"ხუმრობენ, კახელებმა ასეთი რა წამალი იციან, ვირუსი რომ არ ეკარებათო?!"
font-large font-small
"ხუმრობენ, კახელებმა ასეთი რა წამალი იციან, ვირუსი რომ არ ეკარებათო?!"
მადლიანი საქმე და ვირი კინტანა

ვიდეო, რომელიც 20 წლის გიორგი ნაპირელმა სოციალურ ქსელში ატვირთა, უცებ გახდა პოპულარული და ბევრი ადამიანიც გაახალისა. გიორგი კახეთში, სოფელ კალაურში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც ავტომანქანით გადაადგილება აიკრძალა, ბევრმა ალტერნატიული ტრანსპორტი გამონახა. გიორგიმ მეზობლის ვირი ითხოვა, სახელად კინტანა შეურჩიეს და "ტაჩკიანად" მორთეს და მოკაზმეს. თუ რაში დასჭირდათ ვირის თხოვება და რატომ დასეირნობდნენ სოფელში, ამის შესახებ თვითონ მოგვიყვება.


- სად იშოვეთ ის ვირი, კინტანა რომ შეარქვით ან მთელი სოფელი რატომ მოიარეთ?
- ამ პანდემიის გამო ბევრი უხელფასოდ დარჩა. გაუჭირდათ თავის გატანა, განსაკუთრებით - მრავალშვილიანებს, მარტოხელებს, შშმ პირებს. ჩვენ მაღაზიასაც ვამუშავებთ სოფელში და ასე თუ ისე, შემოსავალი გვაქვს. ჩემმა დამ, სოფომ მითხრა, - მოდი, ხარებას, რითიც შეგვიძლია, იმით დავეხმაროთ გაჭირვებულებსო. იდეა მომეწონა: მოიფიქრე, რა და როგორ გავაკეთოთ და დაგეხმარები-მეთქი. 7 აპრილს ჩემი მანქანით დავარიგეთ პროდუქტი. ერთი მეგობარი გვეხმარებოდა კიდევ.
- მხოლოდ თქვენი ხარჯით გააკეთეთ ეს ყველაფერი?
- დიახ, ჩვენი ოჯახის ხარჯით. გადავწყვიტეთ, აღდგომასაც გაგვეხარებინა ხალხი, მაგრამ როგორც იცით, მანქანით გადაადგილება აიკრძალა. გამოსავალს დავუწყეთ ძიება და გაგვახსენდა, რომ ჩვენს ერთ მეზობელს ვირი ჰყავდა. მოდი, ვირი ვითხოვოთო, - მითხრა სოფომ. მართლაც, ვეთხოვეთ, ლამაზად მოვრთეთ და გავედით სოფელში. ჩემმა დამ ვიდეო გადაიღო. მერე ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთა და ისეთი ამბავი ატყდა, გამიკვირდა. ვერ წარმოვიდგენდი, ხალხისგან ასეთი რეაქცია თუ მოჰყვებოდა. უცებ გავხდით პოპულარულები. ბევრი მწერს კომენტარებში, მეეტლე დასაოჯახებელიაო? ისე, ამ ჟამიანობის დროს დაქორწინება ცუდი აზრი არ არის - იაფად გამოვა კაცი (იცინის).
GzaPress
- როგორ გხვდებოდათ ის ხალხი, ვისთვისაც ნობათი მიგქონდათ?
- ვისთანაც მივდიოდით, მარტო ისინი კი არა, მგონი, მთელი სოფელი გავამხიარულეთ - ვირით რომ გვხედავდნენ, იცინოდნენ, ბავშვები ფოტოებს იღებდნენ. თან, როგორი გამოპრანჭული გვყავდა, რომ იცოდეთ: იასამნებითა და ბუშტებით მოვრთეთ ვირიცა და "ტაჩკაც", საახალწლო წვიმებითაც კი გავალამაზეთ. ის ადამიანები, ვისაც დავეხმარეთ, მართლაც გახარებულები იყვნენ, ემოციებისგან ბევრს ცრემლებიც კი მოადგა თვალზე. მადლიერებას გამოხატავდნენ და გვეუბნებოდნენ, - კარგი ადამიანები ხართ, ჩვენზე რომ ზრუნავთო.
- თქვენი ოჯახი გაგვაცანით...
- კალაურში მშობლებთან, დასა და დისშვილთან ერთად ვცხოვრობ. კიდევ ორი და მყავს, ორივე დაოჯახებულია. დედა მღერის, მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა ბაღში. მღერიან ჩემი დებიც. 5 წლის ვიყავი, ცეკვაზე რომ მიმიყვანეს კალაურში. მერე გურჯაანში, გურგენიძეების სტუდიაში გადავედი და მაშინ გავიგე ცეკვის მუღამი. ამჟამად გურჯაანის სახელმწიფო ანსამბლში ვცეკვავ, ანსამბლის ქორეოგრაფი და დირექტორი პაატა გურგენიძეა. ხშირად დავდივართ გასტროლებზე საზღვარგარეთაც. 2017 წელს ვიყავით ამერიკაშიც და მას შემდეგ რამდენჯერმე გვქონდა მიწვევა, მაგრამ სპონსორის არყოლის გამო ვერ მოვახერხეთ, ჩვენი ხარჯებით კი ვერ შევძლებთ. ვმუშაობ სტუდიაში ცეკვის პედაგოგად. საკმაოდ ბევრ ბავშვს ვასწავლი. ხშირად მწერენ, სწავლა როდის დაიწყება, ძალიან მოგვენატრაო. იმედია, მალე დამთავრდება კარანტინი, შეზღუდვები და ყველა ჩვენ-ჩვენს საქმეს დავუბრუნდებით.
- იმედია, ასე იქნება. თქვენს სოფელში რა ხდება, როგორი განწყობა აქვს მოსახლეობას? საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაში თუ შეგექმნათ პრობლემები?
- სამუშაოების ჩატარებაში პრინციპში, ხელი არ შეგვშლია, ვენახი გვაქვს, ატამიც მოგვყავს, მხოლოდ ოჯახის სამყოფი კი არა, რეალიზაციასაც ვუკეთებთ. ადგილ-მამულებს ვამუშავებთ, თავისუფალ დროს მამას მეც ვეხმარები. ხალხის განწყობას რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, დაშინებულები არიან და ერთმანეთს არ ეკარებიან-მეთქი. კორონამდე უფრო ერიდებოდნენ ერთმანეთს, თითქოს სიყვარული აღარ იყო. მგონი, ახლა უფრო დაახლოვდნენ. არაყი, ჭაჭა, ნიორი და მისი ჯანი, კორონა ვერაფერს დაგვაკლებსო, - ასე ამბობენ კახელები და პოზიტიურად უყურებენ მომავალს. სოციალურ ქსელში რომ ხუმრობენ, კახელებმა ასეთი რა წამალი იციან, ვირუსი რომ არ ეკარებათო?! - გეტყვით: ძალიან მხიარულები ვართ, გვიყვარს ერთმანეთი და ამიტომაც არ გვეკარება კორონა. ერთია, უმანქანობა გვიქმნის პრობლემებს, თორემ ვირი რომ ბევრი გვყავდეს, არც უტრანსპორტობას ვიდარდებდით (იცინის).
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კრისტინე კეკუტია: "ჩემი ქმარი არაბული ტრადიციებისგან შორსაა"
"ველაფერს ვუჩხიკინებდი, რაც ხმას გამოსცემდა"
როცა სტუდენტი ამ მიმართულებას ირჩევს, მან კარგი თეორიული ცოდნა უნდა მიიღოს
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.