"მინდა, იმან წაიკითხოს, ვინც სკუტერი მოიპარა... ნუ გამწირავთ ამ გაჭირვების ჟამს"
font-large font-small
"მინდა, იმან წაიკითხოს, ვინც სკუტერი მოიპარა... ნუ გამწირავთ ამ გაჭირვების ჟამს"
"ჩემს სკუტერს მონაცემებით მაინც ვიცნობ"

ამ ბოლო დროს, რაც ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდა, სამწუხაროდ, გახშირდა ეზოებიდან თუ სადარბაზოებიდან ველოსიპედების, სკუტერების ქურდობა... წინა კვირას ეკა კენჭაძეც სკუტერის გარეშე დარჩა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა: "უმორჩილესად გთხოვთ, გააზიაროთ ეს პოსტი და სკუტერის პოვნაში დამეხმაროთ. სკუტერი პარკინგის ეზოში მეყენა. ამ ქვეყანაზე აღარაფერი მაბადია და ეს იყო ჩემი მამა-მარჩენალი, მისი მეშვეობით ვშოულობდი ფულს და ვირჩენდი თავს. უმორჩილესად გთხოვთ, დამიბრუნეთ სკუტერი და ნუ გამწირავთ ამ გაჭირვების ჟამს. ეს არ იყო სასეირნო სკუტერი, ოჯახს ინახავდა (არის მუქი შინდისფერი, აქვს ასარეკლი ყვითელი და წითელი სტიკერები, ორი წინ, სამი უკან), მთელ სიგრძეზე კი სტიკერი "ქალი ვიცი მე საჭესთან"...


ეკა მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. პროფესიით მხატვარ-დიზაინერია, ასევე ჩოგბურთელი, პროფესიონალებში თამაშობდა. კარგა ხნის წინ თავი დაანება, თუმცა დღემდე მონაწილეობს სხვადასხვა ტურნირში და წარმატებებიც აქვს.

- სამხატვრო აკადემია დავამთავრე, დიზაინის ფაკულტეტი. ზოგჯერ ახლაც ვხატავ, აკვარელში, როცა ამის განწყობა მაქვს. გამოფენაზე არასდროს მიფიქრია, სამომავლოდ გამორიცხული არ არის. შევარდნაძის დროს, პრეზიდენტის აპარატში ერთ-ერთი განყოფილების უფროსად ვმუშაობდი, მერე ფოტოარქივის უფროსიც ვიყავი. სააკაშვილის მოსვლის შემდეგ ეს განყოფილება გაუქმდა და ავსტრიულ ფირმაში დიზაინერად დავიწყე მუშაობა. მერე ხან კომპიუტერულ გრაფიკას ვაკეთებდი, ხან წიგნებს ვაფორმებდი, მყავდა მოწაფეებიც - გრაფიკასა და კომპიუტერულ "ფოტოშოპს" ვასწავლიდი.
- რამდენი ხანია, რაც სკუტერით სარგებლობთ?
- დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ სახლი გავყიდე, ჩემმა მეუღლემ თანხა ბიზნესში ჩადო, მაგრამ არ გაგვიმართლა და სახლის გარეშე დავრჩით, ამჟამად ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. წელიწად-ნახევრის წინ სკუტერის ყიდვა გადავწყვიტე. ველოსიპედს კარგად ვატარებდი, მაგრამ სკუტერის მართვა ნამდვილად არ ვიცოდი. ერთხელ მეგობრის ქმარმა დამსვა იპოდრომზე და მომეწონა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე შეძენა. დავჯექი და მაშინვე ქუჩაში გავედი. ყველას უკვირდა, ასე მალე როგორ აუღე ალღოო. ზოგს ეშინია, რადგან ნაკლებად უსაფრთხოა. მეც მქონდა ერთი-ორი უსიამოვნო შემთხვევა, მოსახვევში გოგო შემომივარდა, მარჯვენასაჭიანი მანქანა ჰყავდა, თან მესიჯობდა და ვერ დამინახა, მაგრამ მაინც მე დამადანაშაულა.
- ეკა, რას საქმიანობთ? პოსტში გეწერათ, სკუტერი ჩემთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყოო.
- როდესაც უსამსახუროდ დავრჩი, ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. ვაკანსიების ძიება დავიწყე და მივედი საბროკერო კომპანიაში. საქმეს მალე ავუღე ალღო და ცოტა ამოვისუნთქე. გადაადგილება სკუტერით მიწევდა, რაც მუშაობას მიადვილებდა - სხვა რომ ერთ შეხვედრაზე მიდიოდა, მე დღეში 7 შეხვედრას ვასწრებდი. ისედაც არ მიყვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, მით უმეტეს, ასეთ საცობებში. საბროკერო კომპანიაშიც აირია სიტუაცია და წამოვედი. სხვა სამსახური მინდოდა მომეძებნა, მაგრამ ასეთი ამბავი დამემართა. სამსახური რომც გამომიჩნდეს, რითი ვივლი?
- ქურდობის შესახებ პოლიციაში თუ განაცხადეთ?
- რა თქმა უნდა, განვაცხადე. ვნახოთ, თუ ექნება შედეგი. როგორც გავიგე, ბოლო პერიოდში ეზოდან ერთი ქალბატონისთვის მოუპარავთ და კიდევ, მეზობლის ბიჭებსაც მოჰპარესო, ამბობენ. ჩემი სკუტერიც შემოღობილ ეზოში იდგა. ბოლო რამდენიმე დღე აღარ მისარგებლია, ვირუსის გამო ვერიდებოდი გარეთ გასვლას, მხოლოდ პროდუქტისთვის თუ გავდიოდი ცოტა ხნით. ერთ დილას, ძაღლები სასეირნოდ რომ გავიყვანე, შევამჩნიე, აღარ იყო. მეუღლემ მითხრა, იქნებ არ გახსოვს და სხვაგან დააყენეო? ასეთ დროს რომ ჰპარავ ადამიანს და თანაც არსებობის ერთადერთ საშუალებას, მიჭირს ამ საქციელისთვის სახელის დარქმევა...
- კომენტარებში ბევრი გწერთ, ყიდვაში მოგეხმარებით, თუ ანგარიშს დადებთო...
- მერიდება ანგარიშის დადება... მინდა, ჩემი პოსტი იმან წაიკითხოს, ვინც სკუტერი მოიპარა, იქნებ სინდისმა შეაწუხოს და დამიბრუნოს. თუ მოინდომებს, გაყიდის, რადგან არც პასპორტი სჭირდება და არც სანომრე ნიშნები აქვს. შეიძლება შეღებოს, მაგრამ ჩემს სკუტერს მონაცემებით მაინც ვიცნობ. ვთხოვ, დამიბრუნოს და ნურც სხვას ჩააგდებს მსგავს მდგომარეობაში. არ მესმის, როგორ შეიძლება, ასეთი სიტუაციით იხეირო კაცმა.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.