილია. ეს ჯიში ევროპაში XIX საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე იყო ცნობილი. სამხრეთ ამერიკაში მისი ველური სახეობა ხარობდა, მერე დააკვირდნენ და შენიშნეს, რომ ძალიან გემრიელი იყო და ვინც მას მიირთმევდა, უკეთესად ხდებოდა. უამრავი სასარგებლო მიკროელემენტის და ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის გამო, ეს პროდუქტი ძალზე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ოღონდ, თუ მას რეგულარულად მივიღებთ.
- ამბობენ, რომ მსოფლიოში იასამნისფერი კარტოფილი საკმაოდ ძვირი - 5 დოლარი ღირს, გამოდის, რომ ეს მართლა ძვირფასი ჯიშია?
- დიახ, მსოფლიოში ასეთი კარტოფილი საკმაოდ ძვირი ღირს და მას, როგორც დელიკატესს, ისე მოიხმარენ. ბოლო წლებში მისი მოყვანა საქართველოშიც დაიწყეს. იასამნისფერი კარტოფილი თავისი შემადგენლობით განსხვავდება და ორგანიზმის განახლებას, მასში ჟანგვა-აღდგენითი პროცესების გააქტიურებას უწყობს ხელს. ასეთი კარტოფილი ნედლადაც შეიძლება მიირთვათ, რადგან ის მაქსიმალურად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. უკვე გითხარით, რომ ვიზუალურად ამ ჯიშის მსგავსია ვარდისფერი და იისფერი კარტოფილი, თუმცა, იასამნისფერ კარტოფილში სასარგებლო თვისებები უფრო მკვეთრად ვლინდება. იასამნისფერ კარტოფილს განსაკუთრებული, დელიკატური გემო აქვს. ის ერთდროულად სასარგებლოცაა და გემრიელიც, რადგან თითქმის ყველა სახეობის ვიტამინს შეიცავს. თანაც, ეს თვისებები მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიების მიერ არის დადგენილი და დამოწმებული.
- რამ განაპირობა მისი პოპულარობა ევროპის ქვეყნებში?
- სწორედ მისმა უნიკალურმა გემომ და თვისებებმა. ეს ბიოლოგიურად სუფთა ჯიშია, რადგან ძირითადად ორგანული პროდუქტების მწარმოებლებს მოჰყავთ. სასარგებლო რომ არ ყოფილიყო, ევროპაში ასეთი პოპულარული ვერ გახდებოდა. ევროპის ქვეყნებში ბიოპროდუქტებზე დიდი მოთხოვნილებაა და ეს იასამნისფერ კარტოფილსაც შეეხო.
- გამოდის, რომ ამ ჯიშის კარტოფილის მოყვანა საქართველოშიც ღირს?
- როგორც ვიცი, მცირე რაოდენობით ის უკვე მოჰყავთ. მე მართლაც ვურჩევდი ქართველ ფერმერებს, რომ ეს უნიკალური ჯიში მოიწიონ, მაგრამ უნდა იცოდნენ სად და როგორ პირობებში გაახარონ, როგორ გაზარდონ, როგორი უნდა იყოს სათესლე მასალა, რათა ხარისხიანი პროდუქტი მიიღონ. იასამნისფერი კარტოფილის გახარება მარტო იმის გამო ღირს, რომ ჩვეულებრივი კარტოფილი ნახშირწყლების წყაროა და ადამიანს ასუქებს, ეს ჯიში კი, ცხიმების დაგროვებას და წონის მომატებას არ იწვევს. იასამნისფერი კარტოფილის პოპულარობის მთავარი მიზეზი მისი შემადგენლობაა.
- ე.ი. კარგია, თუ ადამიანი თეთრ კარტოფილს იასამნისფრით ჩაანაცვლებს?
- ყველანაირი პროდუქტი საჭიროა, მთავარია, ხარისხიანი იყოს. ალბათ თქვენც გინახავთ ჩვენს მაღაზიებში კარტოფილი, რომლის გულიც გაშავებული და დაზიანებულია. ის შეიძლება რამდენიმე თეთრით იაფი იყოს, მაგრამ ჯანმრთელობა ისე დაგვიზიანოს, რომ 20-30 თეთრი სალაპარაკოდაც არ ღირდეს. დაზიანებული კარტოფილი ათასნაირ დაავადებას იწვევს და როგორც კი მასში დეფექტებს აღმოვაჩენთ, უკან, მაღაზიაში უნდა დავაბრუნოთ. შეიძლება სიშავე მოვაშოროთ და ამოვჭრათ, მაგრამ ასეთი კარტოფილი ჯანმრთელობისთვის მაინც მავნეა. მნიშვნელობა არა აქვს რა ფერის იქნება ის, მთავარია, დაავადებული არ იყოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა ამა თუ იმ ჯიშის ღირსებებსა და სასარგებლო თვისებებზე.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ველაფერს ვუჩხიკინებდი, რაც ხმას გამოსცემდა"
როცა სტუდენტი ამ მიმართულებას ირჩევს, მან კარგი თეორიული ცოდნა უნდა მიიღოს
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.