"ჰობის დონეზეც არ გვაქვს განვითარებული სოფლის მეურნეობა, როგორც დარგი"
font-large font-small
"ჰობის დონეზეც არ გვაქვს განვითარებული სოფლის მეურნეობა, როგორც დარგი"
"აბიგლუკოზას" რჩევები

დღეს, როცა მსოფლიოში ასე მწვავედ დადგა სურსათით უზრუნველყოფის საკითხი, აღმოვაჩინეთ, ყოფითობისთვის სოფლის მეურნეობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დაჩრდილა ეკონომიკის ყველა "ძვირფასი" დარგი.


ორგანული მეურნეობა, უდავოდ, ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი, რადგან რაციონის სიჯანსაღე პირდაპირაა დაკავშირებული ადამიანის ჯანმრთელობასთან. დღეს ჩვენ ვესაუბრებით გამორჩეულ აგრარიკოსს, ჰერბალისტსა და გარემოს დამცველ ინგა ბაშიროვს, რომელიც სოციალურ სივრცეში სიმბოლური "ნიკით" - "ინგა აბიგლუკოზათია" ცნობილი. ასევე, მას ხუმრობით და სრულიად სამართლიანად შეარქვეს მცენარეებთან, ნიადაგთან ურთიერთობების და კონფლიქტების მოგვარების ექსპერტი. ფაქტია, რომ ინგა, როგორც "აბიგლუკოზა", დღეს სოციალურ სივრცეში ბრენდ-აგრარიკოსია.

- სოფლის მეურნეობაში შემთხვევით მოხვედრილი და 10 წელზე მეტია უკვე აგროსფეროში ჩარჩენილი ადამიანი ვარ. ამჟამად ოჯახთან ერთად ვაშენებ მდგრადი მიწათმოქმედების სადემონსტრაციო აგროპარკს და სხვებსაც ვასწავლი ნამდვილი ორგანული მეურნეობის მართვას. რაც შეეხება "აბიგლუკოზობას", ამას რამდენიმე საფუძველი აქვს, ერთი ისაა, რომ სამკურნალო მცენარეებთან ურთიერთობა იმდენად მიესადაგება ჩემს მეტსახელს, რომ ბევრს პიარის ნაწილიც კი ჰგონია.
- რა არის საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის მთავარი გამოწვევები?
- ხშირად მიწევს მცირე მეურნეობებისთვის გეგმის გაკეთება. იცი, საიდან ვიწყებ?! ვითვლი, რამდენი ჭარხალი თუ ტყემალი სჭირდება ოჯახს წლის განმავლობაში. შემდეგ ვსწავლობ მოცემულობას და არსებულ რესურსებს, მერე ყველაფრის გათვალისწინებით ვადგენ გეგმას, თან ვითვალისწინებ ოჯახის წევრების უნარებს, ჰავას და სულ ბოლოს, თავს ვაძლევ უფლებას, მივიღო თამამი გადაწყვეტილებები. თითო ობიექტს ან თუ გინდა, საკვებ კულტურას, მცენარეს ასეთი გეგმის მიხედვით ყველაზე მცირე, ორი ფუნქცია უნდა ენიჭებოდეს. ეს ერთადერთი გზაა მეურნეობის გამართვისთვის.
GzaPress
- როგორ ფიქრობ, ქვეყნის მასშტაბით ასეთი მიდგომა რამეს გააფუჭებდა?
- ჩემი ღრმა რწმენით, ქართული სოფლის მეურნეობისთვის დღეს მთავარი ამოცანა არის, გავიდეს პოპულიზმიდან და დარგის განვითარებაზე გადავიდეს. ამას უამრავი დარგობრივი სპეციალისტის ჩართულობა სჭირდება. არ მინდა ახლა ვისაუბრო მანიფესტების ენაზე, მაგრამ ყოველი წარუმატებლობის მიზეზი დღეს არის ის, რომ ლამაზ ისტორიებს უფრო მეტი დრო ეთმობა, ვიდრე სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შიდა პროდუქტის აღორძინებას. ვინმემ იცის, რეალურად რამდენი ტონა კარტოფილი სჭირდება ქვეყანას წლის განმავლობაში? ან ამ საჭიროების რამდენი პროცენტის უზრუნველყოფა შეიძლება შიდა პროდუქტით? ან როგორ შეიძლება სელექციის, რაიონირების, დამატებითი რესურსების მეშვეობით გავზარდოთ შიდა პროდუქტის მაჩვენებელი იმპორტულთან შედარებით? ეს არავინ იცის. შესაძლოა, სადმე დევს რაიმე კვლევისთვის საგანგებოდ შექმნილი დოკუმენტი, მაგრამ რეალურად, არ ვიცით. იმპორტული ბოსტნეული ფასით და რაოდენობით უგებს ადგილობრივ პროდუქტს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰობის დონეზეც არ გვაქვს განვითარებული დარგი.
- ანუ ჩვენ არასწორი აგროპოლიტიკა გვაქვს...
- კიდევ ერთი პრობლემა: ხელშეწყობის პროგრამები, ასევე პოპულიზმზე თუ ელექტორატის გულის მოგებაზეა დაფუძნებული, ვიდრე რაიმე დარგობრივ ან ეკონომიკურ კვლევაზე. სამოყვარულო დონეზე ბოტანიკის, არათუ აგრონომიის ცოდნა სრულიად საკმარისია, რომ არ დაიწყო მოცვის გაშენების პროექტი კახეთის რეგიონში. ან იმავე დაფნის გაშენების პროექტის ერთადერთ მიზეზად ფერმერთა მოთხოვნა რომ დაასახელა მინისტრმა, ყოველგვარი დინამიკური და დროული სამეცნიერო კვლევების გარეშე, ამას რა ჰქვია, თუ არა პოპულიზმი? სეზონის დასაწყისში, იმისათვის, რომ დავაკვირდე მავნებლების მატების სავარაუდო დინამიკას, ინფორმაციის მოძიება მიწევს ხან აზერბაიჯანის ფერმერთა ასოციაციის, ხან სომხეთის სოფლის მეურნეობის საიტებზე. ჩვენთან დინამიკურ და დროულ კვლევებს ვერ ნახავთ. სამაგიეროდ, ორი წელია, ლამის ფაროსანაზე გამარჯვების აღლუმი ჩავატაროთ. კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ დღეს სამეურნეო გრანტით თუ პროგრამით სარგებლობა უფრო და მეტწილად შეუძლიათ მათ, ვინც პროექტების წერის უნარებს ფლობს, ვიდრე მათ, ვინც რეალურად იცის მეურნეობის მართვა და ესეც მოწონებული პოპულიზმის და "ტრენდულობის" შედეგია.
- რატომ გახდა მცენარეები შენი ინტერესის საგანი?
- მცენარეები ახლა არ გამხდარა ინტერესის საგანი. ჩვენ ალბათ ყოველდღე უნდა გვახსენებდნენ, რომ ყველაფერი, რასაც ვეხებით, მცენარეა. აკვანი და კუბოც კი!
- ზემოთ თქვი და ჩაგეკითხები, რატომ ეწინააღმდეგები დაფნას ან ლურჯ მოცვს?!
- დაფნას კი არა, პოპულისტურ გადაწყვეტილებებს ვეწინააღმდეგები, რომლებსაც გარემოსთვის თუ მეურნეობებისთვის ზიანის მოტანა შეუძლია. დაფნა მშვენიერი მცენარეა, მაგრამ საკმაოდ ძლიერ ალელოპათიურ ზეგავლენას ახდენს სხვა ველურ თუ კულტივირებულ მცენარეებზე. მის გაშენებას შესწავლა უნდა. სხვათა შორის, იგივე შავი (ლურჯი) მოცვის კულტივაცია 2002 წელს მთელი აშშ-ის მასშტაბით აიკრძალა და ეს აკრძალვა დღემდე მოქმედებს რამდენიმე შტატში. მიზეზი არის ერთი - კულტივირებული მოცვის ალელოპათიური ზეგავლენა წიწვოვან ტყეებზე... ჩვენთან კი გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა ერთ უწყებაშია გაერთიანებული და ასეთ თემებზე მუშაობა მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის.
- ველურად მზარდი მცენარეებიდან ვერ ვნახე რომელიმე, რომელსაც "წითელს აუნთებდი". რატომ?
- "უვარგისი" მცენარე არ არსებობს ან მე არ ვიცნობ. ყველას აქვს თავისი ფუნქცია გარემოში, პარაზიტ მცენარეებსაც კი. მე ვარდი არ მიყვარს. ჯერ კიდევ ბავშვობაში, "პატარა უფლისწულის" კითხვისას შემძულდა. საერთოდ, არ მიყვარს მცენარეები, რომლებიც დიდი მასშტაბებით მოჰყავთ მეურნეობებში თაიგულებისთვის. ასეთი წარმოება მავნე ზეგავლენას ახდენს ეკოლოგიაზე: წყლის რესურსი, შხამქიმიკატები, ტრანსპორტირება, შეფუთვა, სათბურის ეფექტი! მოკლედ, საკმაოდ საგრძნობია ეკოლოგიური კვალი. აი, ველურად მზარდებს არ ვერჩი. იქ იდეალური ბალანსია.
GzaPress
- ხშირად ვსაუბრობთ ბიოლოგიურ სოფლის მეურნეობაზე. რას ნიშნავს ეს, პოპულარული ენით რომ აგვიხსნა?
- ზოგის აზრით, საკმარისია შხამქიმიკატებზე უარის თქმა და ეს უკვე ბიოლოგიური მეურნეობაა. ბიომეურნეობა არის საქმიანობის ისეთი მართვა, როცა მომავალ თაობებს უტოვებ იმას, რაც შენამდე მოიტანეს წინაპრებმა, იქნება ეს ნიადაგი, სუფთა წყალი, ტყე თუ ვაზი... იდეაში, ბიო-ეკო თუ ორგანული მეურნეობა ამას გულისხმობს და გულისხმობდა ყოველთვის. არ მომწონს ხალხი, რომელიც ამ მცნებებს მარკეტინგისთვის იყენებს, ვინაიდან ასეთ მომხმარებლურ პოზიციაში იკითხება გარემოსა და მომავალი თაობებისთვის საკმაოდ დიდი საფრთხე. ხანდახან ბევრად დიდი, ვიდრე ნიტრატიანი საზამთროს ჭამაა!
- სეზონურად და თემატურად, რას ურჩევდი ახლა ფერმერებს, რომლებიც მემცენარეობას მისდევენ?
- ვურჩევდი, არ აჰყვნენ კოვიდით გამოწვეულ პანიკას და აუცილებლად აკეთონ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად იციან, ანუ ნუ დათესავენ ბროკოლის მხოლოდ იმის გამო, რომ ის ძვირია.
- ხშირად ისმის შენგან სახელმწიფო აგროპოლიტიკის დაუნდობელი კრიტიკა...
- ჩვენ არ გვაქვს აგროპოლიტიკა და ამის ნათელი მაგალითი ბოლო კვირაა, ვინაიდან ფერმერებმა ვერ გააგებინეს სამინისტროს და უწყებებს ის, რასაც ვსწავლობდით ჩვენც და ისინიც მეხუთე კლასში. უამრავი უწყების ოპერატორისთვის მიწევდა იმის ახსნა, რომ მცენარის მოვლა მზის კალენდარზეა დამოკიდებული და კარტოფილს ვერ მოიყვან, თუკი მისი დათესვა დაგიგვიანდება, გაზაფხულს ვერ გადადებ, ფოტოსინთეზს ვერ შეაჩერებ და ასე შემდეგ... არადა, ეს ხომ მარტივი თემებია... სამჯერ მეტ რესურსს ვხარჯავთ რეპორტებში, ვიდრე უშუალოდ იმ შრომაში, რომელსაც გულისხმობს დარგი. ადამიანმა სასკოლო განათლების დონეზე მაინც უნდა იცოდეს საბუნებისმეტყველო საგნები, თუ აგროსექტორში სურს მუშაობა.
- ბოლოს, როგორც ეკოლოგს ასეთ კითხვას გისვამ, ბუნებამ ამოისუნთქა?!
- მინდა ადამიანი გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, როცა საკუთარ თავს განიხილავდა, როგორც მომხმარებელს. ბოლო დროს ხშირად მესმის "ბუნებამ ამოისუნთქა". ცინიკური განცხადებაა ეს. ჩვენ დავარღვიეთ საზღვრები, რომელიც დააწესა ბუნებამ და ახლა ვცდილობთ, გავუმკლავდეთ შედეგებს. ეკოლოგიის პირველი კანონი გვეუბნება: "ყველაფერს აქვს თავისი ფასი". თუ ცოტა ხნით გავჩერდებით და ამ მარტივ ჭეშმარიტებას გავიაზრებთ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.