"ხათუნამ ჩემი შვილის ცხოვრება გამოაკეთა, ყველაფერზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული" - რას ჰყვება პაატა იმნაძის დედა?
font-large font-small
"ხათუნამ ჩემი შვილის ცხოვრება გამოაკეთა, ყველაფერზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული" - რას ჰყვება პაატა იმნაძის დედა?
რას ჰყვება პაატა იმნაძის დედა?

მოწიწებით დავურეკე, ინტერვიუს ჩაწერა მსურს, წინააღმდეგი თუ არ იქნებით, თქვენთვის სასურველ დროს დაგიკავშირდებით-მეთქი. ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიმიზეზა, მომიბოდიშა, ამჯერად ვერ შევძლებო. გარკვეული ხნის შემდეგ, მეორედ დარეკვა ისევ შევბედე, იგივე პასუხი მოვისმინე. გავიდა რამდენიმე დღე, ჩემს ტელეფონზე ზარი შემოვიდა, ეკრანს დავხედე და ნუნუ დუმბაძე ეწერა.
ქალბატონი ნუნუ პაატა იმნაძის დედა გახლავთ. საოცრად თბილი, ყურადღებიანი, უშუალო ქალბატონი და 90 წლის ასაკში, ბევრ ახალგაზრდაზე თანამედროვე.

თითქმის 2 თვეა პაატა იმნაძე თითოეული ჩვენგანის "ოჯახის წევრი" გახდა.
როგორია ის შინ, ნამდვილ ოჯახში, როგორი შვილი და მამაა, როგორ გადაიტანა რთული პერიოდი, რომელიც ახლო წასრულში ჰქონდა და რა მიწერა დედას ემოციური ეთერის შედეგ? ამ ყველაფერზე ქალბატონი ნუნუ გულახდინად გვესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა.

"პაატამ პირველი სკოლა დაამთავრა, ყოველთვის კარგი და წარჩინებული
მოსწავლე იყო. თავდაპირველად ფიზიკოსობა უნდოდა, როცა არჩევანის წინაშე დადგა, სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ექიმობა ჩემი ოცნება იყო, მაგრამ "დიდი კაცის" შვილი არ ვიყავი და ეს ოცნება ვერ ავისრულე. პაატას ვთხოვე, დე, სამედიცინოზე ჩაბარება სცადე-მეთქი. ინტერესი თავადაც გამოიჩინა. 3 წლის რომ იყო, გურიაში მყავდა წაყვანილი და იქ ცუდად გამიხდა, ცრუ კრუპი დაემართა. ლანჩხუთში არაჩვეულებრივი პედიატრი იყო, მითხრა, თუ გინდა, გადაგირჩეს, მენდეო. ვენდე, სხვა რა გზა მქონდა..."

"შინ მაგის მაღალი სიტყვა არასდროს გაგვიგია, არც გაბრაზებული გვინახავს. ოჯახმა იმდენი რამე გადავიტანეთ, მაგრამ არ მახსოვს, პაატას წონასწორობა დაეკარგოს. მანამდე ამბობდა, სულ ერთიდაიგივე კითხვებს მისვამენ, რამდენჯერ უნდა ვუპასუხოო.
სხვა შვილი არ მყავს, პაატა გამორჩეული შვილია და მგონი, მისთვის მეც გამორჩეული დედა ვარ. 90 წლის გახლავართ, ახლახანს ცუდად ვიყავი, მითხრა, დედა, არ დამღუპო, არ წახვიდე, გული არ გამიხეთქოო..."

"პაატას გარდაცვლილი მეუღლე, მაკა მეძმარიაშვილი მხატვარი იყო. ისევე, როგორც მისი მშობლები და და. 2017 წელს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ამ ოთხი მეძმარიაშვილის შემოქმედების გამოფენა გავაკეთე. თბილისობის დღესასწაულს დაემთხვა, მაკას მამა ზურა მეძმარიაშვილი ახალი გარდაცვლილი იყო. ზურა არაერთი ფილმის ("მაგდანას ლურჯა", "დონ კიხოტი"...) მხატვრობის ავტორია, რეზო ჩხეიძესთან და თენგიზ აბულაძესთან ერთად მუშაობდა, მთავარი მხატვარი იყო. მაკაც ძალიან ნიჭიერი და რაც მთავარია კარგი ადამიანი იყო, მისი გარდაცვალების ამბის გადატანა, ძალიან გაგვიძნელდა..."

"წლების შემდეგ პაატამ მეორედ იქორწინა, მისი ახლანდელი მეუღლე, ხათუნა გოგელია არაჩვეულებრივი პიროვნებაა. მათ ერთმანეთი ადრე ჰყვარებიათ, პაატასთან შედარებით ასაკით პატარაა. ხათუნამ ჩემი შვილის ცხოვრება გამოაკეთა, ყველაფერზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული, თავის თავზე ხომ საერთოდ აღარ ფიქრობდა. მიხარია, რომ შვილები მათ ერთად ყოფნის ამბავს კარგად შეხვდნენ..."

ქალბატონი ნუნუს ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 23 აპრილის ნომერში წაიკითხავთ...

თამუნა კვინიკაძე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.