7-შვილიან ოჯახს ველოსიპედი მოჰპარეს
font-large font-small
7-შვილიან ოჯახს ველოსიპედი მოჰპარეს
როგორ იცავს თვითიზოლაციას მრავალშვილიანი ოჯახი

ცოტნე, სალომე, დემეტრე, ელენე, ქრისტინე, ვაჩე და ნოე რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე მშობლებთან ერთად ცხოვრობენ. მათი მამა - 35 წლის შალვა ლიპარიშვილი ტრანსპორტირებისთვის ველოსიპედს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად იყენებდა. სამწუხაროდ, ახლახან 7-შვილიან ოჯახს ველოსიპედი მოჰპარეს...


შალვა ლიპარიშვილი:
- ველოსიპედს ე.წ. საშრობში ვინახავდი. ერთ საღამოს, 6-დან 7 საათამდე პერიოდში, ვნახე, რომ ველოსიპედი ადგილზე იყო, მეორე დილის 10 საათზე კი იქ აღარ დამხვდა. სხვა არაფერი წაუღიათ, მაგრამ ჩემთვის ეგეც მნიშვნელოვანია, რომ დავკარგეთ.
ველოსიპედის საბარგულზე პლასტმასის სავარძელი იყო დამაგრებული, რომელშიც ბავშვი ჯდებოდა. სავარძელი მოუხსნიათ - იმავე სადარბაზოში, მეხუთე და მეექვსე სართულებს შორის, კიბეზე ვიპოვეთ. მოგვიანებით, პოლიცია მოვიდა: ანაბეჭდები ეძებეს, რაღაცები გამოიკითხეს, მაგრამ ჯერჯერობით, ველოსიპედი არ ჩანს.
- საშრობის კარი ღია იყო, როცა ველოსიპედი დაკარგეთ?
- ამაზე ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს: საშრობის კარს მექანიკურად ვაღებ და ვკეტავ. იქ სხვა ნივთებსაც ვინახავ. არც დავკვირვებივარ, ღია იყო თუ არა. გასაღები რომ დავატრიალე, მახსოვს, მაგრამ შეიძლება, უბრალოდ დატრიალდა და შიგნით კბილი არ ამოძრავებულა... მოკლედ, ზუსტად არ მახსოვს, კარი ჩავკეტე თუ არა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ღია დამრჩა...
- საშრობში სხვა ღირებული ნივთებიც გქონდათ?
- ავტონაწილები, საბურავი და სხვა ნივთები იყო. ამ საშრობს მეზობელიც იყენებს - მასაც აქვს თავისი ნივთები, მაგრამ ველოსიპედის გარდა, საშრობიდან არაფერია წაღებული.
- რას ნიშნავდა თქვენთვის ეს ველოსიპედი?
- საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ველოსიპედს დიდი ადგილი უკავია: მისი ხშირი მომხმარებელი ვარ. სამსახურში სასიარულოდაც ვიყენებდი და საერთოდ, სადაც კი ავტომობილის გარეშე შეიძლებოდა მიღწევა, ყოველთვის ველოსიპედით ვსარგებლობდი. გარდა ამისა, მე და ჩემს მეუღლეს 7 შვილი გვყავს. ველოკულტურას მათაც ვასწავლით. მით უმეტეს, რუსთავი ისეთი ქალაქია, სადაც ფართო ქუჩებია, ბევრი ავტომობილი არ მოძრაობს და რაც მნიშვნელოვანია, აღმართ-დაღმართი არ არის. ველოკულტურის პოპულარიზაციას ვცდილობდი. მსურს, ადამიანები ველოსიპედს მხოლოდ გასართობად და სასეირნოდ კი არ იყენებდნენ, არამედ - ტრანსპორტირების საშუალებადაც. პირადად მე, ასე ვიქცეოდი, მაგრამ ჩემი ველოსიპედი გაქრა.
GzaPress
- თვითიზოლაციის პირობებში, ველოსიპედი ალბათ ხშირად არ გჭირდებათ, თუ დანაკარგმა უკვე შეგიქმნათ პრობლემები?
- არა, ამ პერიოდში პრობლემები არ შემქმნია. თან, ველოსიპედი მეგობრისგან ვითხოვე და როცა მჭირდება, იმით დავდივარ.
- პირველი შემთხვევაა, როცა ველოსიპედი მოგპარეს?
- დიახ. წინათ არასოდეს დამიკარგავს. ახლა "ფეისბუკზე", ველომოყვარულების ჯგუფში წერენ, რომ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ველოსიპედის ქურდობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
- მცირეწლოვანი შვილები გყავთ?
- დიახ. უფროსი 10 წლისაა. ასაკოვნები არც მე და ჩემი მეუღლე ვართ: მე 35 წლის ვარ, მეუღლე - 36-ის. 4 ბიჭი და 3 გოგო გვყავს. ყველაზე უმცროსი ოქტომბერში 1 წლის გახდა.
- ბავშვები დისტანციურად სწავლას როგორ ახერხებენ?
- ჩვეულებრივად ართმევენ თავს. რატომღაც, ბევრს ჰგონია, რაკი 7 შვილი გვყავს, ოჯახში ქაოსი, არეულობა და ხმაურია. არადა, პირიქით - ერთმანეთს ეხმარებიან ჩაცმაში, ჭამაში... რაღაცების დამოუკიდებლად კეთებასაც იოლად ახერხებენ. მონდომებული არიან. სწავლასთან დაკავშირებით ბევრი დევნა არ სჭირდებათ. ცოტათი მე ვწვალობ, რადგან ლეპტოპებს ტექნიკურად გამართვა სჭირდება. თან, ზოგი ლეპტოპი სუსტია, ზოგს - ხარვეზები აქვს. ამ საკითხების მოგვარებაში ვმონაწილეობ, შვილების დავალებებს ვინიშნავ, მერე ბავშვებს ვეუბნები, იმ დღისთვის სამეცადინო რა აქვთ. თავად სწავლობენ. შემდეგ დავალებებს ფოტოებს ვუღებ და ვგზავნი... ჩემთვის ცოტათი საწვალებელია, მაგრამ თავად ბავშვები სიხარულით სწავლობენ.
- ონლაინგაკვეთილები ერთსა და იმავე დროს ხომ არ აქვთ?
- ხანდახან ემთხვევა, მაგრამ ერთმანეთს ხელს უწყობენ და სხვადასხვა ოთახში შედიან. კორპუსის ბინაში ვცხოვრობთ, მაგრამ იმის საშუალება მაინც არის, რომ 2-3 ოთახი ბავშვებმა ერთდროულად გამოიყენონ.
- რას საქმიანობთ?
- სამხედრო პირი, ოფიცერი ვარ. ვემსახურები საქართველოს. ამჟამად, დროის დიდი ნაწილი სამსახურიდან გამოთავისუფლებული მაქვს. ჩემი მეუღლე პროფესიით აღმოსავლეთმცოდნეა. გასაგები მიზეზების გამო, ვერ მუშაობს. ჩვეულებისამებრ, სამსახურში საკმაოდ დაკავებული ვარ. მიუხედავად ამისა, როცა დრო მაქვს, მეუღლეს ყველანაირად მხარში ვუდგავარ, საოჯახო საქმეებში ვეხმარები...
- ბავშვები შექმნილ სიტუაციას როგორ აღიქვამენ?
- ჯერჯერობით პრობლემები არ გვაქვს. საერთოდ, აქტიურად ვცხოვრობთ: საქართველოს მასშტაბით, ბევრგან ვართ ნამყოფი... ამ პერიოდში, ბავშვები თვითიზოლაციას ეგუებიან - პრეტენზიები არა აქვთ. რომ ჰქონდეთ, აზრიც არ აქვს. შინ ვართ... მარტის ბოლომდე, სანამ შეიძლებოდა, მთელი ოჯახი ქალაქგარეთ, რუსთავის ტყე-პარკში დავდიოდით - ისეთ ადგილებში, სადაც არავისთან შეხება არ გვქონდა. მას შემდეგ, რაც ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის მგზავრობა არ შეიძლება, ვეღარ მივდივართ. ბავშვები სახლში ვარჯიშობენ. შინ გაჩერება დიდად არ უჭირთ, ყოველ შემთხვევაში - ჯერჯერობით.
GzaPress
- ამჟამად, თვითიზოლაციის პირობებში, თქვენი დღის რეჟიმი როგორია?
- უფროსები ადრე ვდგებით, ბავშვები კი - 8 საათზე. ჰიგიენისთვის საჭირო პროცედურების შემდეგ, ვარჯიშის დრო დგება. მერე ყველანი საკუთარ საწოლებს ასწორებენ, საუზმობენ. საუზმის შემდეგ მეცადინეობის დროა. 11 საათამდე სასკოლო დავალებებს ასრულებენ. შემდეგ, ონლაინგაკვეთილები ყველას სხვადასხვა დროს აქვს. თუ გაკვეთილი არა აქვთ, თამაშობენ. პირველიდან ორ საათამდე დასვენების დროა: პატარები იძინებენ; უფროსები თუ არ იძინებენ, ყოველ შემთხვევაში, ჩუმად არიან, ერთმანეთი რომ არ შეაწუხონ. 2 საათის შემდეგ თამაშობენ (თუ გაკვეთილი არ აქვთ). 6-დან 8-მდე კომპიუტერის დროა - ბავშვები ამით ერთობიან. 8-დან 9-მდე დილისთვის ემზადებიან (შხაპი, დალაგება...), 9-ზე წვებიან, 10-ზე კი - იძინებენ, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. სხვათა შორის, ეს განრიგი ერთად შევიმუშავეთ. საერთოდ, როცა ბავშვები გადაწყვეტილებებს თავად იღებენ, უფრო მეტად არიან პასუხისმგებელნი, თუნდაც განრიგი რომ დაიცვან. დღის რეჟიმიც ერთად მოვიფიქრეთ. ცოტა მშობლებმა ვუკარნახეთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვარჯიშს, თამაშს მეტ დროს დაუთმობდნენ (იცინის). განრიგი კედელზე გავაკარით და იცავენ...
- ძალიან კარგი. ველოსიპედის დაკარგვასთან დაკავშირებით რამე ეჭვი ხომ არ გაქვთ?
- ამის შესახებ საერთოდ ვერაფერს გეტყვით. კონკრეტულად, ეჭვიც არავისზე მაქვს. უბრალოდ, გულდასაწყვეტია, რომ ასე მოხდა.
- როგორც ვიცი, ხალხი აქტიურობს, რომ ველოსიპედის პოვნა შეძლოთ...
- კი. რიგითმა მოქალაქეებმა ეს საკითხი გულთან მიიტანეს. თავად პოლიციელებმაც, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გარდა, ეს ამბავი პიროვნულადაც განიცადეს... ველოსიპედს პოლიცია ან ვინმე სხვა იპოვის თუ არა, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს: მთავარი ისაა, რომ ამ ამბავმა ხალხის ასეთი რეაქცია გამოიწვია. მაგალითად, თუნდაც ის ფაქტი, რომ თქვენ მირეკავთ, ადასტურებს - თქვენი რედაქციისთვის ეს ამბავი ალბათ მნიშვნელოვანია. მეც გამიხარდა, კიდევ ერთხელ რომ შემიძლია დავაფიქსირო: ველოსიპედი საჭირო ტრანსპორტია. კარგი იქნება, თუ "ხვალ და ზეგ" ინფრასტრუქტურა სათანადოდ მოეწყობა და მოსახლეობაში კულტურაც ამაღლდება, თუ როგორ უნდა იარონ ველოსიპედით.

P.S. ველომოყვარულთა ასოციაცია - "რუსთაველო" "ფეისბუკზე" ხალხს სამოქალაქო აქტივობისკენ მოუწოდებს, რომ შალვა ლიპარიშვილისთვის ახალი ველოსიპედის შეძენა შეძლონ. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, თანხა ჩარიცხოთ (გადარიცხვის დანიშნულებაში მიუთითეთ "ქველმოქმედება"):
"საქართველოს ბანკი" (გოგა ჯმუხაძე): GGE92BG0000000111783700
"თიბისი" ბანკი: (ქეთევან ბექაური): GE64TB7056945063600068
"ტერაბანკი" (გიგა ძულიაშვილი): GE87KS0036010120012301
"ლიბერთი" ბანკი (ქეთევან ბექაური): GE74LB0711195018688000
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.