"რთულია, როცა შენ მიერ აშენებულ სახლ-კარს ორჯერ წაგართმევენ..."
font-large font-small
"რთულია, როცა შენ მიერ აშენებულ სახლ-კარს ორჯერ წაგართმევენ..."
სალომე კოკუაშვილის ოჯახის სატკივარი


ანზორ ხმიადაშვილი ორჯერ გახდა დევნილი: 1991 წელს ცხინვალიდან, საკუთარი სახლ-კარიდან გამოძევებულმა ხელახლა ააშენა სახლი, მაგრამ მეორედაც საკუთარი ნაშრომი წაართვეს და რუსმა ოკუპანტებმა ტყვედაც აიყვანეს... მრავალჭირნახულს ერთხელაც არ დაუწუწუნია, ისე აგრძელებდა ცხოვრებას. საკუთარ სახლ-კარს ჩუმად მისტიროდა...


ანზორ ხმიადაშვილი ახლახან, ვიდრე 85 წლის გახდებოდა, ერთი დღით ადრე გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ოჯახის წევრებმა პანდემიის გამო, უკანასკნელ გზაზე ისე ვერ გააცილეს, როგორც იმსახურებდა, რადგან გააზრებული აქვთ, რომ ვირუსის გავრცელების შემცირების მიზნით, რეკომენდაციების დაცვა ყველასთვის სავალდებულოა...

სალომე კოკუაშვილი, ანზორ ხმიადაშვილის შვილიშვილი:
- პაპაჩემი - ანზორ ხმიადაშვილი 85 წლის უნდა გამხდარიყო. სამწუხაროდ, იუბილემდე 2 დღით ადრე გარდაიცვალა... პაპა და ბებო წეროვანში ცხოვრობდნენ. ისინი ცხინვალიდან დევნილები იყვნენ. 1991 წელს, როცა ვიბადებოდი, თბილისში ჩამოვიდნენ, ჩემს დაბადებას რომ დასწრებოდნენ, აღენიშნათ და ა.შ. სწორედ იმ დროს, ცხინვალის აღების გამო, უკან ვეღარ დაბრუნდნენ... თბილისში არ დარჩნენ. საცხოვრებლად სამაჩაბლოში, სოფელ აჩაბეთში გადავიდნენ. გაგიკვირდებათ და, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჩემი პაპა და ბებია იქიდანაც გამოყარეს. ორჯერ გახდნენ დევნილები. თან, პაპა ტყვედ აიყვანეს. ომის პერიოდში, ეს ამბავი ბევრმა ტელეარხმა გადმოსცა. პაპა "ბუთქუჩა" კაცი იყო, თეთრი თმითა და ულვაშით. ტყვეობიდან დაახლოებით ერთი თვის მერე დაბრუნდა. ისეთი გამხდარი იყო, ალბათ 40 კილო ჰქონდა დაკლებული... ვიდრე დაატყვევებდნენ, მე და ბებია წაღვერში ვისვენებდით და ვბრაზობდით, რომ პაპა ჩვენთან ერთად არ წამოვიდა. ვამბობდით, - რამე რომ დაემართოს, ხომ ღირსია, როგორ არ წამოვიდა-თქო?!. შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, მის შესახებ არაფერი ვიცოდით. მერე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუს ოკუპანტებს ტყვეები ჰყავდათ. მივხვდით, რომ სავარაუდოდ, მათ შორის ერთ-ერთი პაპაჩემი იქნებოდა. ჩემთვის ის პერიოდი, სანამ პაპას ტყვეობიდან გაათავისუფლებდნენ, დიდხანს გაგრძელდა. ძალიან საყვარელი კაცი იყო. მისი მდგომარეობით თუ დაინტერესდებოდი, ყოველთვის გიპასუხებდა, - კარგად ვარ, არაფერი მჭირდებაო... ტყვეობაში ყოფნის პერიოდზეც არაფერი უთქვამს. უბრალოდ, ერთი-ორჯერ, როცა ჟურნალისტები "დაასხდნენ" და პალატაში შეუცვივდნენ, მოკლედ თქვა, - რავი, ჰო, მირტყამდნენო... ეგ იყო და ეგ... თავისი სახლ-კარის დაკარგვას ვერ შეეგუა, იქაურობას ბოლომდე მისტიროდა, გულდაწყვეტილი იხსენებდა... მერე, როგორც დევნილს, სახლი წეროვანში მისცეს. ბაღში მუშაობა და ყვავილების მოვლა ძალიან უყვარდა. ჩემი სამსახურის გამო, წეროვანში ხშირად ჩასვლას ვერ ვახერხებდი, მაგრამ როგორც კი დრო გამომიჩნდებოდა, ვსტუმრობდი. ტელეფონთან პაპას "კარგი ურთიერთობა" არ ჰქონდა. ძირითადად, ბებოს ვეკონტაქტებოდი. ტელეფონში პაპის ხმა ყოველთვის მესმოდა: ბებოს ჩემ შესახებ ეუბნებოდა, - მომიკითხე, როდის ჩამოვაო?.. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა...
ჩვენთან ცხოვრებაზე კატეგორიული უარი განაცხადა 1991 წელსაც და 2008-შიც. ძალზე რთულია, როცა შენ მიერ აშენებულ სახლ-კარს ორჯერ წაგართმევენ, იქიდან გაგაძევებენ... დედაჩემის დაქალები დღემდე იხსენებენ - ანზორი პაპას ცხინვალში რა ლამაზი სახლი, როგორი ყვავილების ბაღი ჰქონდაო!.. მერე მე გამომხედავენ, - შენ რა გემახსოვრებაო (იღიმის)?!. პაპამ იმდენი რამე გადაიტანა, რომ ცხადია, ამან მის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედა, - ნეკნები დაზიანებული ჰქონდა. თან, მოხუცი იყო... მის გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, ბებოს 84 წლის იუბილე ოჯახის წევრებმა აღვნიშნეთ - ტორტი ჩავუტანეთ. შევატყვე, პაპა მხნედ ვეღარ იყო. დედა ექიმია და მითხრა, - კარგად ვერ არის, მორჩაო... ვეჩხუბე - ასეთ რაღაცებს ნუ ამბობ, კიდევ ბევრი წელი იცოცხლებს-მეთქი!.. სამწუხაროდ, დედა მართალი აღმოჩნდა...
ბებიაჩემი ამბობს, - ნეტავ, ჩემი ქმრის ასაკამდე იცოცხლოთ და ისეთი სიყვარული გქონდეთ, როგორიც ჩვენ გვქონდაო. პაპა მართლა ძალიან საყვარელი იყო. რომ იცოდეთ, როგორ ეხმარებოდა ბებოს, როცა თუნდაც ჭურჭელს რეცხავდა... ეკითხებოდა, - რა გავაკეთოო?.. მისი გარდაცვალება ცუდ პერიოდს - პანდემიას დაემთხვა. მეც, დედაც და ბებოც გულდაწყვეტილები დავრჩით, რადგან პაპა ისე ვერ გავაცილეთ, როგორც იმსახურებდა. ცხოვრებაში ბევრი რამე გადაიტანა...
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ტელევიზორს არ ვუყურებ, მით უმეტეს - საინფორმაციო გამოშვებას, რადგან სულ ცუდ ამბებს გადმოსცემენ, რაც ჩემზე უარყოფითად მოქმედებს. პანდემიის შესახებ სოციალური ქსელიდან შევიტყვე... მერე სამსახურიდან ყველანი გამოგვიშვეს. მაშინ გავიაზრე, რაც ხდებოდა. რაკი გეუბნებიან, რომ თვითიზოლაციაში უნდა იყო, ასეც უნდა მოიქცე ადამიანი. რა თქმა უნდა, ეს რთულია: 14 წლის ასაკიდან შინ ამდენი დრო არ გამიტარებია, რამდენსაც ახლა ვატარებ. ვინც თვითიზოლაციას არღვევს, უბრალოდ, არ მესმის, სად დადის, რას აკეთებს?! მართლა გაოგნებული ვარ... მესმის, სახლში ყოფნა ძნელია, მით უმეტეს, თუ ოჯახის ბევრი წევრი ერთად ცხოვრობს ან მაგალითად, ქალი ახალი გათხოვილია და ჯერ კიდევ უცხო ოჯახში იწყებს ცხოვრებას, მაგრამ ყველანი ხომ ხედავენ, რომ ამდენი ადამიანი დაიღუპა, რადგან ვირუსის გავრცელების შესამცირებლად გაცემული რეკომენდაციები არ დაიცვეს?!.
სიმართლე გითხრა, გუშინ ძალიან გაბრაზებული ვიყავი: თუ ხალხს სიცოცხლე არ უნდა, რატომ აიძულებენ, რომ იცოცხლონ-მეთქი?.. საკუთარი ჯანმრთელობა თუ არ აინტერესებთ, ეს მათი პრობლემაა, მაგრამ რეკომენდაციების დაუცველობით ვირუსი ვრცელდება. შესაბამისად, მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არა, ყველასთვის ცუდს აკეთებენ... ხალხო, თუ თქვენი თავი არ გიყვართ, გარშემო მყოფები მაინც შეიბრალეთ და დარჩით სახლში...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.