ადვოკატის რჩევები: როგორ დავიცვათ თავი უსამართლო ჯარიმებისგან?
font-large font-small
ჩვენ გვეშინია ვირუსების, ქვეწარმავლების, მღრღნელების ან თვითმფრინავით მგზავრობის

მაგრამ ყოველდღე ვსხდებით ავტომობილში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე საშიშ და სარისკო სატრანსპორტო საშუალებადაა მიჩნეული, რადგან ავარიების შედეგად უამრავი ადამიანი იღუპება და გამონაკლისი ამ მხრივ, არც ჩვენი ქვეყანაა. მაგალითად: 2019 წელს საქართველოს გზებზე 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა. როგორ გავარკვიოთ, ვინ არის დამნაშავე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ან როგორ დავიცვათ თავი უსამართლო ჯარიმებისა თუ სასჯელისგან? - ამ კითხვებზე ჩვენს მკითხველს ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი უპასუხებს:


- სამწუხაროდ, ავარიებით გამოწვეული მსხვერპლი საქართველოში ისევე დიდია, როგორც მთელ მსოფლიოში. ზოგჯერ იმის დადგენაც კი ძნელია, ვისი მიზეზით მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, თუ უსამართლოდ დაგაკავეს, მაშინვე ადვოკატი უნდა მოითხოვოთ. ეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კანონიერი უფლებაა. თუ ვინმე თქვენს დაშინებას შეეცდება, ადვოკატის მოსვლამდე კატეგორიულად ხელი არ მოაწეროთ არც ერთ დოკუმენტზე, თუ მის შინაარსში დარწმუნებული არ ხართ.
- ძალიან ბევრი მძღოლი ჩივის უსაფუძვლო ჯარიმების გამო...
- საპატრულო პოლიცია მართლაც, ხშირად აჩერებს მძღოლებს და ზოგჯერ უკანონოდაც აჯარიმებს. თუ პოლიციის თანამშრომელი ჯარიმას გამოგიწერთ და ამ ჯარიმას არ ეთანხმებით, შეგიძლიათ მაშინვე გაასაჩივროთ. სხვათა შორის, ამ სიტუაციაში მძღოლის უფლებებს კანონი საიმედოდ იცავს, რადგან მტკიცების ტვირთი პოლიციას ეკისრება, ანუ პოლიციელის ვალია, დაამტკიცოს - მართლა დაარღვია მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესები, თუ არა. ეს უტყუარი საბუთით უნდა დამტკიცდეს, იქნება ეს ვიდეოჩანაწერი, თუ ავტოსაგზაო შემთხვევის მოწმეთა ჩვენება. თუკი ჯარიმის გამომწერს მოწმედ მარტო თავისი კოლეგა ჰყავს, ეს საკმარისი არ არის. თუ პოლიციელი საკუთარ სიმართლეს ვერ დაამტკიცებს, სასამართლო ჯარიმას გააუქმებს და მძღოლი მისი გადახდის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება.
GzaPress- მსგავსი ფაქტები თქვენს პრაქტიკაშიც ყოფილა?
- რასაკვირველია. ჩემს პრაქტიკაში არაერთი ფაქტი ყოფილა, როცა კლიენტისთვის მხოლოდ საჩივარი დამიწერია და მას დამოუკიდებლად მოუგია სასამართლო პროცესი - სასამართლოს ჯარიმა ადვოკატის უშუალო ჩარევის გარეშე გაუუქმებია. თუ მოქალაქე სწორად დაასაბუთებს თავის სიმართლეს, მოგების შანსი ძალზე მაღალია.
- რა პროცედურების დაცვაა საჭირო სარჩელის შეტანამდე?
- საჩივრის შეტანა შეგიძლიათ თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, განურჩევლად იმისა, თუ სად დაგაჯარიმეს, მაგალითად: თუ ჯარიმა ქუთაისში გამოგიწერეს და თქვენ თბილისში ცხოვრობთ, საჩივარი შეგიძლიათ შეიტანოთ თბილისის საქალაქო სასამართლოში. საჩივრის შეტანა უფასოა, ის შეგიძლიათ დაწეროთ ჩვეულებრივ თაბახის ფურცელზე. ადვოკატების უმეტესობა დამეთანხმება, რომ ამ გზით სასამართლომ ჯარიმა არაერთ მოქალაქეს გაუუქმა.
- უმეტესად, რა სახის ჯარიმას აპროტესტებენ მძღოლები?
- ვინც ავტომობილით მოძრაობს, დამეთანხმება, რომ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა ზოგჯერ საეჭვოა და ყველა მძღოლი არ ეთანხმება პატრულის გამოწერილ ჯარიმას. ყველაზე ხშირად კი მძღოლებს შემდეგი მიზეზების გამო აჯარიმებენ: ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის, არასწორი მანევრისთვის, გასწრებისთვის, წითელ შუქზე გავლისთვის და ა.შ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ კანონი კეთილსინდისიერი მძღოლის ინტერესებს ბოლომდე იცავს: პოლიციის თანამშრომელს არა აქვს უფლება, მოქალაქე უსაფუძვლოდ გააჩეროს და მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინოს. თუ უძრავი ქონების (ამ შემთხვევაში, ავტომანქანის) მფლობელი არ არის თანახმა, რომ პოლიციამ მისი ავტომობილის ჩხრეკა ჩაატაროს, მაშინ სასამართლოს ნებართვაა აუცილებელი. თქვენი თანხმობის გარეშე ჩხრეკის უფლება არც პოლიციელს აქვს და არც ნებისმიერ სხვა პირს.
- როგორ უნდა დაიცვას მძღოლმა თავი, როცა პარკირების წესის დარღვევის გამო აჯარიმებენ?
- დღეისათვის პარკირების წესის დარღვევა და ავტომანქანის არასწორად გაჩერება 10 ლარით ჯარიმდება. ზემოთ ხსენებული კანონპროექტის მიხედვით, პარკირების ჯარიმა 50 ლარამდე უნდა გაზრდილიყო, მაგრამ პარლამენტმა ეს რეგულაცია არ მიიღო და მისი შესრულება ერთი წლით გადადო. დღეს მოქმედი კანონით, მძღოლი 10 ლარით როცა ჯარიმდება, მას აუცილებლად უნდა გაუგზავნონ შეტყობინება და საჯარიმო ქვითარი, ხოლო ამ ჯარიმის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს.
- როგორ ფიქრობთ - კარგია, პარლამენტმა ეს ცვლილება რომ არ მიიღო?
- დიახ, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში 400-500 ათასამდე ავტომობილი მოძრაობს, პარკინგის ადგილი კი ცოტაა: დაახლოებით 30 ათასი. მძღოლები უმეტესად, მანქანას არასწორად იმიტომ აჩერებენ, რომ პარკირების ადგილები საკმარისი არ არის. კიდევ კარგი, ოპოზიციამ ეს კანონპროექტი მწვავედ გააკრიტიკა და მესამე მოსმენის შემდეგ მისი შესრულება გადაიდო.
GzaPress
- დაბოლოს, ავარიების რიცხვი საქართველოში ძალიან მაღალია, იქნებ ამ სიტუაციაში ჯარიმების გაზრდა და მკაცრი რეგულაციების მიღება უფრო მართებულია?
- ვფიქრობ, საქართველოში ათასობით მძღოლი თავის ავტომობილს საარსებო წყაროს მოსაპოვებლად იყენებს, ამიტომ ჯარიმების გაზრდა და ძალისმიერი მეთოდები საქმეს ვერ უშველის. ამ სფეროში უფრო გონივრული და წინდახედული ღონისძიებების გატარებაა საჭირო.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ველაფერს ვუჩხიკინებდი, რაც ხმას გამოსცემდა"
როცა სტუდენტი ამ მიმართულებას ირჩევს, მან კარგი თეორიული ცოდნა უნდა მიიღოს
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.