"ამბობენ, თიხა ლაპარაკობსო"
font-large font-small
"ამბობენ, თიხა ლაპარაკობსო"
ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება

ოცნება, ჰქონოდა საკუთარი სახელოსნო, რამდენიმე თვის წინ აიხდინა. კერამიკულ სტუდიაში მისულს სალომე გავაშელი სახელდახელოდ გამიმასპინძლდა კიდეც - თავისი ხელით გაკეთებული თიხის ჭიქით დამაგემოვნებინა ჩაი, ტკბილეულიც ლამაზად მოხატულ თეფშზე დააწყო. ცდილობს, რაც აქამდე ისწავლა, თან ძალიან უყვარს და სიამოვნებს ანიჭებს, ის საქმე აკეთოს, თან შემოსავლის წყაროდ აქციოს.


- ბავშვობიდანვე მიყვარდა ძერწვა და დედას უნდა ვუმადლოდე, რომ ჩემს დასთან ერთად, ქანდაკების შესასწავლად მიმიყვანა. ბავშვობის დროინდელმა ინტერესმა მოგვიანებით იჩინა თავი, როდესაც არჩევანს ვაკეთებდი, თუ სად ჩამებარებინა. თავდაპირველად მოდის დიზაინი მინდოდა, რადგან კერვაც მიყვარდა. მეხერხებოდა კიდეც, ახლის შექმნა მსიამოვნებდა. ღია კარის დღეზე რატომღაც ყურადღება მიიქცია კერამიკის დიზაინმა და იქვე გადავწყვიტე, ამ მიმართულებით წავსულიყავი. სტუდენტობის პერიოდში უფრო შემიყვარდა ძერწვა, თიხასთან მუშაობა. ისე დაგიმონებს და დაგამშვიდებს, იმდენად დიდი ენერგეტიკა მოდის მისგან, რომ სხვანაირად შეუძლებელია. ასე აღმოვაჩინე თიხა თავიდან. სწავლის პროცესში ვერც ვიგებდით, როგორ ღამდებოდა. მთელი დღე შეგვეძლო სახელოსნოში ყოფნა, არ გვბეზრდებოდა. შესანიშნავი ლექტორები გვყავდა, მართლაც ბევრი რამ ვისწავლეთ მათგან.
- სალომე, თიხის დამზადება თვითონ თუ შეგიძლიათ? რთული პროცესია?
- საქართველოში თითქმის ყველგან არის თიხა მიწა. იცით, რომ სოფელ შროშაში ძალიან ბევრია დაკავებული ამ საქმიანობით. მე ძირითადად, ნორიოსა და ქსნის თიხას ვიყენებ ან მათ შეზავებულ ვარიანტს - უფრო პლასტიკურია, იოლად იღებს და ინარჩუნებს ფორმას. ვიყენებ ასევე თურქულ თეთრ თიხასაც. თეთრი თიხა ჩვენც გვაქვს, მაგრამ პატარა კარიერია. ერთი კარგი მოხუცი - გივი ბაბუა ამზადებს ქსნის თიხას და მისგან ვყიდულობთ. ერთი პერიოდი ეს საქმე მივიწყებული იყო, მაგრამ ახლა ახალგაზრდებიც ინტერესდებიან, ხელნაკეთი ნივთები ბევრს მოსწონს. რაც შეეხება თიხის დამზადების პროცესს, არ არის რთული - კარიერიდან მოაქვთ, ყრიან დოლურებში, რომელიც ტრიალებს და ქვიშად გადააქცევს. მერე წყალს ამატებენ, კიდევ ატრიალებენ და მასა თხევადი ხდება; ვასხამთ ყალიბში, რომელიც წყალს იწოვს და საბოლოოდ ვიღებთ რბილ თიხის მასას. გადამუშავება საკმაოდ სასიამოვნო პროცესია და ჩვენც შეგვიძლია ჩავატაროთ, მაგრამ ამისთვის ადგილი უნდა გქონდეს. სამხატვრო აკადემიაში სრულყოფილად ვისწავლეთ ყველა ტექნოლოგია.
- სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ დეკორატიული დანიშნულების ნივთის დამზადებაზე რას გვეტყვი?
- თიხის მასა კარგად უნდა დამუშავდეს ხელით, რადგან ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება. მერე ან ხელით ვაძლევთ ფორმას, ან ჩარხზე ამოგვყავს, ვაშრობთ და გამოვწვავთ. ერთი გამოწვის შემდეგ "შემცხვარ" თიხას მოვაჭიქურებთ ან მოვხატავთ, როგორც გვინდა, და მერე კვლავ გამოვწვავთ. მოჭიქურება სპეციალურ სითხეში ამოვლებას ნიშნავს. ვღებავთ სპეციალური საღებავით, რომლის გამოყენებაც დაშვებულია. რაც შეეხება ფორმებსა და ორნამენტებს, ქართული ორნამენტები ბევრჯერ გადმომიტანია, თუმცა ვცდილობ, რაღაც ჩემიც დავუმატო. როგორსაც მე მოვიხმარ და როგორიც მომწონს, ფორმებსაც ამის მიხედვით ვარჩევ. შეიძლება ქუჩაში რაღაც დავინახო და ეს გახდეს ინსპირაცია. შემოქმედებით პროცესში ზოგჯერ აზრი იცვლება. მიყვარს წყნარად, სიმშვიდეში მუშაობა. ამბობენ, თიხა ლაპარაკობსო. მუშაობისას მე თვითონ იმდენს ველაპარაკები, ვინმემ შორიდან რომ მიყუროს, გაეცინება.
- ძირითადად ვინ ინტერესდება კერამიკული ნამუშევრებით?
- არა მარტო ტურისტები, არამედ ადგილობრივებიც. ვამჩნევ ხოლმე, როგორი ინტერესით იყურებიან გამვლელები, როცა ვმუშაობთ. მყავს მოსწავლეებიც, უფროსი ასაკის ხალხიც კი სწავლობს.
- სალომე, გამოფენა თუ გქონია?
- პერსონალური ჯერჯერობით არა, მაგრამ სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან ერთად - კი. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ქეთი მატაბელის კურატორობით ჩატარდა გამოფენა ბათუმში და იქაც მივიღე მონაწილეობა.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ველაფერს ვუჩხიკინებდი, რაც ხმას გამოსცემდა"
როცა სტუდენტი ამ მიმართულებას ირჩევს, მან კარგი თეორიული ცოდნა უნდა მიიღოს
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.